ამბობენ, ცხოვრებაში ყველას სჭირდება თანამგზავრი. ადამიანი, რომელიც თვალებში ცქერისას უსიტყვოდ გაგიგებს, შენი თითოეულ სულელური გადაწყვეტილება შესაძლოა არ გაამართლოს, მაგრამ მაინც შენ გვერდით დარჩება და გაგამხნევებს.
თუმცა შავგვრემან ბიჭს არავინ ჰყოლია, ყოველ შემთხვევაში, ცხოვრების ამ ეტაპზე მაინც.
ხალხის ყურადღების ცენტრში მუდამ ექცეოდა, იქნებოდა ეს განპირობებული მისი ბავშვობისდროინდელი ზედმეტსახელისა, "გასაოცარი ვუნდერკინდი", თუ ახლანდელი უჩვეულო ვიზუალის გამო.
მის თოვლისავით ფითქინა თეთრს კანს, რომელზეც შიგადაშიგ მსხვილი ლურჯი ვენები და უკვე თითქმის გაფერმკრთალებული შრამები ემჩნეოდა, კონტრასტულად, თითქოს მისი ყორნისფერი თმა და რაც შეიძლება მუქი სამოსი ამშვენებდა.
შეხედვისას, ალბათ, იმწამსვე ინი და იანი გაგახსენდებათ. და, მართლაც, თითქოს მინ იუნგი საკუთარ თავში ორ ურთიერთსაწინააღმდეგო ცნებას იტევდა.
ოსკარ უაილდი წერდა, "თითოეული ჩვენგანი თავის არსებაში ითავსებს ცასა და ჯოჯოხეთს."
თითქოს მასში სწორედ იმ ბნელ ქაოსურ ფიქრებს, ანეიტრალებდა, მისი საწყისი, კეთილშობილი ბუნება, რომელიც დიდი ხნის წინ გადამალა. მის გარშემო უკიდეგანო კედლები აღმართა, არავის უშვებდა ახლოს, თითქოს საკუთარი რეალური მხარე ტუმბოს ბოლო უჯრაში მიაგდო ვერავის რომ ვერ ეპოვნა, გარდა თავად, ან იმ ადამიანისა, რომელიც შესაძლოა მისი თანამგზავრი გამხდარიყო.
რწმენა დაკარგული ჰქონდა. არც ხალხის მიმართ გააჩნდა ნდობა და არც საკუთარ თავის და რაც მთავარია აღარც ღვთის სჯეროდა. თუ მართლა არსებობს სადმე აღმატებული ძალა, რატომ უნდა მოუნდეს მას ერთ ჩვეულებრივ მოკვდავს ცხოვრება დაუნგრიოს? ღვთისმოშიში პატარაობაშიც არ ყოფილა, თუმცა რაღაცის იმედი მაინც გააჩნდა, რომელიც იმდღეს გაქრა, როცა სამყარომ იგი ობოლი, მხოლოდ თავის მუსიკის ამარა დატოვა.
YOU ARE READING
oxymoron | yoonmin. ✓
Fanfiction❝ - სიკვდილის ანგელოზის მოკვლის ერთადერთი გზა არსებობს, თუ მას ადამიანს შეაყვარებ. - რა ლამაზი მოკვლის ხერხია.❞ - death note.