movebo.

338 46 8
                                    

აჩქარებული ნაბიჯებით სახლში ძლივსძლივობით შევარდა. პანიკაში იყო ჩავარდნილი, კიდურები იმდენად უკანკალებდა, რომ შემოსასვლელში ფეხსაცმლის გახდისას ობისაგან დამპალ ხის იატაკზე გაიშხლართა. ოთახში დასადგურებულ სიჩუმეს მისი ხმამაღალი ოხვრაღა თუ არღვევდა.

"ერთი, ორი. ერთი, ორი." 

ცდილობდა დათვლისას სუნთქვა დაერეგულირებინა, თუმცა გულს ბაგა–ბუგი მაინც გაჰქონდა. ვერაფრით დაწყნარდა. გონებაში ბინდი ჰქონდა ჩამოწოლილი, თანდათან თვალებიდანაც ვეღარ იხედებოდა, უბნელდებოდა ჰორიზონტი, თუმცა თავს ძალა დაატანა და მაინც წამოდგა. ბარბაცით სამზარეულოს დახლისაკენ აიღო გეზი, ბოლო უჯრა გამოაღო და ბასრი დანა მაგიდაზე შემოდო.

ქამარი შეიხსნა, შარვალში ჩატანიებული ხაკისფერი პერანგი ამოიწია, თუმცა ღილები აკურატულად არ შეუხსნია, არამედ მხეცივით დაავლო ნაჭერს ხელი და შუაზე გაგლიჯა.

ქამარი ისევ შეიკრა, წელსზემოთშიშველმა კვლავ დაავლო ცივ იარაღს ხელი და ამჯერად სააბაზანოსკენ გაემართა.

ზურგით უზარმაზარი სარკის წინაშე დადგა, ხელი ზემოთ აღმართა და დანა ნელ–ნელა ნეკნებზე ჩამოისვა. სისხლი წასკდა, თუმცა ეს სრულებითაც არ აყენებდა ტკივილს, პირიქით, აღიგზნებოდა კიდევაც.

ნაიარევი ისე გამოიყურებოდა, თითქოს ლომმა თავისი ძლიერი კლანჭი ჩამოუსვა მსხვერპლს.

მარცხენა მხარე მორჩა, მარჯვენა დარჩა.

ცოტათი კი გაუჭირდა ხელის სწორად მოხმარება, თუმცა როგორც შეეძლო პირველი შედევრი პარალელურად გადაიტანა.

სისხლის წვეთების მარმარილოს იატაკზე დაცემის ხმა გაისმოდა, თუმცა მას ეს სრულებითაც არ ადარდებდა. არც ის, რომ წკრიალა თეთრი იატაკი ახლა წითლად იყო გაჟღენთილი და სავარაუდოდ ლაქა ბოლომდე არც ამოვიდოდა.

გაიღიმა.

ამაყობდა შედეგით.

ფრთებშესხმულ ანგელოზს თუ არა, დაცემულს მაინც დაემსგავსებოდა.

oxymoron | yoonmin. ✓Where stories live. Discover now