vincit

962 120 4
                                    


მოგონებები მტანჯველია.

ხშირად ადამიანი იმასაც კი ნატრობს, რომ მეხსიერების გარკვეული ნაწილი ამოიშალოს, ფერფლად აქციოს და შემდეგ წყალს გაატანოს. თუმცა, რა თქმა უნდა, არსებობს განსხვავებული აზრის მქონე ხალხი, ვისთვისაც იქნება გარკვეული მომენტი სიხარულისა თუ სევდის აღმძვრელი, მაინც სურს ეს მთელი დარჩენილი ცხოვრება დაამახსოვრდეს. მურაკამის თქმით, მოგონება ადამიანს შიგნიდან ათბობს და ამავდროულად, ნაწილებად ყოფს. მაგრამ რა უნდა განეცადა ჯიმინს? თითქოს იყო ერთი უბრალოდ ფიტული, რომელსაც არაფერი გააჩნდა, მათ შორის არც მოგონებები.

მთავარი წესი, რაც სიკვდილის ანგელოზებს გააჩნიათ – დაივიწყო შენი წინა ცხოვრება.

მაგრამ ისეც არ არის, რომ მათ სხვა არჩევანი ჰქონდეთ. იღვიძებენ მარტოსულნი, მათი სამომავლო მტანჯველი ცხოვრების მსგავსად მონოქრომულ კოსტუმში გამოწყობილნი, მხოლოდ საკუთარი სახელი და დანიშნულება იციან.

ყოფილა შემთხვევები, როცა ერთ–ერთ მათგანს წინა ცხოვრება გახსენებია, მაგრამ ამისათვის საჭიროა უსაზღვრო ემოციების კორიანტელში აღმოჩნდე. ერთი შეხედვით ადვილია განიცადო რამე, მაგრამ რეალურად არა მათთვის. ვინაიდან მათ არ შესწევთ განიცადონ სიყვარული, შეხება, ბედნიერება. თითქოს უბრალოდ სიცარიელეში არიან გაჭედილნი. შესაძლოა შურის თვალითაც კი აკვირდებიან მოკვდავთა ყოფაცხოვრებას, მაგრამ იციან, რომ იმავეს ვერ განიცდიან, რადგან არ შეუძლიათ, რადგან აკრძალული აქვთ.

მაგრამ პაკ ჯიმინს ყოველთვის ჰქონდა იმის განცდა, რომ თითქოს მისი სულის უზარმაზარი ნაწილი აკლდა, თითქოს წინა ცხოვრებაში ჩატოვა რაღაც მნიშვნელოვანი, რაც  ყველაფრის მიუხედავად ახლაც უნდა ცოდნოდა. მას არ სურდა ყოფილიყო მარიონეტი, რომელსაც ღმერთი მართავდა, არ უნდოდა ყოფილიყო კანონმორჩილი, უნდოდა განეცადა ის, რასაც ადამიანები გრძნობენ, უნდოდა ყველაფრის გახსენება, მიუხედავად იმისა, დაუჯდებოდა ეს თავის სიცოცხლის ფასად თუ არა.

მაგრამ რა უნდა გახსენებოდა მას? ან რით შეეძლო ფიზიკური თუ სულიერი ნაიარევებით სავსე მინ იუნგის დახმარება?

ახლაც კი, როცა ახალგაზრდა პიანისტთან ერთად სახურავზე ანდრომედას თანავარსკლავედს აკვირდებოდა, იმედს მაინც არ კარგავდა.

იქნებ პერსევსის მსგავსად ეხსნა იუნგის ჯიმინი მისი წყეული ბედისაგან?

oxymoron | yoonmin. ✓Where stories live. Discover now