si

455 62 8
                                    


1815 წელი

- რას გულისხმობ?

ადრე, თუ ჯიმინი თვით სინატიფისა და გრაციოზულობის გამოხატულება იყო, ახლა დაბნეულობის სახე–სიმბოლო იქნებოდა.

– იცი, კრიტიკოსო, ყველაფერი ისეთი იდეალური არ არის, როგორიც ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. არც ის სიყვარული, რომლისკენაც ყველა მიილტვის. იგი შეიძლება სრულებითაც არ აღმოჩნდეს ისეთი სათუთი, როგორიც ნოველებშია წარმოჩენილი.

ვანტე ამჯერად კვლავ წამოდგა, მარმარილოს ბუხარს მიუახლოვდა და გავარვარებული ყავადანი ფრთხილად გამოიღო. სამზარეულოში შეირბინა და ლანგარზე შემოლაგებული ფინჯნებითა და ორცხობილებით დაბრუნდა.

– ყავას ინებებ?

- უკვე ყველაფერი მოამზადე და ახლა მეკითხები?

ჯიმინის პასუხზე თეჰიონს გულიანად გაეცინა, ყავადანი ისევ ხელში დაიჭირა, ოდნავ ქვემოთ დახარა და ცხელი წყალი ფინჯნებში ჩაასხა.

– ამბობენ, რომ სიყვარული სულის ნაყოფია, რომელიც არასდროს მთავრდება. ნაკლოვანებები ყველასა და ყველაფერს აქვს, მთავარია შენ როგორ მოინდომებ მათ დათრგუნვასა და გადალახვას.

– ეგ იმაზეა დამოკიდებული, თუ შენ რა განსაზღვრებას მიანიჭებ მაგ სიტყვას. რომელ სიყვარულზე გსურს საუბარი, კრიტიკოსო?

ფინჯანი, რომლიდანაც ორთქლი ამოდიოდა ფრთხილად გაუწოდა ჯიმინს. მთელი ოთახი ისევ და ისევ ყავის სურნელმა მოიცვა.

– განა ვინმეს შეუძლია სიყვარულის სპექტრის ზუსტი განსაზღვრა?

– სინათლის სხივის გავლის დროს სპექტრი შეიძლება წყვეტილი იყოს ან სულაც უწყვეტი ისევე, როგორც სიყვარული. მასაც ცისარტყელის მსგავსად აქვს თავისი ფერები ისევე, როგორც სიყვარულსაც. ძველი ბერძნები მას სწორედაც, რომ კატეგორიებად ყოფდნენ. უანგარობა, აგაპე, სიყვარულის ყველაზე აღმატებული ფორმაა. უბრალოდ ინსტინქტური ემოციებით არ არის შემოსაზღვრული. შენ ვერ წარმოშობ აგაპეს, შენ მისით იბადები. ან გძალუძს ასეთი სიყვარული, ან არა. – ვანტემ ფინჯანი ბაგეებთან აიტანა და ყავა მოსვა. – ფილია, ურთიერთდაფასება, სიყვარული საკუთარი ძმისადმი და მეგობრისადმი. სტორგე უბრალოდ ნათესავური კავშირია, გიყვარდეს ის, ვინც სისხლით გიკავშირდება.

oxymoron | yoonmin. ✓Where stories live. Discover now