acheronta

343 52 3
                                    

პეპლის ეფექტი.

რა მოხდებოდა, რომ...?

სიკვდილის ანგელოზებს არ აქვთ უფლება სურვილისამებრ იმსხვერპლონ მოკვდავი ან, პირიქით, გარდაცვალებისაგან იხსნან, წინააღმდეგ შემთხვევაში სასჯელი იმაზე გაცილებით უარესი იქნება, ვიდრე მათი ახლანდელი მტანჯველი მარადიულობაა.

თუმცა ეს იმას სრულებითაც არ ნიშნავს, რომ ზოგიერთ მათგანს ძაფგამობმული მარიონეტებივით არ სურდა ხალხის მართვა.

პრივილეგირებული ხარ იმის მიხედვით, თუ რამდენად ზედმიწევნით ასრულებ შენთვის განკუთვნილ დავალებას და რამდენი ხანია, რაც შენი წინა ცხოვრება წარსულს ჩაბარდა.

საუკუნეების გასვლასთან ერთად მათ ახალი უნარები უჩნდებოდათ მათ შორის; ადამიანთა დაჰიპნოზება.

დააჯერებ ინდივიდს იმას, რაც თავად გსურს, აზრების მიმართულებას სრულიად ქაოსურად შეუცვლი, მეხსიერებას დაუხშობ ანდაც, პირიქით, ახალი არარსებული მოგონებებით აუვსებ.

ჯიმინი იმ წყეულ წყვდიადში მხოლოდ ერთადერთ ანგელოზს იცნობდა.

პაკის სილამაზე, თუ ადამიანთა ენისთვის აღუწერელი იყო, ალბათ, ამ ახოვან და განიერმხრებიან მამაკაცს თავად ღმერთებიც კი ვერ შეურჩევდნენ სათანადო კომპლიმენტებს სიმშვენიერის აღსაწერად.

იცოდა ჯიმინმა, რომ ამ ჰაეროვან არსებას ადამიანთა გონებით თამაში შეეძლო. არა, საბედისწეროდ ნამდვილად არ სწირავდა მათ. უბრალოდ გარკვეულ ილუზიებს უქმნიდა და რაღაც პერიოდით უტოპიურ ან, პირიქით, დისტოპიურ გამოკეტილ სამყაროში აცხოვრებდა. ყოველ შემთხვევაში, ზღვარს არასდროს სცილდებოდა და მათ ცხოვრებას საფრთხეს არ უქმნიდა.













ყმაწვილმა ამჯერად დაკვრა შეწყვიტა, წამოდგა, პიანინოს თავს დაახურა და ჯიმინს მიუახლოვდა.

oxymoron | yoonmin. ✓Where stories live. Discover now