-თავი მეორე-

36 2 5
                                    

-"გეშინია?„

-"არა.„

-"მათ ყველას ეზიზღები, ვერ ხედავ როგორები გიყურებენ? ისინი ფიქრობენ რომ მონსტრი ხარ!„

-"არა, არ ვარ! მე შენ არ ვარ!„

.    .    .

რამდენიმე საათის შემდეგ თეთრ ოთახში გავიღვიძე, ხალხით გარშემორტყმულმა თვალები ისევ დავხუჭე.თავი საშინლად მტკიოდა.მათი ბუტბუტი თავს უფრო მატკიებდა. ხმები რაღაცას ბავშვთა სახლზე ამბობდნენ, როცა ეს გავიგე თვალები მჭიდროდ გავახილე და წამოდგომა ვცადე, მაგრამ უშდეგოდ. ძალა საერთოდ არ მქონდა. როცა შეამჩნიეს რომ გამოვფხიზლდი სევდიანი სახეებით მომაჩრდნენ.

წამოვჯექი და ცოტა ხანი ვფიქრობდი,ვგრძნობდი რომ რაღაც იკარგებოდა, მანამ თავში უცებ  არ დამარტყა.

-"ჩ-ჩემი ძმა სად არის?? თეო, ჩ-ჩემი ძმმმ-ა, სად არის?„ ამოვილუღლუღე ახალ გაღვიძევულზე.

-ის აქ აღარ არის საყვარელო. -მიპასუხა უცნობმა ქალბატონმა მშვიდი მაგრამ დამწუხრებული ხმით. ამან კი სრულიად გამომაფხიზლა, გავშეშდი და როცა გავაანალიზე რაც თქვა კანკალი ამიტყდა. 

-"რა-აა?„ ვიკითე აკანკალებული ხმით. 

ნუთუ ის მოკვდა?არა,არა,არა!ის არ დამტოვებდა! როგორ მოხდა ეს? ნუთუ, ნუთუ იმ ძაღლის ბრალი იყო...მან დამტოვა...-ვფიქრობდი გონებაში. -"ის იმიტომ მოკვდა რომ შენ წაიყვანე იმ ადგილას დევიდ,თავს ნუ ისაწყლებ.„ჩაილაპარაკა ედვარდმა ჩემს გონებაში, მაშინ კი გავშეშდი. 

-"გაჩუმდი! შენ თვითონ მითხარი იქ წამეყვანა!„ ვიკივლე. 

-"და მაინც, შეგეძლო არ წაგეყვანა.„ თქვა მან. მაშინ კი დავდუმდი, ის მართალი იყო, მე რომ არ წამეყვანა იმ მიყრუებულ ადგილას, არაფერი მოხდებოდა...

გარშემო მყოფები გაოგნებულები და შეშინებულები მიყურებდნენ. 

-"ვის ელაპარაკებოდი საყვარელო?„-იკითხა იგივე ქალმა. პასუხი არ გავეცი იმიტომ რომ ვიცოდი ედვარდის მხოლოდ მე მესმოდა. არაერთხელ მითქვამს მშობლებისთვის მის შესახებ მაგრამ ჩემი მასხრად აგდების მეტს არაფერს აკეთებდნენ, რადგან პატარა ვიყავი არავის სჯეროდა ჩემი. 

პატარაობაში ედვარდმა მაიძულა დედასთვის ადუღბული წყალი გადამესხა ხელზე. იმ დროს მე და დედა ნაჩხუბრები ვიყავით. იგი მეუბნებოდა რომ ყველაფერი მისი ბრალი იყო და უნდა დასჯილიყო, ამიტომ ადუღბული წყალი მაგიდიდან პირდაპირ მის ხელზე დავასხი. ხელი ტკივილისგან გაუწითლდა. მე კი მშვიდად ვუყურებდი ხოლო ედვარდი ეშმაკურად იცინოდა, თითქოს ამაყობდა იმით რაც გამაკეთებინა. ის ჩემი მეორე ნახევარივით იყო. ზოგჯერ ის აკონტროლებდა ჩემს სხეულს და გონებას და მე ამას ვერ ვეწინააღმდეგებოდი, ის ძლიერი იყო... ძალიან ძლიერი.

ხმა რომ არ გავეცი  უფრო დაჟინებით გამიმეორა კითხვა შუახნის თვალებში შიშნარევმა ქალმა.

-"მას ედვარდი ჰქვია...„

----------------------------------

სიტყვათა რაოდენობა: 314.

მადლობა კითხვისათვის.

-ორეული-Where stories live. Discover now