-თავი მეოთხე-

27 0 0
                                    


-"დევიდ, შემომხედე. ახლა კი, ოთახს შეხედე და მიპოვე 3 რამ რასაც პირველად დაინახავ.„

არ მინდოდა, მაგრამ ავიხედე. -"სკამი, ფანჯარა და ხე.„- დავიჩურჩულე.

-"დამისახელე ორი რამ რასაც შეგიძლია შეეხო.„

აღარ მინდოდა, სუნთქვა მიჭირდა, მაგრამ მაინც დავუჯერე. -"კარი და იატაკი.„

-"ახლა კი მითხარი ერთადერთი რამ რამ რაც გესმის.„

-"თქვენი ხმა.„

-"ახლა, შემომხედე, დევიდ შენ კარგად ხარ.„

გაუაზრებლად შევხედე ქალს და გავაცნობიერე რომ უკვე ნორმალურად ვსუნთქავდი. და თავს გაცილებით მშვიდად ვგრძნობდი.

-"დევიდ, იცხოვრებ ჩემთან?„ მკითხა მისი თბილი ხმით ქალმა. არ ვიცოდი რა მეთქვა, რა გამეკეთებინა. თუ მან მასთან ცხოვრება შემომთავაზა ეს იმას ნიშნავს რომ მან რაღაც იცის რაც მე არ ვიცი. 

-"რატომ მის ელის? რა ბედი ეწია ჩემს ოჯახს?„ ვიკითხე ცრემლებმომდგარი დამძიმებული თვალებით. 

-"დევიდ, ისინი ჯერ  ვერ იპოვნეს. მანამ იპოვნიან კი, ჩემთან იცხოვრებ.„

-"გასაგებია. კეთილი, ვიცხოვრებ თქვენთან ერთად.„-ვუთხარი ახლა უემოციო ხმით.

ელისმა გაიღიმა და იმედიანი სახით შემომხედა. ისეთი კეთილი გამომეტყველება ჰქონდა რომ შეაუძლებელი იყო რამე ევნო ჩემთვის. ახლა, როცა ვიცოდი რომ არავინ მყავდა მის გარდა ვისაც დავეყროდნობოდი მხოლოდ ერთი გზა მქონდა დარჩენილი - მასთან ცხოვრება.

 გათენდა ორშაბათი დღე, ჩემი გაწერის დღე. საავადმყოფოდან ეტლით გამიყვანეს და იქიდან ელისის მანქანაში გადასვლაში დამეხმარნენ. როცა ელისის სახლს მივუახლოვდით და შიგნით შევედით სამარისებური სიჩუმე სუფევდა. მან ჩემი ოთახი მაჩვენა რომელიც პატარა მაგრამ საკმაოდ მყუდრო ჩანდა. ფანჯრის რაფაზე, მკვდარი მწერები ეყარა. ოთახს ეტყობოდა რომ დიდი ხანი არავის გაეღო. ობობის ქსელები კუთხეებში ისე გამოიყურებოდა, გეგონებოდათ ოთახის ინტერიერია ასეთიო.

ელისი სამზარეულოში ჩავიდა რომ რამე მოემზადებინა. მე კი ოთახში დავრჩი. ერთსაწოლიან ლოგინზე დავჯექი შემდეგ კი გადავწექი. თვალები გახელილი მქონდა და არაფერს ვუყურებდი... ვიცოდი რომ ვსუნთქავდი მაგრამ, ჰაერს ვერ ვგრძნობდი... ცარიელი და მარტოსული ვიყავი. ახლა, როდესაც წარმოდგენა არ მქონდა რა მოუვიდა ჩემს ოჯახს. იმედი მქონდა გამოჩნდებოდნენ, მაგრამ, ისინი უბრალოდ გაუჩინარდნენ.

ფიქრებს, კარზე სმუბუქმა კაკუნის ხმამ მომწყვიტა. ელისი იყო. ოთახში შემოვიდა ომლეტით ხელში, შემდეგ საწერ მაგიდაზე დადო საწოლის წინ რომ იდგა და გავიდა.

-"დევიდ, ის შენ გატყუებს. შენი ნდობის მოპოვება სურს რომ შემდეგ საგიჟეთში გაგიშვას.„ 

-"გაჩუმდი ედვარდ, შენ არაფერი იცი! ის ერთადერთია ვინც ახლა გვყავს.„ 

-" კარგი, რა გაეწყობა. გჯეროდეს იმ აბსურდის რასაც ახლა როშავ ჩვენთან ყოფნაზე, მაგრამ, დაიმახსოვრე, მას მალე მოვბეზრდებით და თავიდან მოგვიშორებს.„

------------------------------------------

მადლობა კითხვისათვის.

სიტყვათა რაოდენობა: 337.

Has llegado al final de las partes publicadas.

⏰ Última actualización: Dec 01, 2019 ⏰

¡Añade esta historia a tu biblioteca para recibir notificaciones sobre nuevas partes!

-ორეული-Donde viven las historias. Descúbrelo ahora