-"მას ედვარდი ჰქვია...„
-"ედვარდი ვინ არის?„ იკითხა გაოცებულმა ქალმა.
-"ის,ი-ს...„ ვცდილობდი მეთქვა მაგრამ თავი ამტკივდა, თავი ფეხებში ჩავრგე და თვალები მაგრად დავხუჭე.
როცა თავმა გამიარა და მაღლა ავიხედე ოთახში ყველა უცნაური სახით მიყურებდა, ასეთი შემთხვევა ბევჯერ ყოფილა, რამდენჯერაც არ უნდა დამეპირებინა თქმა ედვარდის წამოშობის შესახებ იმდენჯერ დამწყებია შაკიკური ტკივილი.
. . .
ღამით ვერ ვისვენებდი, ჩემი ძმის სახე მელანდებოდა როდესაც ტკივილისგან გულისშემაწუხებლად კიოდა. საწოლიდან ავდექი და პალატიდან ნელი და ფრთხილი ნაბიჯებით გავედი. გასეირნება მინდოდა. დერეფანში რომ გავდიოდი ერთ ოთახში ანთებულმა თეთრმა შუქმა მიმიზიდა. ოთახთან ახლოს მივედი და ლაპარაკის ხმა გავიგონე.
-"ელის რა ვქნათ?„ იკითხა ბოხ ხმიანმა ხმაში ასაკშეპარულმა კაცმა.
-"რა ვუყოთ მას? რა ბედი ეწევა ამ საბრალო ბავშვს? იკითხა მეორე ხმამ.
-"ღმერთო ჩემო ელის რატომ არ გესმის? იგი სოციოპათია, სოციოპათი!!„ დაიჩურჩულა/დაიყვირა ისევ კაცმა.
-"მაგრამ ის მხოლოდ ბავშვია დენიელ ბავშვი! ჩვენ არ შეგვიძლია იგი ბედის ამარად დავტოვოთ. მისი მშობლები არ ჩანან, სავარაუდოდ მკვდრები არიან. მე მივხედავ ამ ბავშვს!„ მტკიცე ხმით თქვა ქალმა რომელსაც სავარაუდოდ ელისი ერქვა.
კაცმა მსუბუქად ამოიხვნეშა, "კარგი, როგორც გინდა ისე მოიქეცი, მაგრამ ფრთხილად იყავი. მან შესაძლოა საკუთარი თავი დაკარგოს და სულ სხვა ადამიანად იქცეს.
-"კარგი, გპირდები.„ თქვა მშვიდი მაგრამ გახარებული ხმით ქალმა.
. . .
დილას მსუბუქმა თავის ტკივილმა და ფანჯრიდან შემოსულმა სინათლემ გამაღვიძა. თვალები გავახილე და ისევ დავხუჭე, მარჯვენა ხელი მაღლმა ავწიე და მივაჩერდი. შემდეგ წამოვიწიე და ჩამოვჯექი. სწორედ ამ დროს შემოვიდა ქალი რომელსაც ელისი უნდა რქმოდა. ის ლამაზი იყო, გრძელი თმითა და თაფლისფერი თვალებით, მისი მშვიდი და სანდო გამომეტყველება კი სიმშვიდეს აფრქვევდა.
-"საუზმე მოგიტანე, შეჭამე მანამ გაცივდება.„ თქვა ქალმა და გაიღიმა.
-"გმადლობთ.„ ვთქვი და ჭამა დავიწყე. როცა დავასრულე, საწოლს მივეყუდე და იმაზე დავიწყე ფიქრი თუ რა მოხდა მანამ საავადმყოფოში მოვხვდებოდი. მაშინ კი სახლში მომხდარი გამახსენდა.
-"დედაჩემი...ჩემი მშობლები სად არიან??„ ვიკითხე. თავში ათასი საშინელი აზრი მიტრიალებდა. კანკალმა ამიტანა. ამ დროს კი ქალი ხელზე შემეხო და გამიღიმა . ვუყურებდიმას და ვგრძნობდი როგორ მიწყნარდებოდა აჩქარებული გული. -"დევიდ ახლა მე შენ ძალიან კარგ რაღაცას გასწავლი...„
---
სიტყვათა რაოდენობა: 312.
მადლობა კითხვისათვის.