თავი 4

26 4 4
                                    

და მაინც,ერთ წინადადებას როგორ შეუძლია ადამიანის განწყობის სრულიად შეცვლა.
აგატას ომი ეზიზღებოდა.ომი რომელმაც მამა და ახალგაზრდა ძმა წაართვა.ახლა კი მეგაფონიდან ზუსტად ეს სიტყვა ჩაესმოდა.და მაინც რა არის ომი? სროლა? ტყვიები? სისხლი? რა როლს ვასრულებთ ომში უბრალო ჯარისკაცები? ჩვენ უბრალოდ პაიკები ვართ,არანაირი უფლება, არანაირი თავისუფლება.ტენი,უმიზნებ,კლავ და შემდეგ ყოველ ღამე ახალი სახე ემატება შენს კოშმარს რომელიც უკვე წლებია არ გაძინებს.ვღვრით სისხლს,ვკარგავთ ახლობლებს,ვიგებთ ომებს და რა? გამოდის სიტყვით ვინმე სტალინი,ჰიტლერი ან ჩერჩილი თითებს ატკაცუნებს და ამბობს.
-შახ-მატ,ომი მოვიგეთ.
და შემდეგ დედები შვილებს,მათ საპატივსაცემოდ არქმევენ სტალინებს,ჰიტლერებს ან ჩერჩილებს.
აგატა ფიქრებიდან ახალგაზრდა ოფიცერმა გამოაფხიზლა.
-კაპიტანო, ადმირალი გიძახებთ თავის კაბინეტში.
-კარგი,თავისუფლად!
ამოსუნთქვას არ გაცდიან.გაიფიქრა აგატამ  სიგარეტი ნესტიან კუნძზე ჩაწვა და ადმირალის კაბინეტისკენ გზას გაუყვა.გზაში აგატამ ბანერი დაინახა, სადაც ეწერა: "მოსკოვში შევხვდებით" რაზეც მან ღიმილი ვერ შეიკავა.ადმირალის კაბინეტი ძველი და ლამაზი ავეჯით იყო სავსვე,მაგრამ აგატა ამან ვერ შეაჩერა და ადმირალის ოთახში ღრმად შეცურა ტალახიანი ჩექმებით.ადმირალი მაღალი,მელოტი კაცი იყო ბლანჟეთი.
-მეძახდით?
-დიახ,კაპიტანო კლაინ
-რასთან დაკავშირებით ბატონო ადმირალო?
კაცს გაეცინა.
-აგატა აქ მარტო ჩვენ ვართ. ნუთუ ყოველთვის ასეთი ოფიციალური უნდა იყო?
-კრისტოფ,შე ნაბიჭვარო,როგორ მომენატრე.
აგატა კაცს მიუახლოვდა და მაგრად ჩაეხუტა.
-მეც ძალიან მომენატრე აგატა,რომ იცოდე იქ რა საზიზღრობებს მაჭმევდნენ.
ორივეს გაეცინა.
-ხომ გეუბნებოდით,მეც და ლიზაც,რომ შვებულება ინდოეთში კარგი იდეა არ იყო.
-ხომ იცი ჩემი ხასიათი,ეგზოტიკა ჩემი სტილია.
წამიერად ორივე გაჩუმდა.
-კრისტოფ ეს ომი...
-ვიცი აგატა ,და მეც ბევრს ვფიქრობ ამაზე,ახლა რისთვის დავიწყეთ ომი.ტერიტორიისთვის? ფულისთვის? თუ შურისძიება გვინდა? აგატა ისინი როგორც პაიკებს ისე გვიყენებენ, თავიანთი დაუკმაყოფილებელი სურვილების ასასრულებლად.
-და მაინც ჩვენ ვეღარაფერს შევცვლით.
ოთახში ისევ სიჩუმე ჩამოვარდა.
-ლიზა როგორ არის?
-მშვენივრად.სულ გკითხულობს და მეც პერიოდულად ვუყვები ბანაკის ამბებს.
-ოოჰ გუშინდელი დღესავით მახსოვს, როგორ ცდილობდი მის შებმას ბარში.მაშინ ძალიან სასაცილო იყავი.
-ნეტავ ისევ ის დრო იყოს აგატა,დრო როდესაც მშვიდად ვცხოვრობდით.ხო მართლა შენც ხო გყავდა თაყვანისმცემელი.რა ერქვა? იურგენ... ხო იურგენი კარგი ბიჭი იყო,მასზე აღარაფერი ისმის?
-კრისტოფ მე შენსავით არ გამიმართლა.ლიზა ანგელოზია შენს ცხოვრებაში.იურგენი კი, დიდი ლაქა იყო ჩემთვის.იცი? ვფიქრობ,რომ როდესაც ადამიანში შენს მეორე ნახევარს ხედავ,სული მისკენ მიისწრაფის და შენი ნაწილი მასში გადადის.სწორედ აქ კრისტოფ,აქ ხდება თავის დაკარგვა და სხვა ადამიანზე ბრმად მინდობა.სულის ნაწილი უნდა შეინარჩუნო და თუ მას არასწორ ადამიანზე ფლანგავ ღირსი ხარ იტანჯებოდე.
-ღმერთო აგატა,ეს საუბრები ზედმეტად ემოციურია ჩემთვის.
ორივემ გაიღიმა
-კარგი შეგიძლია ბანაკში დაბრუნდე,გეგმას საღამოს გაგაცნობ.
-კარგი,ნახვამდის კრისტოფ.
-შეხვედრამდე აგატა.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Nov 13, 2019 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

ოცნება ცეცხლშიWhere stories live. Discover now