თავი 1

88 7 0
                                    

-Fraü, გაიღვიძეთ!
აგატამ დამჭკნარი თვალები, ძლივს დაახამხამა.
-ვინ ჯანდაბა ხარ? გაეთრიე ჩემი სახლიდან.
-Fraü ისევ კაფეტერიაში ჩაგეძინათ.
-მაცადე რა დე, კიდევ 5 წუთიც
-Fraü გამოფხიზლდით. წამლები გაქვთ მისაღები.
-მაგ სირობა წამლებს არ დავლევ.
-კოლა მომიტანეთ და წითელი რეკშტაინი თუ შეიძლება .
-აგატა კოლა არ გესმევათ,რეკშტაინი კიდევ ბაბუაჩემის დროის შემდეგ არავის მოუწევია.
ექთანმა წაიკისკისა.
აგატა,ნელ-ნელა წამოდგა სკამიდან. ექთანს თვალი ჩაუკრა და ყურში ჩასჩურჩულა
-ცდები ლამაზო,გუშინ დავტკბი ბოლო ღერით.
ორივეს გაეღიმა
-მოდი ლამაზო გავისეირნოთ წამლებს კი მერე მივხედოთ.
მატილდამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და მკლავი,მკლავში გაუყარა.
თავშესაფარს ეზოში ლამაზი ბაღი ჰქონდა. სადაც მოხუცები ტკბებოდნენ ჩიტების ჭიკჭიკის მოსმენით და გამწვანებული ხეების ყურებით.ხუჭავდნენ თვალებს და გადადიოდნენ სხვა სამყაროში,სადაც ისევ ისეთი ახალგაზრდები იყვნენ სადაც ის შეცდომები ჯერ კიდევ არ ჰქონდათ დაშვებული რომელმაც ცხოვრება შეუცვალათ.ზოგი იმ დროში გადადიოდა როდესაც უყვარდა და ეს სიყვარული ბუმერანგივით უბრუნდებოდა უკან,ზოგიც ბევრს იცინოდა,რომ სიცოცხლე გაეხანგძლივებინა,ზოგი კი საერთოდ არ იცინოდა რადგან ახსენდებოდა, სად გაიღვიძებდა თვალის დახამხამების შემდეგ.
მატილდამ, მოხუცი თავისუფალ სკამამდე მიიყვანა და გვერდით მოისვა.
აგატამ თვალები დახუჭა და სიმშვიდით ტკბობა დაიწყო.
-ჯანდაბა ყოველ წუთს როგორ გეძინება.
მატილდამ ყურებში ყურსასმენი მოითავსა და წამებში მძიმე ფოლადის ხმამ დაიპყრო მისი გონება.
აგატა მუსიკის ხმამ, გამოაღვიძა და ცალი თვალით მატილდას გახედა.
-რა ჯანდაბას უსმენ?
-ჰა?
მატილდამ ცალი ყურსასმენი მოიხსნა და აგატას გახედა
-მე გითხარი რა ჯანდაბას უსმენ მეთქი.
-ნუთუ არ იცი Fraü. ეს ხომ რამშტაინია.
-და რაზე მღერის ეგ შენი რამშტაინი?
-გერმანიაზე Fraü.იმაზე თუ როგორი დიდებული იყო ერთ დროს ჩვენი ქვეყანა. ახლა კი როგორ დაეცა.
აგატას გაეღიმა
-ჩვენს ქვეყანას ჩემო ლამაზო, ყოველთვის შიგნიდან ჭამდნენ და დღესაც ასე გრძელდება.
-Fraü თქვენ დიდ ომში იბძროდით ხომ?
-კი საყვარელო.
-მერე მას ოდესმე შეხვედრილხართ? ან ახლოდან თუ გინახავთ?
-ვისზე მეკითხები?
-ფიურერზე Fraü,ყოველთვის მინდოდა იმ ეფოქაში მეცხოვრა და ერთხელ მაინც მენახა ის ახლოდან.
-ფიურერის დედაც,სტალინის დედაც და იმ ომის დედაც რომელმაც ამდენი ლამაზი სიცოცხლე შეიწირა.ომში არც ფიურერის გამო ვყოფილვარ და არც იმის გამო,რომ სასხლეტზე თითის გამოკვრით, დედისთვის ის იმედი მომეკლა რომელსაც ბუხართან ჩაძინებული ყოველღამით ელოდებოდა.
-Fraü აბა რისთვის იბრძოდით, იმ ჯოჯოხეთში?
აგატა აცრემლებული თვალებით ზეცას მიაშტერდა.
-მამებისთვის ვიბრძოდი რომლებიც შვილების უსულო სხეულის გამოსასვენებლად, მტრის ტყვიამფრქვევს უვარდებოდნენ,ძმებისთვის რომლებიც არაფრის დიდებით,გასაჭირში მარტო არ დაგტოვედნენ. შვილების გრძნობით და სიყვარულით ანთებული გულებისთვის რომლებიც მომავლის იმედს მისახავდნენ.აი რისთვის ვიბრძოდი. აი რის გამო არ მეშინოდა სიკვდილის.
მატილდა თვალებ აცრემლებული, უსმენდა მოხუცს.
-აგატა თქვენ დიდებული ადამიანი ხართ.
აგატამ თბილად გაუღიმა და უთხრა
-დიდებული? არა... მე, ერთი უბრალო  ჟანგიანი დედაკაცი ვარ.
აგატა ადგა და დინჯად გაემართა თავისი ოთახისკენ.
-აგატა დამელოდეთ!
მედდა მოხუცს დაეწია და ერთად მივიდნენ მის ოთახში.
-Fraü დღეს დილით,ლილიები მოგიტანეთ,ისეთია როგორიც თქვენ მოგწონთ.
მედდამ საწოლის გვერდით, კომოდზე მდგარ ქოთანზე მიუთითა.
-იცი? ხანდახან გიყურებ და ჩემს თავს მახსენებ.
მედდა შეიშმუშნა.
-კარგით რა აგატა, მე ერთი უბრალო გოგო ვარ.
-მეც ერთი უბრალო გოგო ვიყავი.ერთი უბრალო ქალაქელი გოგო...
მოხუცი საწოლში მოთავსდა და წამებში ჩაეძინა.
მედდამ სინათლე ჩააქრო, კარი გაიხურა და თავისთვის ჩაილაპარაკა.
-და მაინც, როგორი განსხვავებული და საინტერესო ადამიანი ხარ Fraü.

ოცნება ცეცხლშიWhere stories live. Discover now