მატილდა სახლში თვალებაცრემლებული მივიდა და კარზე დააკაკუნა.კარი მაღალმა ქერა ბიჭმა გააღო.
მათი თვალები ერთმანეთს შეხვდნენ. გოგონა ჩაეხუტა და ტირილი ვეღარ შეიკავა.
-ჰანს ის აღარ არის...
-ვინ აღარ არის მატილდა?
-აგატა ჰანს! გახსოვს,რომ გიყვებოდი?
-კი საყვარელო,ყველაფერი მახსოვს,ახლა კი შევიდეთ თორემ გამიცივდები.
ჰანსმა გოგონა სახლში შეიყვანა.
-ყავას მოგიტან იქამდე კი ეს გაგათბობს.
ბიჭმა მატილდას თბილი პლედი შემოახვია და სამზარეულოში გავიდა.რამდენიმე წუთში კი ფინჯნით ხელში დაბრუნდა.
-გამომართვი
-მადლობა
ჰანსს თვალი არ მოუცილებია გოგონასთვის სანამ ის ყავას სვამდა.
-ჰანს,ძალიან გემრიელია
-მადლობა,ბებიამ მასწავლა
ცოტახნის დუმილის შემდეგ, სიჩუმე ჰანსმა დაარღვია.
-ახლა კი თავიდან ბოლომდე მომიყევი, რა მოხდა.
მატილდამ ღრმად ამოისუნთქა
-მას აგატა ერქვა,ყველასგან გამორჩეული იყო.უყვარდა მუსიკა, ხატვა და სეირნობა.ის დიდი ომის მონაწილე იყო და ყოველთვის მანებივრებდა ისტორიებით.დღეს კი გავიგე,რომ დილით საკუთარ ოთახში გარდაცვლილი იპოვეს
-საშინელებაა, ვწუხვარ საყვარელო
ჰანსმა გოგონა გულში ჩაიკრა.
-მე ის ძალიან მიყვარდა ჰანს,საკუთარი ბებიასავით მიყვარდა
-მესმის მატილდა, მესმის
-ნეტავ უფრო ადრე გამეცნო და უფრო მეტი გამეგო მის შესახებ.
რამდენიმე ხნიანი დუმილის შემდეგ, მატილდა თვალებგაბრწყინებული წამოხტა და ოთახიდან გავიდა,შემდეგ კი წიგნთან ერთად დაბრუნდა, რომელიც ახალშობილი ჩვილივით ეჭირა.
-საყვარელო ეგ რა არის?
-ეს მან დამიტოვა ჰანს,ეს აგატას ისტორიაა.აი ნახე.
გოგონამ ჰანსს ყდაზე დაწერილ წინადადებაზე მიუთითა
-მატილდას აგატასაგან
-ჯერ არ წაგიკითხავს?
-არა,დღეს დილით ვნახე მის ოთახში
-მერე რაღას ელოდები.
გაუღიმა ბიჭმა
-არვიცი, მგონია რო ვერ შევძლებ
ჰანსმა გოგონას ხელი მის ხელში მოიქცია, აცრემლებულ თვალებში
ჩახედა და მოულოდნელად მისმა მორევმა ჩაძირა იქ სადაც ბევრი მამაკაცი ცდილობს მიცურვას, იქ სადაც ოლიმპოს ღმერთებიც კი მოკვდავები ხდებოდნენ,იქ სადაც მამაკაცის სული ქალისას უერთდება,და მოხდა ის რაც ნებისმიერ არსებას გამოუცდია ამ სამყაროში.მას,შეუყვარდა...
ჰანსი ძლივს მოვიდა გონს.
-ყველაფერი გამოგივა საყვარელო,მოდი ერთად წავიკითხოთ
მატილდა ჰანსს გვერდით ჩამოუჯდა და წიგნი გადაფურცლა
-დავიწყოთ
1939 წლის 1 სექტემბერი.ბერლინის სარეზერვო ბანაკი.
ბანაკში ხმაური არ წყდებოდა,ჩექმების ჭრაჭუნს ბორბლების ხმა ემატებოდა.და აი ისიც მათ შორის ყველაზე თავზარდამცემი, დიქტოფონის ხმა. რომელიც თუ ჩაირთვებოდა თვალს არ მოგახუჭინებდა.
-კაპიტანი კლაინი ადმირალის კარავში...კაპიტან კლაინს ვთხოვთ გამოცხადდეს ადმირალის კარავში!
-ჯანდაბა მოვდივარ მოვდივარ
აგატა წამოდგა ჩექმები გაისწორა,სიგარეტს გაუკიდა და კარვიდან გავიდა.
სუსხიანი დილა იდგა,მაგრამ მზე ცდილობდა ჯარისკაცების გაყინული თითების თუ არა გულის გათბობას მაინც.ერთი შეხედვით ყველაფერი რიგზე იყო, სანამ იქვე კუნძზე ჩამოკიდებულმა რადიომ ბოლოჯერ არ ამოიხროტინა.
ეს წინადადება აგატას სამუდამოდ გულში ჩარჩა.
-გერმანიამ, სსრკ-ს შეუტია, ეს ომია...
YOU ARE READING
ოცნება ცეცხლში
Tarihi Kurguროდესაც ფრონტის წინა ხაზზე ხარ და ომის მონაწილე ორივე მხარე გეზიზღება. ერთადერთი რაც დაგრჩენია არის ოცნება...ოცნება ცეცხლში.