4. I Think He Is Drunk

1.7K 187 24
                                    

Jimin's Pov:
დილით ვიღვიძებ და ვაცნობიერებ, რომ შეიძლება ჯონგუკი დღესაც მთვრალი მოვიდეს და ხასიათი წინასწარ მიფუჭდება.
ვდგები, ტანსაცმელს ვიცვამ და ოთახიდან გავდივარ. რა უნდა მოხდეს რომ დღეს ჯონგუკმა არ დალიოს? უნდა მოჯვდეს? სხვა რა მიზეზი უნდა იყოს რომ ერთი დღე გამოტოვოს. კიბეებზე გაბრაზებული ჩავრბივარ, ხანდახან ჯონგუკი ყველაფერზე მეტად მეზიზღება, როგორც ახლა.
სამზარეულოში შევდივარ და შიგნით ვიღაც მხვდება. არ ვიცი რატომ მაგრამ ჩემს სახლში, ვიღაც იდიოტია რომელსაც პირველად ვხედავ.
ბეტა ან ჩამხშობებით გატენილი ომეგა. ჯონგუკის სუნი ნამდვილად არ ასდის. ვინ ჯანდაბაა ჩემს სახლში?

-გამარჯობა ბატონო ჯიმინ.
თავის დაკვრით მესალმება.

-გამარჯობა, მაგრამ ვინ ხარ და აქ რა გინდა?-გაბრაზებული ვეუბნები, ის კი დაბნეული მიყურებს. რა? რამე არასწორედ ვთქვი?

-მე კიმ ბომსუ ვარ. ბატონმა ჯონმა დამიქირავა.-რისთვის? მეძავია?

-რისთვის?

-ბატონო ჯიმინ მე 9 საათიდან საღამოს 10 საათამდე ვმუშაობ. მზრეული და თქვენი დამხმარე ვარ.-ან მეძავი ხარ.

-კარგი ბომსუ საიამოვნოა შენი გაცნობა. შეგიძლია ბავშვისთვის საჭმელი მოამზადო?

-რა თქმა უნდა. ეს ჩემი საქმეა,

-და უბრალოდ ჯიმინით მომმართე.-
ვუღიმი, მაგრამ მაინც მაღიზიანებს. იქნებ მატყუებს?

-კარგი ჯიმინ-თვითონაც იღიმის და საჭმლის გაკეთებას იწყებს.-ჯიმინ ისე არ ვიცოდი შვილი თუ გყავდათ.

-ის შვიდი წლისაა და ჯიჰუნი ჰქვია.
ალფაა და იმედი მაქვს კარგად მიგიღებს.-მეცინება და სამზარეულოდან გავდივარ. ჯონგუკი მჭირდება.

ღამის თერთმეტი საათია. ბომსუ უკვე წავიდა. საწოლში ვწევარ მაგრამ ვერ ვიძინებ. იქით აქეთ ვტრიალებ და აჰა. დადგა ჩემი სიკვდილის ჟამი. კარზე ზარია.

ჩუმად ვდგები და პირველ სართულზე ჩავდივარ.
კარებისკენ ნელა მივდივარ.
ვუახლოვდები თუ არა გასაღებს ვატრიალებ და კარებს ვაღებ.
ჩემს ადგილას უბრალოდ პანიკაში ჩავარდებოდით.
ჯონგუკი გაღიმებული დგას ხელში ყვავილების თაიგულით.
გვერძე ვიწევი და შიგნით ვუშვებ.
კარებს ვკეტავ. ის კი სწრაფად მაბრუნებს წელზე ხელს მხვევს და თაიგულს მაძლევს.

-ეს შენ თოჯინავ-იღიმის და ტუჩებში წამიერად მკოცნის.
მგონი ჯონგუკი გაგიჟდა..

Married To Jeon Jungkook ✓Where stories live. Discover now