19.As if a simple curtain

1K 104 56
                                    

Jimins POV

ჯიჰუნი ჯონგუკთან უნდა წასულიყო, ცოტა ხნის წინ გავუშვი ოთახიდან და ისიც გახარებული ჩავიდა დაბლა. როდესაც ჯონგუკი მოვიდა, მე იდიოტმა გადავწყვიტე რომ მენახა.
არა მასთან შეხვედრას არ ვაპირებდი, მივედი ჩემს დიდ ფანჯარასთან და იქიდან დავიწყე ყურება.
მანქანიდან რომ გადმოვიდა და რომ დავინახე, მაშინ მივხვდი თურმე რა საშინლად მენატრებოდა და ზუსტად მაშინ როცა ბედნიერი ვაშტერდებოდი ჩემს ალფას და სახეზე დებილური ღიმილი მქონდა აკრული, ჯონგუკმა გამომხედა და გამიღიმა.
მაშინვე დაბლა ჩავხტი და ფარდა ისე გადმოვწიე, რომ მთლიანად ჩამოსწყდა.

-ჯანდაბაა!-ბოლო ხმაზე დავიყვირე და გაბრაზებული საწოლზე დავხტი. რამდენად იდიოტი ვარ, რა ჯანდაბა მინდოდა? გამახსენდა, ჯონგუკის ნახვა მინდოდა, მაგრამ მანაც ისე გამომხედა, თითქოს იცოდა იქ რომ ვიყავი. ნერვები მეშლება!

ოთახის კარი სწრაფად იღება და თეჰიონი დაფეთებული შემოდის შიგნით.

-ჯიმინ რა გჭირს?-თეჰიონი შეშინებული ამბობს და როცა ამჩნევს, რომ ჩემი ოთახი საეჭვოდაა განათებული ფანჯრისკენ იყურება და იბღვირება.

-ფარდას რა სჭირს?-თვალებს აწვრილებს და დაეჭვებით მიყურებს. სიცილს ვიწყებ.

-ჯონგუკს ვუყურებდი, თან დებილივით ვიღიმოდი და დამინახა, მე კიდევ ფარდა ისეთი სიწრაფით გადავწიე, რომ ჩამოწყდა. ბოდიში-სიცილს ვერ ვწყვეტ. არა მართლა სასაცილოა. რამდენად იდიოტი ვარ.

-ამას შენ დაამაგრებ-თეჰიონი გაბრაზებული ამბობს და ოთახიდან გადის. 

ამხელა რაღაც როგორ უნდა დავამაგრო? მეზარება, ძალიან მეზარება, მაგრამ კარგი, ჯანდაბას! ახლა ავდგები და როგორღაც ამ დიდ ფარდას თავის ადგილას დავაბრუნებ!

ფანჯარასთან მაგიდას ვაჩოჩებ. ჯანდაბა რამხელა ხმა აქვს. დაბლიდან თეჰიონის ყვირილი მესმის.

Married To Jeon Jungkook ✓Where stories live. Discover now