16. Just A Cute Part

1.1K 109 13
                                    

ჯიჰუნის გადაწყვეტილებით ჯერ მონოპოლი ითამაშეს, შემდეგ დაჭერობანა, ომობანა, შემდეგ მანქანებით მოუნდა თამაში, ბოლოს კი დახუჭობანა ითამაშეს. ჯიმინს ვერც ერთი ვერ პოულობდა და დიდი ხნის ძებნის შემდეგ ჯონგუკმა ის უჯრაში აღმოაჩინა, სადაც ჩასძინებია.
ზედმეტად დიდი ხანი მოანდომეს მის ძებნას.

ახლა კი ის ჯონგუკის კალთაში ზის და ძლიერად ეხუტება მას, ფეხები კი მის წელზე აქვს შემოხვეული.

-მოჩი რა დაგემართა მაინც არ იტყვი?-ალფა იცინის და ომეგას ლოყებს უკოცნის.

-მე უბრალოდ ცუდი სიზმარი ვნახე და ახლა აღარ გაგიშვებ, დამაცადე რა-განმკიცხავად ამბობს ომეგა და უფრო ძლიერად ეხუტება ჯონგუკს.

-მამიკო საყვარელი ხაარ-ჯიჰუნმა ხმამაღლა წამოიყვირა და ყველამ მაშინვე ხარხარი ატეხეს.

-ნუ იცინით იდიოტებო-ომეგა ისევ ბრაზობს და ალფას შორდება.

-აღარ მინდა-ჯიმინი იბღვირება და ჯონგუკს თვალს არიდებს.

-მინი გამიბრაზდი?-ალფა მისკენ იწევა, მაგრამ ომეგა მაშინვე უკან იხევს.

-შემეშვი, აღარ ჩაგეხუტები-ომეგა ხელებს აჯვარედინებს

-კარგი-ალფა იბღვირება და ომეგაც მაშინვე იბნევა, რადგან ალფას სურნელი საგრძნობლად გამძაფრდა.

ომეგა მაშინვე დგება და ისევ ალფას კალთაში თავსდება, ზუსტად იგივე პოზაში.

-გადავიფიქრე.

______________

ომეგას სახლში წასვლა არ უნდოდა. თქვა რომ გადაღლილი იყო და ძალიან ეზარებოდა.
ახლა კი საწოლში წევს და ჯონგუკს ელოდება, რომელიც ჯერ კიდევ არ ჩანს.

ომეგა გაბრაზებული დგება და პირველ სართულზე ჩადის, სადაც ალფას ხედავს, რომელიც ტელევიზორთან ზის და რაღაცას უყურებს.

-ჯონგუკაჰ-ომეგა მაშინვე ალფასთან მიდის და ისევ მის კალთაში თავსდება. დღეს ომეგას ეს პოზა აშკარად ძალიან მოსწონს. ალფა ხელებს ჰხვევს ომეგას და ჩუმად ხითხითებს.

Married To Jeon Jungkook ✓Where stories live. Discover now