8. Angry Jimin

1.7K 159 30
                                    

გაბრაზებული ჯიმინი ბომსუსთან ერთად ზის სამზარეულოში და მის გაკეთებულ ნამცხვარს მიირთმევს, თან ფიქრობს, თუ როგორ მოკლას ჯონგუკი, რომ ყველაფერი გაითვალისწინოს და ბრალი მას არ დასდონ.

-ბატონო ჯიმინ რაღაც ცუდად გამოიყურებით.-ბომსუ ჩუმად ამბობს და ომეგას უყურებს.

-ბომსუ პირველ რიგში, უბრალოდ ჯიმინით მომმართე, მეორე გაბრაზებული ვარ.

-ჩემი საქმე არ არის, მაგრამ რამ გაგაბრაზათ?

-ააჰჰ ბოომსუუუ-ჯიმინი დაიკვნესებს და მას უყურებს.

-თქვენობით ნუ მელაპარაკები და კიდევ შენ იქნები როგორც ჩემი მეგობარი და მოკლედ შენ უკვე ჩვენი ოჯახის წევრი ხარ და აღარ გავიგონო ასეთი რაღაც-ჯიმინი გაბრაზებული ამბობს. ბომსუ კი მხოლოდ ახლა ამჩნევს კარებში მდგომ ჯონგუკს, მაგრამ არაფერს არ ამბობს. ჯიმინი რა თქმა უნდა ვერ ხედავს რადგან კარებიდან ზურგით ზის.

-ჰო მაგრამ ბატონმა ჯონგუკმა მითხრა, რომ არ ჩავრეულიყავი თქვენს საქმეში.

-ჯონგუკი იდიოტია-ჯონგუკს ამის გაგონებაზე უბრალოდ ეღიმება და ჯიმინისკენ ჩუმად მიდის.ბომსუ ისევ არაფერს არ ამბობს და ჩუმად უყურებს ომეგას, რომელიც გემრიელად შეექცევა ნამცხვარს.

ჯონგუკი ჯიმინს უკნიდან ეპარება, მისკენ იხრება, ლოყაზე ძლიერად ჰკოცნის და ისევ უკან გადის.
ჯიმინი წითლდება და უკან იხედება, მაგრამ იქ არავინ არ ხვდება.

-ბომსუ დავიჯერო მომეჩვენა?-ომეგა ხელს ლოყაზე იდებს და ბომსუს გაშტერებული უყურებს.

-არა ჯიმინ, ისე ასეთი რეაქცია რატომ გქონდა? რა მოხდა პირველად გაკოცა?-ბომსუს ეცინება. ჯიმინმა თქვა რომ ისე უნდა მოქცეულიყო, როგორც მისი მეგობარი. რა ამას არ იზამს?

-არა, მაგრამ ჩვენ დაახლოებით ოთხი წელი ცუდი ურთიერთობა გვქონდა.

-რატომ?-ბომსუ ინტერესდება

ჯიმინს თვალებზე ცრემლები ადგება, მაგრამ სწრაფადვე იწმენდს და ნამცხვრის ჭამას განაგრძობს.

Married To Jeon Jungkook ✓Where stories live. Discover now