11. Taehyung's Habit

1.2K 129 32
                                    

რა თქმა უნდა თეჰიონი ჯიმინს ყველგან დაათრევს, ჯიმინს კი ტანსაცმლის არჩევის უფლებასაც არ აძლევს.

ჯონგუკი და ჰოსოკი კი მათ უკან დაჰყვებიან. ჰოსოკი ყველაფერზე იცინის, ჯონგუკი კი მხოლოდ ჯიმინს უყურებს.

-ჯიმინაა ახლა სჯობს შენც აგირჩიო ტანსაცმელი-თეჰიონი ხტუნვას იწყებს და ჯიმინს ვარდება.

-თეჰიონ არ შეიძლება, რომ ჩემით ავარჩიო?-ჯიმინი რა თქმა უნდა საშინლად საყვარლად ამბობს, რაც ჯონგუკს ჭკუიდან შლის.

-არა მინი, მე უნდა აგირჩიო, რადგან შენ სულ ჯონგუკის დიდ მაისურებს და მხოლოდ ჯინსებს იცვამ რაც საერთოდ არ გიხდება. შენ უფრო სხვანაირი სტილი გჭირდება ამიტომ მე უნდა აგირჩიო!

-ხო მაგრამ თეჰიონ მე ჯონგუკის ტანსაცმელი მომწონს.-წუწუნებს ომეგა.

-არ მაინტერესებს!-თეჰიონი ხელს ჰკიდებს ჯიმინს და სადღაც მიათრევს. რაღა თქმა უნდა ალფებიც ჩუმად მიჰყვებიან უკან.

თეჰიონმა ჯიმინი ერთ ერთ მაღაზიაში შეათრია. ჰოსოკი სიცილს ძლივს იკავებს, მაღაზიაში ისინიც შედიან და იქვე მდგარ დივანზე სხდებიან.

-ჰოსოკ შენი აზრით რამდენ საათში დაიღლება თეჰიონი?-ჯონგუკი სიცილით ეუბნება ჰოსოკს, ის კი ახლაღა იწყებს სიცილს.

-ჯანდაბა ჯონგუკ ის არ დაიღლება, შეიძლება აქ გაათენოს, მას ამის პრობლემა არ ექნება.

-ჯიმინი მის ხელში მოკვდება ჰოსოკ, მას ნამდვილად არ აქვს თეჰიონისავით ბევრი ენერგია.

-ეს თეჰიონმაც კარგად იცის, მაგრ.....-ჯონგუკი აწყვეტინებს-მაგრამ არ მგონია რომ ახლა ამაზე ფიქრობდეს.

-ჯონგუკ მაშინ ერთ საათში წავიდეთ კარგი?

-კარგი-მოკლედ პასუხობს ალფა და ჯიმინს თვალს ადევნებს, რომელსაც თეჰიონი კაბინაში აგდებს. ალფა ჩუმად ჩაიცინებს და ომეგას გამოჩენას ელოდება.

-თეჰიონ დარწმუნებული ხარ რომ ზედმეტად გამომწვევი არ არის?-ხმამაღლა ამბობს ომეგა რომ თეჰიონმა ხმა კარგად გაიგონოს.

Married To Jeon Jungkook ✓Where stories live. Discover now