<თავი პირველი>

878 45 5
                                    

მინა POV:

გამარჯობა, მე მინა ვარ... 22 წლის... არ მყავს მამა... მყავს დედა და მამინაცვალი... წყეულიმც იყოს ის კაცი... ფჰ მაგ იდიოტის  გამო დედასთან ყოველ დღე ვკამათობ, მაგრამ არაუშავს...

უკვე მოსაღამოვდა, არა უფროსწორედ დაღამდა...  უკვე 9 საათია... მე კი სიმღერები არც თუ ისე ხმამაღალ ხმაზე მაქვს ჩართული და ვცეკვავ...

-მინაააა! რამდენჯერ უნდა გითხრა რომ შეეშვი ამ ცეკვას! -სამზარეულოდან ყვირის  დედაჩემი, რომელიც ვახშამს ამზადებს "მამასთვის"

-ფჰ- ჩუმად ვთქვი და სიმღერები გამოვრთე, შავი შარვალი, მაისური და ჟაკეტი ჩავიცვი... ქვემოთ ჩავედი და კარისკენ უხმოდ მივდივარ.

-სად მიბრძანდები?- "მამამ" გაზეთი დაკეცა, მაგიდაზე დადო, სათვალე მოიხსნა, დაკეცა და შემომხედა.

-სასეირნოდ- მზერას ვარიდებ... არ მინდა მისი ამაზრზენი სახის ყურება, ფეხსაცმელებს ვიცვავ და სახლიდან სწრაფად გავდივარ...

-ფჰ იდიოტები- "კაპიშონი" წამოვიხურე და თავჩახრილი ვსეირნობ ქუჩაში... ეტყობა იწვიმა... ქუჩაში ხალხი ნაკლებადაა... ჩემს ქუჩაზე ხშირია: მკვლელობა, თვითმკვლელობა, ქურდობა, გატაცება  და სხვა სახის დანაშაულებები... ამიტომაც 8 საათის შემდეგ მაცხოვრებელთა 99% სახლშია...
გადავწყვიტე ჩემთვის უმნიშველოვანეს ადგილზე წასვლა... როცა რამე მჭირს, მამას საფლავს ვსტუმრობ... ყველაფერს მამას ვუყვები, მხოლოდ ის მისმენს ყოველთვის...
მყავს დაქალები, მაგრამ ფჰ რადგინდა, რამე რომ ვუთხრა ყველას ეცოდინება მეორე წუთს... ასე რომ მიცნობენ როგორც საკუთარ თავში ჩაკეტილ მინას...

-გამარჯობა მამა, მომენატრე...- საფლავზე ხელი გადავუსვი და იქვე დავჯექი...

-იცი რთულია შენ გარეშე... ზუსტად 7 წლის წინ როცა შენ დაგკარგე, აღარავინ მინდოდა... ყველა და ყველაფერი მძულდა... მეგონა დამტოვე, მეგონა სულ მარტო დავრჩი... ჯერ კიდევ პატარა და ბავშვი ვიყავი, მზად არ ვიყავი შენი გაშვებისთვის... იცი მე...- ქვითინის ხმა შემომესმა, გარშემო გაკვრვებულმა და შეშინებულმა გავიხედე, თავში ერთი კითხვა მიტრიალებს "აქ ვინმე არის?" მაგრამ უბრალოდ ხმას ვერ ვიღებ... -მამა მიშველე- ჩუმად ვთქვი და ფეხზე წამოვდექი... ნაბიჯებს  ნელა და ჰაეროვნად ვადგამ... ცოტა ხანში შევნიშნე ერთ ერთ საფლავთან რაღაც სილუეტი...
დაიცა ეს ბიჭია და ტირის?
მინა გეჩვენება თუ მაგას მართლა ხედავ?
თვალები დავიზილე და კიდევ ერთხელ შევხედე მაგრამ ის მოჩვენება არ ყოფილა...
ის ტირის... ხმამაღლა ქვითინებს...
ნელა ნელა მივუახლოვდი სილუეტს... სახე არ ჩანდა ასე რომ მისი სახის დანახვა მინდოდა...

-ჰეი- ხმის კანკალით ვთქვი, ის კი შეხტა და სწრაფად წამოდგა, სახე უფრო დამალა და გაიქცა...

-მაპატიეე... მე უბრალოდ ხმა შემომესმა და გამიკვირდა ამ ღამით აქ ჩემს გარდა ვინმე რომ იყო...- ხმამაღლა ვყვიროდი ის კი თვალს მოეფარა და გაუჩინარდა...

სახლისკენ დავიძარი და გზაში ვფიქრობდი...
ნეტავ ვინ იყო?!

○○○○○○○○○○○○○○○○○○○○○○○
დადამ მოგესალმებით, პირველ რიგში გილოცავთ ძველით ახალ წელს, როგორც ხედავთ ახალი და სრულიად განსვავებული ფიკით დავბრუნდი...
იმედია მოგეწონებათ, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და თქვენი იმედი მაქვს, იაქტიურეთ💙



Silhouette... (ნაწილი 1, დასრულებული)Where stories live. Discover now