<თავი მეექვსე>

388 32 9
                                    

ჰოსოკ POV:

უკვე ღამის 1 საათია, მე კი ისევ ჩემს კაბინეტში ვზივარ და ვფიქრობ გოგოზე რომელმაც ჩემი ყურადღება მიიბყრო... მინა... ყველა გოგოს უნდა რომ იყოს ჩემი ჩემი თუმცა მისმა საქციელმა დამანახა მისი რეალური მხარე, ის არ გავს სხვებს და  იმას არ ფიქრობს რომ ჩემს საწოლში როგორმე მოხვდეს...

უამრავი აზრი მიტრიალებს თავში... მის წარმოდგენაზე კი ღიმილი მეფინება სახეზე...

ფიქრებში გართულს ჩემივე მაგიდაზე ჩამომეძინა...

დილის 8 საათი

ტელეფონის ხმა ისმის, რომელიც გაუჩერებლად რეკავს...

-ჯანდაბა, ამ დილა ადრიან ვინ უნდა იყოს...- ტელეფონს ხელი დავავლე და თვალები ნელა გავახილე... ყურმილი ავიღე...

-დილამშვიდობისა ბატონო ჰოსოკ-

-დილამშვიდობისა ოფიცერო-

-ხომ არ გაგაღვიძეთ?-

-არა რას ბრძანებთ-

-მაშ, პირდაპირ საქმეზე გადავალ, ვიდეო კამერების მიერ დაფიქსირებული იქნა ერთი ეჭვმიტანილი, რომლის ამოცნობაც ვერ შევძელით, თუმცა იქნებ თქვენც გენახათ იქნებ შეძლოთ მისი ამოცნობა-

-დიახ, რათქმაუნდა-

-კარგით მაშინ ბიჭებს გამოვგზავნი თქვენს ოფისში-

-კარგით-

ყურმილი დავკიდე და სკამს მივეყრდენი, თვალები დავხუჭე და ღრმად ჩავისუნთქე...

-ბატონო ჰოსოკ თქვენთან მინაა მოსული შემოვუშვა?-

-დიახ-

ცოტა ხანში მინა ჩემს კაბინეტში გაჩნდა თავისი იდეალური ყავით

-დილამშვიდობისა-

-დილამშვიდობისა, ოჰო მეგონა ყავა დაგავიწყდებოდა-

-ჟურნალისტებს კარგი მახსოვრობა გვაქვს-

-მიხარია- ოდნავ გავუღიმე და ყავას... -ეჭვმიტანილი ყავს პოლიციას-

Silhouette... (ნაწილი 1, დასრულებული)Where stories live. Discover now