11.თავი

152 13 39
                                    

ისტორია 3. მარი ~ თეჰიონი.

ყურადღება მარის წერტილები გადამდებია!!!























- მარი როგორ ფიქრობ უცხოპლანეტელები არსებობენ?_ ღიმილით იკითხა თეჰიონმა.მარიმ ისეთი სახე მიიღო ვითომ ფიქრობდა,ხიდზე დაჯდა,თეჰიონის გვერდით,მდინარეში ნელა ჩაყო შიშველი ფეხები და ბიჭს შეხედა.

- რა თქმა უნდა კი,მაგალითად შენ_ მხრები აიჩეჩა.თეჰიონმა რაღაც ჩაიბურდღუნა და თავი დახარა.

- არ მომწონს ასე რომ მადარებენ,მე მართლა გკითხე და შენ არ მპასუხობ

- არ ვიცი,შეიძლება არსებობენ,მაგრამ ხომ არავის უნახავს,არ მიყვარს სისულელეებზე ლაპარაკი_ თავი გააქნია და ისევ გამჭვირვალე წყალს შეხედა.

- კარგი, ანიმეებს უყურებ?

- ხო

- საყვარელი პერსონაჟი? ან საყვარელი ანიმე? ( ანუ იდკ ამიტომ ნარუტო იყოს )

- ანიმე ნარუტო,პერსონაჟი იტაჩი,ვიცი რომ შენც უყურებ ანიმეებს შენ რომელი მოგწონს?

- არ ვიცი,ალბად ყველა_ მხრები აიჩეჩა და გაიღიმა.

- იცი,არ უნდა წამოვსულიყავით ასე,არავისთვის გვითქვავს შენ ისე გამომარბენინე,ძებნა რომ დაგიწყონ?

- არა მგონია ვინმემ რამე მითხრას ამაზე_ ხელი უდარდელად ჩაიქნია და მარის შეხედა.

- ეს უცნაური ადგილია,მხოლოდ და მხოლოდ სანაპირო და ეს პატარა ხიდი დიდ კომფორტს ქმნის ადამიანისთვის,შენ საიდან იცი აქაურობის შესახებ?

- ა, მე და ჯიმინი ვიყავით აქ ერთხელ,მაშინ ჯერ კიდევ ვერ ვმეგობრობდით კარგად და გადავწყვიტეთ საიდუმლო ადგილი გვქონოდა,სულელები ვიყავით_ ჩაიცინა_ მაგრამ იმ საღამოს აქ დაგვეძინა,ეს იყო რაღაც საშინელება რადგან ნამჯუნმა ლამის დაგვხოცა,მერე აღარ მოვსულვართ.ამის მაგივრად სხვა ადგილი გვაქვს,იქ უფრო სახალისოა

- დიდი ხანია აქ არ მოსულხარ?_ მზერა გაუსწორა მარიმ.

- ხო,მას მერე რაც ის შემთხვევა მოხდა, რატომღაც ვეღარ მოვედი,დღეს კი მომინდა შენ მომეყვანე,ვფიქრობ კარგად მოვიქეცი_ სიცილით თქვა თეჰიონმა და მარისთან უფრო ახლოს მიიწია.მარიმ დააიგნორა თეჰიონის ქცევა და ცაში აიხედა,მზე ძალიან აჭერდა თუმცა ისეთი ნიავი ქროდა სიცხეს საერთოდ ვერ გრძნობდნენ.

- მადლობა_ ჩუმად გაისმა მარის სიტყვები და თეჰიონმაც ძლივს გაიგონა.

- მადლობა შენ რომ უარი არ მითხარი,გინდა აქვე მინდორში გავისეირნოთ?იქ რაღაც ყვავილებია მგონი...._ თეჰიონი ჩაფიქრდა,როცა გაახსენდა თვალები დააჭყიტა და წამოიყვირა_ ხო გვირილები,აი თურმე რა ჰქვია_ თავი მოიქავა,მარიმ ლოყას შიგნიდან უკბინა რომ არ გასცინებოდა,ფეხზე სწრაფად წამოდგა,ხელში კედები დაიჭირა და თეჰიონს დაელოდა.

- აღარ მოდიხარ?

- ხო რა თქმა უნდა_ თეჰიონიც წამოდგა და გოგონას უკან გაჰყვა.ორივენი ფეხშიშველები მისეირნობდნენ ოდნავ ნესტიან ბალახზე,დრო და დრო ერთმანეთს შეხედავდნენ და იღიმოდნენ.მალე მინდორიც გამოჩნდა,თეჰიონმა ტაში შემოჰკრა.

- აი ვიპოვეთ!

- შენ ჩემზე მეტად გიხარია_ აღნიშნა მარიმ.თეჰიონმა ჩაიფრუტუნა,მარის ხელი მოჰკიდა და მდელოს შუაგულში დააყენა.თვალებში ჩახედა და თმაზე ნაზად მოეფერა.მისი სახე უცნაურად დასერიოზულდა,მარი ვერ ხვდებოდა რა იყო მის სახეზე,არანაირი ემოცია,არანაირი მოძრაობა,მხოლოდ სულის შემკვრელი თვალები,რომლებიც პირდაპირ სულში გიყურებდნენ.თეჰიონი წინ წაიწია და მარის ტუჩები თავისით დაფარა.

ეს იყო ორივესთვის იდილია.

****

იმედების გაცრუებისთვის წინასწარ ბოდიშით.

უბრალოდ მარი გარყვნილი და რაღაც არ წარმომიდგენია,სულ ასეთი მგონია როგორიც ავღწერე.

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Jan 22, 2020 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

ჰვენი უსახელო ჩათიWhere stories live. Discover now