ყველას ცხოვრებაში არის პერიოდი როდესაც ყველაფერი თავდაყირა დგება.ბევრი ცვლლილება,ახალი ადგილები,ახალი ადამიანები,ახალი სახლი...
მე ლისა ვარ 17 წლის.
ვცხოვრობ ტაილანდში, მაგრამ ხვალ მნიშვნელოვანი დღეა რადგან მე და ჩემი ოჯახი კორეაში, კერძოდ, სეულში გადავდივართ საცხოვრებლად.მამაჩემს ახალი სამსახური გამოუჩნდა.მისი მეგობარი ბატონი ჯონი კორეის მოქალაქეა და თავისი კომპანიის ფილიალები მთელ მსოფლიოში აქვს.ტაილანდური ფილიალი გაკოტრების პირასაა,ამიტომ მთელმა ოჯახმა გადავწყვიტეთ რომ კორეა საუკეთესო ადგილი იქნებოდა.კორეული ვიცი მაგრამ კარგად არა,ამიტომ მომიწევს უკეთესად ვისწავლო.არც მშობლიური ქვეყნის დატოვება მიხარია,მაგრამ რა გაეწყობა ალბათ დროა ახალი ცხოვრება დავიწყო.მართალია აქ ბევრი მეგობარიც მყავს და მათთან განშორებაც მიჭირს,მაგრამ ჩემი ბავშვობის მეგობარი ბემბემიც ორი წლის წინ კორეაში ჩავიდა და ერთი სული მაქვს როდის შევხვდები.
დილით სრულ ჰარმონიაში მეძინა სანამ ოთახში დედაჩემის ხმა გაისმა.
-ლისააა-ვიღვიძებ და თვალებს ვიფშვნეტ.-რა იყო დედა?
-ლისა,გვაგვიანდება!სასწრაფოდ ადექი შენი ნივთები უკვე ჩავაწყვე და გირჩევნია მალე გაემზადო!-საბანი გადამაძრო დედამ.
სააბაზანოში შევედი,მოვწესრიგდი,ჩავიცვი,თმა გავიკეთე და პირველ სართულზე ჩამოვედი.
სამზარეულოში დავინახე აფორიაქებულ დედა და მამა რომელიც მას სიცილით უყურებს.მე მამას მივაშტერდი და მივხვდი რომ რაღაც რიგზე არ იყო.მამამ ერთი კარგად ჩაიცინა და შემდეგ დედასმიუბრუნდა:
-საყვარელო სად გეჩქარება?-მამამ ისევ ჩაიცინა.
-რას ნიშნავს სად?სულ გადაირიეთ? გვაგვიანდება და თქვენ კიდე ბატებივით დგახართ-დედამ გაკვირვებული თვალებით შეხედა.
-სად გვაგვიანდება?
-რას ნიშნავს სად?კორეაში რა მარტო მე მივდივარ?
-საყვარელო,როცა მივხვდი რომ ვაგვიანებთ ბილეთები გადავცვალე და ახლა სადილის შემდეგ წავალთ-მამამ კეფაზე ხელი მოისვა.
დედამ ოფლი შეიწმინდა და შემოტრიალდა,იქვე ტილო იყო,მან მოკიდა ამ ტილოს ხელი და ის იყო უნდა გაქცეულიყო მამაჩემისკენ,რომ უკანასკნელი მიხვდა რაც ხდებოდა ამიტომ თქვა რომ მანქანას გამოიყვანდა და მოკურცხლა.მე დებილივით ვიდექი და მუცლის ტკივილამდე ვიცინოდი სანამ დედამ მეც არ გამომხედა.
სიცილს მოვრჩი და სასწრაფოდ მეორე სართულზე ჩემ ოთახში ავედი.კატას ვეფერებოდი როცა ისევ დედაჩემი ამოვიდა ოთახში:
-კიდევ დიდხანს უნდა ეფერო ლეოს?აქ ხომ არ ვტოვებთ უბრალოდ თვითფრინავის სხვა განყოფილებაში იქნება სადაც ცხოველები არიან.მომეცი ჩავსვა აქ-ხელები გაშალა.მე დავიბღვირე და ლეო დედას მივეცი.ათ წუთიანი უაზრო კოტრიალის შემდეგ ტელეფონი ავიღე და ბემბემს მივწერე.
-*ჰეი ბემბემ*
-*ჰეი ლისა! როგორ ხარ? <3*
-*კარგად. მალე შეგხვდები*
-*ჰოო? ერთი სული მაქ.იმედია აგარაკიდან მალე ჩამოვალ მშობლებმა რომ გაიგეს თქვენი ჩამოსვლის შესახებ უნდოდათ დაბრუნება, მაგრამ ვერ შეძლეს*
-*არაუშავს მაინც გნახავ♡*
-*იმედია ლის.*
ტელეფონის გადადების შემდეგ ოთახში მამა შემოდის და მეუბნება რომ წასვლის დროა.მე ბემბემს მივწერე რომ მივდივარ ავიღე ჩემი პატარა ჩანთა რომელსაც თვითმფრინავში შევიტანდი მამამ ჩემი დანარჩენი ბარგი აიღო,საბარგულში ჩააწყო და მანქანა დაძრა.
-------------------------------------------------------------------------------------------------------
Hey beautyful💕I hope you have a good day💕
YOU ARE READING
✔️ჯონ ჯონგუკ, მიფრთხილდი!✔
Fanfictionტაილანდელი გოგონას ისტორია, რომელიც მშობლებთან ერთად კორეაში საცხოვრებლად გადმოდის. მისი ცხოვრება ფეიერვერკს დაემსგავსება რა წამსაც მისთვის სრულიად უცნობ ქვეყანაში მოხვდება...