მე მხრები ავიჩეჩე,გუკმა კი მზაკვრულად გამომხედა და უკვე მივხვდი რასაც აპირებდა.მან მაჯაზე ხელი წამავლო და კედელთან მიმიყვანა საიდანაც ნათლად ჩანდა დირექტორი,დამრიგებელი და ასევე უცნობი.გუკმა მათკენ ჩუმად გაიხედა და მოსმენა დაიწყო თან ისე,რომ ჩემი მაჯისთვის ხელი არ გაუშვია.ისე მიჭერდა მეგონა მომძვრებოდა.ბოლოს ვერ მოვითმინე და ჩურჩულით ვუთხარი:
-გუკ...ხელიმანაც გამიშვა და თან თითი ტუჩთან მიიტანა იმის საჩვენებლად რომ ჩუმად ვყოფილიყავი.მეც გავჩუმდი და შემოვტრიალდი,მაგრამ ისევ რამე ხათაბალა, რომ არ დამემართოს არ შეიძლება.რაღაცას წამოვდე ფეხი და სიჩუმეში ხმა ნათლად გაისმა.
ცივმა ოფლმა დამასხა.
-მგონი ვიღაც გვისმენს!-უცნობის ხმა გავიგონე.
სანამ შიშისგან რამეს მოვტვინავდი გუკმა ხელი დამავლო და საერთოსაცხოვრებლის ერთ-ერთ კედელთან გამაქანა.სანამ ის სამი ადამიანი გამოვიდოდა და დაგვინახავდა ჩვენ უკვე გაქცეულები ვიყავით.საათს ნერვიულად დავხედე და თერთმეტის ათი წუთი იყო.დარაჯს უკვე დაეხურა საერთო საცხოვრებელი და თუ ახლა შევიდოდით საჯარიმო ქულები არ აგვცდებოდა.თან როგორ შევიდოდით თუ დირექტორი და ბატონი კიმი იქ იდგნენ.
პანიკამ ამიტანა,მაგრამ გუკმა ტელეფონს ხელი დაავლო და ვიღაცა „დიდყურება გოლიათი"-ს დაურეკა.ნუ ყოველი შემთხვევაში კონტაქტს ასე ეწერა.
-ჩანიოლ!შენი და ბიჭების დახმარება გვჭირდება!ახსნა განმარტების დრო არ გვაქვს უბრალოდ მე და ლისა შიგნით ვერ შემოვდივართ მერე და ფანჯრიდან მოგვიწევს ამოსვლა რამე იღონე!-ჩუმად თქვა ჯონგუკმა.
-ფანჯრიდან?-პირ დაღებულმა ჯონს შევხედე.
ყურმილის მეორე მხრიდან სამი ადამიანის სიცილის ხმა მომესმა.
-კარგი ჯონ,რომ არ იყავი სრულ ჭკუაზე ვიცოდი,მაგრამ შენს პარტნიორს რაღა დაემართა?-მგონი ჩანიოლის ხმა იყო არ ვიცი, ვერ გავარჩიე.

YOU ARE READING
✔️ჯონ ჯონგუკ, მიფრთხილდი!✔
Fanfictionტაილანდელი გოგონას ისტორია, რომელიც მშობლებთან ერთად კორეაში საცხოვრებლად გადმოდის. მისი ცხოვრება ფეიერვერკს დაემსგავსება რა წამსაც მისთვის სრულიად უცნობ ქვეყანაში მოხვდება...