ლისამ და როზემ კი,ათ წუთიანი ცეკვის შემდეგ ბართან ჩამოჯდომა განიზრახეს......
-უხდებიან ერთმანეთს არა?-თქვა ქაიმ და გუკს და ჩანიოლს თვალით ნაიონისკენ და ბემბემისკენ ანიშნა.
-მიხარია,რომ ჩვენ ჯგუფში ერთი წყვილი მაინც გაჩნდა-თქვა ჩანიოლმა და მონდომებულად განაგრძო ჭიქის წმენდა.
-ძალიანაც ნუ შეხვალ როლში ჩანიოლ-თვალი ჩაუკრა გუკმა მაღალს და ალკოჰოლით გავსებული ჭიქა დაცალა.
-კომპლიმენტები არაა საჭირო ისედაც ვიცი,რომ კარგად გამომდის-დამცინავად წარმოსთქვა ჩანიოლმა.
-ბედნიერები ჩანან-წარმოსთქვა მომღიმარი წყვილის შემხედვარე გუკმა.
-ძმაო,შენ განსაკუთრებით უნდა გაგხარებოდა ნაიონისა და ბემბემის ამბავი-მხარზე დაარტყა ხელი ქაიმ გუკს.
-ვითომ რატომ?-იკითხა გუკმა და ჩანიოლს ჭიქისკენ ანიშნა რათა ვისკი დაემატებინა.
-გეყოფა თავის მოკატუნება-ჩაიცინა ჩანიოლმა-ჯონ,ყველამ შემაჩნია შენი ეჭვიანობა-ვისკი დაუსხა-ბემბემმაც კი და ამიტომ ცდილობდა უკეთ ენახა რა იყო შენი ეჭვიანობის საბაბი.
-ჩემ აზრებს კითხულობ-თქვა ქაიმ და ჩანიოლს კმაყოფილი სახით შეხედა.
-მე?ვეჭვიანობდი?საიდან ასეთი სულელური აზრები-თქვა გუკმა და ნერვიულად მოკიდა ხელი ჭიქას.
-სასმელი თავისით გათქმევინებს ყველაფერს-წარმოსთქვა ქაიმ და ჩანიოლს ტეკილა დაამატებინა.
-ჯონგინ,მშვენივრად იცი რომ სასმელი ძალიან რთულად მეკიდება ასე,რომ მაგისი იმედი არ გქონდეთ-თქვა გუკმა და ერთი გადაკვრით დააცარიელა ჭიქა შემდეგ კი კმაყოფილი სახით შეხედა ორივე მეგობარს.
-ანუ ახლა შენ გინდა თქვა,რომ ლისა არცკი მოგწონს?-გვერდულად ჩაიღიმა ჩანიოლმა.
გუკს სასმელის ახალი პარტია გადასცდა.
-არ დაიხრჩო,ჯერ კიდევ ცოცხლაი გვჭირდები-გაიცინა ქაიმ.
![](https://img.wattpad.com/cover/212639432-288-k412712.jpg)
YOU ARE READING
✔️ჯონ ჯონგუკ, მიფრთხილდი!✔
Fanfictionტაილანდელი გოგონას ისტორია, რომელიც მშობლებთან ერთად კორეაში საცხოვრებლად გადმოდის. მისი ცხოვრება ფეიერვერკს დაემსგავსება რა წამსაც მისთვის სრულიად უცნობ ქვეყანაში მოხვდება...