ყველა საქმეს შეუდგა.ჯენიმ გოგონები ცალკე ოთახში გაიყვანა და ფილმის არჩევა დაიწყეს.
-მე ვიცი ერთი მშვენიერი ჰორორი-ჯენიმ გოგონებს გადახედა-ლისა შენ არ ინერვიულო ჯამბაზებზე არ არის.
-კარგი ჯენ-გაუღიმა ლისამ-მოდით სიკვდილამდე შევაშინოთ ის უბედურები.
ყველამ ერთმანეთს თავი დაუქნიეს და მთავარ ოთახში ბეჭებთან გავიდნენ.ლისა პოპკორნისთვის საჭირო ჯამებისთვის სამზარეულოში გავიდა.მას უკან გუკიც გაყვა რომელსაც მაცივრიდან სასმელის წამოღება ევალებოდა.
-ლისა, დარწმუნებული ხარ რომ ჰორორის ყურება კარგი იდეაა?-კითხა გუკმა და თან მაცივრის კარი გამოაღო.
გოგონამ ახლაღა შეამჩნია სამზარეულოში შემოსული ჯონგუკი.ჯამების გადმოლაგებას შეეშვა და ბიჭისკენ შეტრიალდა:
-და რა იყო გეშინია?
გუკმა ჩაიცინა.
-შენზე ვდარდობ თორე მე ნამდვილად არ მეშინია ამ არარეალური რაღაცეების-კიდევ ერთი სასმელი გადმოიღო-გახსოვს კინოში რომ ვიყავით და შიშისგან კინაღამ იქვე არ მოკვდი?
-აჰჰ ეეგ-გაიღიმა ლისამ-ეგ იმიტომ,რომ კოულროფობია მჭირს.
-მოიცადე...-წამიერად ჩაფიქრდა ბიჭი-ჯამბაზების გეშინია?
-კი,შენ კიდევ დიდის ამბით "იგი"-ს მეორე ნაწილზე შემიყვანე და რა რეაქცია მექნებოდა?სხვა ნებისმიერ საშინელებას თავისუფლად ვუყურებ ასე რომ სანერვიულო არაფერი გაქ.
-და რატო არ მითხარი?-უკევ ბოთლებით დაგრუზულმა ბიჭმა ინტერესით იკითხა და გოგონას დააკვირდა.
-შენთან ვალში ვიყავი-გოგონამაც გადმოალაგა ჯამები და ხელში დაიკავა.
-შემდეგისთვის მეცოდინება-მაცდურად ჩაიღიმა გუკმა და გასასვლელისკენ დაიძრა.
გოგონას თავში ეგრევე გაუელვა სიტყვამ "შემდეგისთვის".
"-შემდეგი იქნება?"-გაიფიქრა და უნებლიედ გულში სითბო ჩაეღვარა,მაგრამ ეიფორიიდან ის გუკის შეძახილმა გამოიყვანა:
YOU ARE READING
✔️ჯონ ჯონგუკ, მიფრთხილდი!✔
Fanfictionტაილანდელი გოგონას ისტორია, რომელიც მშობლებთან ერთად კორეაში საცხოვრებლად გადმოდის. მისი ცხოვრება ფეიერვერკს დაემსგავსება რა წამსაც მისთვის სრულიად უცნობ ქვეყანაში მოხვდება...