დილის 9 საათი.
კვირა დღე.
ქუჩები,რომლებიც სიწყნარეს მოეცვა.
ჩვეული ცივი ამინდი,რომელსაც არც მზე და არც თოვლი ახლავს.დიახ კიდევ ერთი დეკემბრის დღე რომელიც სხვა დღეებისგან არაფრით განსხვავდება.გარეთ გასვლის სურვილი ნამდვილად არავის გაუჩნდება,თუმცა თბილ პალტოებში ცხვირჩამალულ ხალხს მაინც დაინახავთ.საით მიდიან ისინი?პასუხი რთულია.ზოგი სად ზოგი სად,მაგრამ ერთის თქმა შემიძლია.მათი პოზიტივი სადღაც შორს სხვა პლანეტაზე გადაბარგდა.რატომ?აქ კი პასუხი ადვილია.ყველაფერი იმ უსიამოვნო აურისგანაა რაც უამინდობისა და ერთფეროვნებით დაღლილი ადამიანებისგან მოდის და რომელიც ატმოსფეროს ავსებს.ყველა ვიღაცას ან რაღაცას ელის...ვის?რას?არ ვიცი... და ვფიქრობ არც თვითონ იციან.ბავშვებიც კი რომელთა სახეებზე მუდამ სიხარულს დაინახავდი, ახლა ისინიც მოწყენილები ისხდნენ და ლოყებდაბერილნი უცქერდნენ ცას.თითქოს მას ევედრებოდნენ,რომ სეული,სიხარულისა და ფერების ქალაქი,რომელიც ახლა სრულ ბინდს მოეცვა ისევ გაემხიარულებინა.აღარაა ის ხალისი და ის აურა რომელიც სეულისთვის ჩვეული იყო.ახლა ყველაფერი ერთ დიდ გაურკვევლობის,დამწუხრების და პესიმიზმის ბურუსს მოეცვა რომელიც ვერადავერ დამთავრდა,მაგრამ ამბობენ იმედი ბოლოს კვდებაო.ყველას მაინც დარჩა ის იმედის პატარა ნაპერწკალი და ყველა ელის,რომ ქალაქს ისევ შეავსებს ნათელი ატმოსფერო.
ლისა ფრთხილად ახელს თვალებს და უცხო ოთახს ხედავს.შოკისგან მკვეთრი მოძრაობით დგება,თუმცა მალევე ნანობს,როდესაც თვალები უბნელდება და თავში უამრავ მლეწავ ჩაქუჩს გრძნობს.უნდოდა ეყვირა,თუმცა მიხვდა რომ ოთახში მის გარდა კიდევ როზე და ჯენი იყვნენ,რომლებიც ფშვინავდნენ და პირი მოკუმა.გონებაში ნაწყვეტებად ამოუტივტივდა გუშინდელი ამბები.ნელა ადგა,კაბა გაიხადა და მის მაგივრად სხვა,უფრო კომფორტული ტანსაცმელი მოირგო,თმებიც შეიკრა და ჩუმად წარმოსთქვა:
BẠN ĐANG ĐỌC
✔️ჯონ ჯონგუკ, მიფრთხილდი!✔
Fanfictionტაილანდელი გოგონას ისტორია, რომელიც მშობლებთან ერთად კორეაში საცხოვრებლად გადმოდის. მისი ცხოვრება ფეიერვერკს დაემსგავსება რა წამსაც მისთვის სრულიად უცნობ ქვეყანაში მოხვდება...