"ხელებჩაკიდებულნი მივსეირნობდით როგორც აქამდე გვჩვევია.
ქარი ცივად უბერავდა და თმას ლამაზად უწეწავდა.
ისეთი ლამაზი და განსხვავებული იყო.
დიდი თაფლისფერი თვალებით და მუქი ყავისფერი გრძელი თმებით,რომელსაც მზეზე მოწითალო დაჰკრავდა.
მისი პატარა ხელი ძლიერად მეჭირა და ვაკვირდებოდი მის ყოველ მოძრაობას.
ისევე ნაზად მოძრაობდა,როგორც ჰაერში დაფარფატებდა პეპელა.
შეხედავდი და გაბედნიერებდა.
მისი ბაჭიის ღიმილი გალაქტიკას ანათებდა.წვრილი ვარდისფერი ტუჩები ღიმილისას უფრო უწვრილდებოდა და ასაყვარლებდა.თვალებსაც ხუჭავდა და ერთი შეხედვით ანგელოზს ემსგავსებოდა.
კრისს მეძახდა.
სახელს რომელიც ყველაზე მეტად მოსწონდა,ამიტომაც კრისის დაძახების უფლება მხოლოდ მას ჰქონდა.
კომპლიმენტის თქმისას მისი რბილი ლოყები ვარდისფერს იძენდა და ხმა უწვრილდებოდა.
წვრილ ხმას სიმღერის დროსაც იყენებდა.
ჯადოსნური ხმა ჰქონდა.
ანგელოზივით მღეროდა.
მის ბაგეებს დაცდენილი ყველა ბგერა ულამაზესი იყო და სიმღერას კიდევ უფრო ალამაზებდა.
არასოდეს არ აღიარებდა საკუთარ ღვთაებრივ ნიჭს, იმის და მიუხედავად,რომ ყველა მის ხმას აქებდა.
როდესაც სასეირნოდ მივდიოდით ყოველთვის შევდიოდით ჩვენს საყვარელ მომცრო სანაყინეში.
ყიველთვის შოკოლადს ანიჭებდა უპირატესობას, ამიტომ დეიდა ემამ წინასწარ იცოდა რომელ ნაყინს აირჩევდა.
კნუტებზე გართულება ჰქონდა.
თვითინაც კნუტს ჰგავდა.
YOU ARE READING
The Different Way
Fanfictionსეული. 2019წელი შუაღამე.ცივი ტუჩები და უცნობი სახე. გრილი ქარი და ფოთლების სასიამოვნო შრიალი.პატარა და შეუმჩნეველი ბილიკი ტყეში. უცნობი მაგრამ თან ნაცნობი ბიჭი,თბილი ღიმილით და ქერა ხვეული თმებით. რატომ ვგრძნობ რომ ჩემს წარსულთან კავშირი აქვს?