10

32 7 2
                                    


ჩანის POV

ორი ბიჭის ფიგურა.

შემოდიან და ლოგინიდან ნამსხვრევებს ძირს ყრიან,შემდეგ კი სხდებიან.

მაკვირდებიან და ხმას არ იღებენ.

-თქვენ ორს აქ რა გინდათ.

პირიდან ნორმალირი ხმის მაგივრად ხროტინისმაგვარი ხმა ამომდის.

დაბალი ფიგურა დგება და ჩემს გვერდით იკავებს ადგილს.

-გეგონა ვერ გავიგებდით არა?

-ფელიქსმა დარეკა.

ციყვი ხმას იღებს და იმ სახით მიყურებს,რომელიც მხოლოდ მუსიკაზე მუშაობისას აქვს.

სერიოზული...

-ჯისონ,ჩანბინ არ იყო საჭირო მოსვლა.
სამივე წადით.

ადგომისას სამი ხელი ერთად მაბრუნებს ძველ ადგილას.

15 წუთში კი სამივე მათგანმა იცის,თუ რა ხდება უფროსის თავს.

კრისტალის POV

რამოდენიმე საათის განმავლობაში ვუსმენდით ფოთლების ნაზ შრიალს და პიტნის ჩაის ვსვამდით.

თავში მხოლოდ ორი მომენტი მეორდება.

ტყე,ცივი ოდნავ უხეში კოცნა და უცნობი სახე...

მინჰო და მისი ცხელი მაგრამ ნაზი კოცნა...

ჯერ მხოლოდ რამოდენიმე დღე გავიდა.

მე კიდევ ორჯერ ისე მაკოცეს,ნორმალურად ვერც კი გავაანალიზე.

ორ მომენტს მესამე სწრაფად უერთდება და მინდება მის თმებს ხელი ჩავავლო და ვეთამაშო.

რამიონის თმიანი...

მას ზემოთ მოყვანილ ვერცერთ შემთხვევასთან ვერ ვაკავშირებ,უბრალოდ მომწონს რამიონის თმიანი ბიჭი.


ვერ ვხვდები რა შეიძლება ასე გ აკავშირებდეს ერთმანეთთან,მაგრამ მასთან დამაკავშირებელ გრძელ სადენს ვგრძნობ.

არ ვიცი რა აკავშირებს ჩემს წარსულთან,არ ვიცი რატომ მიზიდავს ასე ძალიან.

ფიქრებიდან მხარზე ნაზი დაკაკუნება მაფხიზლებს.

ვაცნობიერებ,რომ ნაზად წვიმს კაშკაშა მზის ფონზე.

წვეთები ნაზად ეხება სხეულს და სრიალით ქვემოთ ეხეთქებიან.

საკმაოდ ძლიერი ხელი მისკენ მატრიალებს და თავად ძირს იყურება.

ბოდიშს ჩუმად იხდის და ტუჩის კუთხეები ისევ კნუტივით მაღლა ეწევა.

თავს თანხმობის ნიშნად ვუქნევ და უბრალოდ ერთად შევსცქერით უკვე ჩამავალ მზეს.

მზე,რომელიც მალე ზღვაში ჩაიძირება...



_______________________________________

კი ცოცხალივარ.

არ გეჩვენებათ.

მოკლე თავია და უნდა მაპატიოთ.

გპირდებით შემდეგი ბევრად დიდი იქნება.

ოლსოუ.

მიყვარხართ








The Different WayWhere stories live. Discover now