კანონდამრღვევი

1.2K 76 8
                                    

შიშისაგან ვკანკალებდი, ადრენალინის მოზღვავებამ ადგილზე გამყინა და აი ისიც სტომატოლოგის ცივი, რკინის ქირულგიული ხელსაწყო ეშვება ჩემი პირის ღრუსკენ და, რამდენიმე წამში საშინელი კივილით ვაყრუებ ირგვლივ მყოფებს.

სტომატოლოგთან ვიზიტმა იმაზე საშინლად ჩაიარა ვიდრე წარმოვიდგენდი. კბილის ამოღება გახდა საჭირო. თავს საშინლად ვგრძნობდი, რადგან შესაძლებელი იყო ამის გამო ჩემს ოჯახს კლასთან ერთად იტალიაში სამოგზაუროდ არ გავეშვი, რადგან მოსალოდნელი იყო ნანემსრების გაცივებით რამიე გართულება გაჩენილიყო.
მოსალოდნელი მოგზაურობის და ჩემი ჯამრთელობის მდგოარეობის გამო ძალიან ვღელავდი.

ერთ-ერთი მიზეზი ჩემი აღელვების მოდის კვირეულის დაწყება იყო. კლასის მოგზაურობა იტალიაში კი ზუსტად ამ თარიღს დაემთხვა.
თავი სიზმარში მეგონა, ერთი სული მქონდა, როდის გავფრინდებოდი იტალიაში და შევძლებდი შორიდან მაინც მომეკრა თვალი მოდის კვირეულისათვის სადაც შემეძლებოდა მენახა ჩემი იდეალი, რომელზეც ბავშვობიდან ვაფანატებდი.

ეს ჯიჯი ჰადიდი იყო. არც კი მჯეროდა, რომ მისი ნახვის შესაძლებლობა მქონდა. ამ ფიქრებში ვიყავი გართული, როდესაც ბორდგამცილებელმა მშვიდობიანი დაშვება გვისურვა.
არც კი მჯეროდა უკვე იტალიაში ვიყავით. იმდენად ვიყავი აჟიტირებული, რომ ჩემი საუკეთესო მეგობრის არცერთი სიტყვა არ მესმოდა. ერთი სული მქონდა, როდის დაიწყებოდა ტური და როდის მომეცემოდა შანსი თავის დაძვრენის და გადასაღებ მოედანზე შეპარვის. გადასაღები მოედანი კი პიზის კოშკთან იყო. საიდანაც ჩვენი ტური იწყებოდა.

ერთსაათიანი მგზავრობის შემდეგ პიზის კოშკთან ამოვყავით თავი.
სიცხისგან ვიწვოდი, მაგრამ პირიდან შავი სახვევის მოშორება არ შემეძლო, ექიმმა მკაცრად გამაფრთხილა, რომ ნანემსრები დამეცვა. საკუთარ თავს სარკეში შევავალე თვალი ნამდვილ მანიაკს ვგავდი. ჩემს მეგობარს ანას გადავულაპარაკე.

- ამ სახვევში ნამდვილ მანიაკს ვგავარ.
მან დაკვირვებით შემომხედა.
- ჩემი აზრით ტერორისტს ჰგავხარ რომელიც წუთი წუთზე აპირებს თავის აფეთქებას.

ჩამეცინა ანას საშინელი იუმორის გრძნობა ჰქონდა, როგორც მე.
******
ერთსაათიან ფოტოსესიას, როგორც იქნა თავი დავაღწიე და პიზის კოშკის იმ მხარეს გავემართე სადაც გადასაღები მოედანი იყო, მნახველების თვალისათვის და ასევე ჟურნალისტების მოსაგერიებლად ყველგან მაღალი ბარიკადები აღემართათ.
ერთ-ერთ მათგანს ფრთხილად მივუახლოვდი და ვიწრო ჭუჭრუტანაში გავიხედე. თითქმის ყველგან გრძელფეხება მოდელები, ჭრელა-ჭრულა სამოსში გამოწყობილი დიზაინერები და ფოტოგრაფები ირეოდნენ.

გაფაციცებით ვეძებდი მას ვის გამოც არაერთი კანონი დავარღვიე.

და აი ისიც გასასვლელისკენ გრძელი და კოხტა ნაბიჯებით მიაბიჯებდა მას კი უკან ხუჭუჭთმიანი, მწვანეთვალება, მაღალი, სუსტი, მაგრამ დაკუნთული დაცვა მიყვებოდა.
ეს სიტუაცია ჩემს სასარგებლოდ გამოვიყენე ბარიკადებს რის ვაი ვაგლახით დავაღწიე თავი და როგორც კი გარეთ გამოვიდნენ ჯიჯის და მის დაცვას ავედევნე თან ვცდილობდი უბის წიგნაკი, როგორმე ჟაკეტის ჯიბიდან ამომეღო.

ამ ვაი ვაგლახში, როგორც იქნა დავეწიე მათ და უბის წიგნაკიც ამოვიღე ჯიბიდან. შემდეგ კი შევეცადე როგორმე ჩემი დამტვრეული ინგლისურით მისთვის ავტოგრაფი და მასთან ერთად ფოტოს გადაღება მეთხოვა.

ჯიჯის მივუახლოვდი და მხარზე ხელით შევეხე.
-excuse me...

მხოლოდ ამის თქმა მოვასწარი უეცრად დაცვა ჩემსკენ ელვის სისწრაფით შემოტრიალდა და რაღაც დაიყვირა ძალიან უცნაური აქცენტით.
ჩემი მიმართულებით მოქნეული მუჭისა და საკუთარი განწირული კივილის შემდეგ გონება დამებინდა და არც კი მახსოვს, როგორ დავეცი.

BodyGuardWhere stories live. Discover now