არჩევანი

327 46 14
                                    

დილით ფრთხილად ვახელ თვალებს.
ჰარის ისევ ძინავს, ფეხზე ვდგები და სააბაზანოსკენ მივდივარ.

თმების ვიმშრალებ და საძინებელ ოთახში ვბრუნდები. კარადიდან ვცდილობ გადარჩენილი სამოსიდან რამე ავარჩიო, სწრაფად ვიცმევ შავ სპორტულ შარვალს და თეთრ უკლაო მაისურს.

ჩაცმა დავასრულე და სწორედ ამ დროს ოთახის კარი იღება და ანა შემოდის. მუქი ლურჯი დიორის კაბა აცვია, რომელიც რა თქმა უნდა ჩემი კარადის დატერორების შედეგად ჩაიგდო ხელში.

საწოლს უყურებს და ჰარის კულულულა თმას და მის მშვიდ ანგელოზის სახეს არ აშორებს თვალეს. შემდეგ კი მე მიყურებს. თვალები შუბლზე აუიდა და ხელით მანიშნებს, რომ გავყვე.

ჩემთვის მეცინება, რადგან უკვე ვიცი რის თქმასაც აპირებს.
როგორც კი გარეთ გავდივარ ანას კითხვები ქარიშხალივით მატყდება თავს.

- კენი ჰარი და შენ?... როდის? სად? როგორ? ყველაფერი დეტალებში მომიყევი.

როგორც მან მთხოვა ყველაფერი მოვუყევი.
უკვე სამზარეულოში ვისხედით და მადიანად შევექცეოდით საუზმეს.

როდესაც ანა გამოერკვა ფიქრებიდან ეშმაკურად გამიღიმა და მითხრა.

-კენი ხომ გეუბნებოდი არა? როგორც კი ერთად დაგინახეთ მაშინვე ვიგრძენი თქვენი ქიმია ოჰ ერთმანეთს ისე უხდებით.

პასუხის გაცემას ვაპირებდი, როდესაც სამზარეულოში ჰარი შემოვიდა.

თმები აჩეჩილი ჰქონდა, თეთრი პერანგის ღილები დაუდევრად შეეკრა და შავი შარვლიდან უცნაურად ამოსჩროდა. ანას მიესალმა შემდეგ ჩემსკენ წამოვიდა და ლოყაზე ძალიან ნაზად მაკოცა.

-დილამშვუდობისა პატარავ.
- დილამშვიდობისა, როგორც გატყობ კარგად გამოიძინე. ახლა კი დროა სამუშაოს დაუბრუნდე არ მიყვარს არაპუნქტუალური ხალხი.

მას გაეცინა. შემდეგ კი მოსაწესრიგებლად სახლში წასვლა გადაწყვიტა.

BodyGuardWhere stories live. Discover now