ჩანაცვლება? თუ აუცილებელი საჭიროება?

316 45 18
                                    

ერთი კვირის შემდეგ

   შინაპატიმრობა დამიმთავრდა.
უკვე თამამად შემეძლო გარეთ გასვლა.
ასევე დავუბრუმდი მოდის ჩვენებებს. რაც შემეძლო თავს ვიტვირთავდი ჰარიზე, რომ არ მეფიქრა.
იმ დღის შემდეგ აღარ მინახავს. გამონაგონი დეპრესია კი ნამდვილმა ჩაანაცვლა.
ერთადერთი ადამიანი ვისი იმედიც მქონდა და ვიცოდი, რომ მასთან საუბარი ამ ყველაფერს დამაძლევინებდა ახლა აქ არ იყო.
თავს საშინლად ვგრძნობდი. ჯიჯისთან სიახლოვეს გავურბოდი პრესისა და იმის გამოც, რომ ის მართალი იყო ყველაფერზე რაზეც კი მაფრთხილებდა.
*****
სახლში გადაღლილი დავბრუნდი. გზაში რამდენჯერმე მომიწია ფანების შეტაკებას გმირულად ვკვეთოდი და დამემორჩილებინა აღელვებული ბრბო ოროდე ყალბი ღიმილითა და სწრაფი გაჯღაბნული ავტოგრაფით.

პრესა სულ თან მდევდა ჩრდილივით, მაგრამ მოღრუბლულ დღეებშიც კი არ მტოვებდნენ მარტო.

როგორც კი ოთახამდე მივაღწიე საწოლზე გავიშხლართე და ცრემლები თავისთავად ჩამომიგორდა ტონალურისაგან გაუფერულებულ ლოყებზე.
*******

ძილ ბურანიდან კარის გაღების და ანას ენერგიული შეძახების ხმა მაფხიზლებს.
ხმამაღლა ვბურტყუნებ და თან ფეხზე ვდგები რათა ანას მივეგებო.
-ჯანდაბა... აჯობებს კარებზე საკეტი დავაყენო.

ანას ჩემს რეპლიკაზე ეცინება და საუბარს იწყებს. მიყვება კრუიზში გატარებული დროის შესახებ: როგორ ცურავდნენ ღია ოკეანეში, სვავდნე კოქტეილებს და ერთად შესანიშნავ დროს ატარებდნენ.
საღამოობით კი რომანტიულ ვახშამს აწყობდნენ.

ამ ყველაფერზე ჰარი გამახსენდა. მის დავიწყებას უშედეგოდ ვცდილობდი. საკუთარ თავზე ვბრაზობდი და მინდოდა ეს სიბრაზე ვინმეზე გადმომენთხია და სწორედ ამ დროს ანა მომყვა ხელში.

-გეყოფა გაჩერდი... უბრალოდ შეჩერდი...

მან საუბარი შეწყვიტა და გაონებულმა გადმომხედა. ანას აღტაცება, გაურკვევლობამ ჩაანაცვლა.

BodyGuardWhere stories live. Discover now