ეს დასასრულია?

270 40 12
                                    

Kendall's POV
- კენ ეს ის არა რაც შენ გგონია
-მართლა?  შენი აზრით  რას უნდა ვფიქრობდე, როდესაც სამკაულების მაღაზიაში შენ ყოფილ შეყვარებულთან ერთად ხარ და ცოლობას თხოვ საქორწინო ბეჭდით?!!

  ჰარი გაფითრებული იდგა და არ იცოდა რა ეპასუხა ჩემს სიტყვებზე. მისი ასეთი უმოქმედობა საშინლად მაღიზიანებდა.
ტეილორს გადავხედე რომელმაც თვალი ამარაიდა.
აღარ შემეძლო ჰარის და ტეილორის ერთად ყურება მაღაზიიდან გამოსვლა დავაპირე, მაგრამ ჰარის ძლიერმა ხელებმა ერთ ადგილას მიმალურსმა.

- კენ გთხოვ საშუალება მომეცი ყველაფერი აგიხსნა.
- არა ჰარი ახალა მარტო ყოფნა მჭირდება... უბრალოდ ყველაფერზე უნდა დავფიქრდე და თან ახლა შენი დანახვა არ მინდა, არცერთი თქვენგანის!!!

  მისი ხელებისგან თავი გავითავისუფლე და მაღაზიიდან სასწრაფოდ გამოვედი.
ცრემლები თავისთავად გადმომცვივდა.
მათი მოწენდა არც კი მიცდია.
ქუჩას უაზროდ მივუყვებოდი. ერთ-ერთ ჩიხში გადავუხვიე, სიარულის თავი არ მქონდა.
შენობის კედელს მივეყუდე და ემოციებს საშუალება მივეცი გათავისუფლებულიყვნენ.

  უეცრად თავზე შავგვრემანი, თაფლისფერ თვალება მაგრამ არასასიამოვნო გარეგნობის კაცი წამომადგა, რომელსაც ჭუჭყიანი ნაცრიფერი ,,სპორტულები" და შავი ,,დუტის კურტკა" ეცვა.
ჩემს წინ ისე იდგა, რომ გასასვლელ გზას მიღობავდა.

- ჰეი პატარავ რა გატირებს? შემიძლია რამით დაგეხმარო?

და ავხორცულად ამათვალიერა. შიში და ადრენალინის მოზღვავება ვიგრძენი, რის გამოც მთლიანად კანკალმა ამიტანა.

- არა უბრალოდ საშუალება მომეცი გავიარო.
-რა საკვირველია, მაგრამ საფასურის გადახდის გარეშე ვერ გაგატარებ სამწუხაროდ. წესები ასეთია, ეს ჩემი ჩიხია და შენნაირი ლამაზი დედიკოები ყოველთვის საფასურს იხდიან აქედან თავის დასაღწევად.

და უსიამოვნოდ ახარხარდა. შიშისაგან ვკანკალებდი, მაგრამ თავი მოვთოკე და შევეცადე ამ ავხორცი არსებისაგან თავი დამეღწია.

BodyGuardWhere stories live. Discover now