მილანის სახლი

537 57 22
                                    

   კაბინეტიდან დაუმშვიდობებლად გამოვედი, როგორც კი თავი მარტომ დავიგულე კედელს მივეყრდენი, შოკისა და ადრენალინის მოზღვების გამო მთელი სხსული მიკანკალებდა.
კედელს მიყრდნობილი ნელ-ნელა ძირს ჩავსრიალიდი. იატაკზე წითელ მოოქროვილ ხალიჩაზე ჩამოვჯექი, თავი ხელებს შუა ჩავრგე და იმ ყველაფრის გაანალიზება ვცადე რაც ახლახან დამატყდა თავს.

საკუთარი თავით ამაყიც ვიყავი და გაოგნებულიც, რადგან ასეთი ზედაპირული და მოულოდნელი გადაწყვეტილება არასდროს მიმიღია. ვფიქრობდი მომავალზე და გეგმებს ვაწყობდი თუ, როგორ დავბრუნებულიყავი სასტუმროში ზედმეტი აყალმაყალის გამრეშე.

ამ ფიქრებიდან მხოლოდ მოახლოვებული მძიმე, მაგრამ მიზანდასახული ნაბიჯების ხმამ გამომარკვია. თავი მაღლა ავწიე და უეცრად მის ზურმუხტისფერ თვალებს შევეჩეხე. მის თვალებში სიამაყე და მიზანდასახულობა გამოსჭვიოდა.

ისე, რომ არაფერი უთქვამს ჩემს გვერძე ჩამოჯდა, მუხლებზე ხელებით დაეყრდნო და მომხიბლელად გამიღიმა.

- ის რაც იქ თქვი ნამდვილად იმსახურებს შექებას, შენც სხვების მსგავსი მის ჰადიდის სილამაზით დაბრმავებული უჭკუო სტალკერი მეგონე, და, როდესაც მას პირში მიახალე ის ყველაფერი მივხვდი, რომ შენ არ იყავი სხვების მსგავსი. კენ შენ გამორჩეული ადამიანი ხარ და შეეცადე პოპულარობის ტკბილ ტყუილში არ გაეხვე, რადგან დამერწმუნე არ არსსბობს იმაზე საშინელი გრძნობა ვიდრე საკუთარი ,,მეს" დამალვა და სხვისი ნიღბით ცხოვრებაა.

ერთი წუთით საუბარი შეწყვიტა, გადმომხედა და, როდესაც დარწმუნდა, რომ მისმა სიტყვებმა ჩემზე წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა საუბარი გააგრძელა.
-ჰო და კიდევ ჩემი საქციელის გამო ბოდისშს გიხდი.
თავს იმდენი რა მადამტყდა, რომ საუბრის უნარი დავკარგე მას მხოლოდ თავი დავუკარი, ფეხზე წამოვდექი და გასასვლელისკენ წასვლა დავაპირე, მაგრამ ჰარის ძლიერმა ხელმა შემაჩერა რომელიც მხარში ჩამაფრინდა და მისკენ შეტრიალება მაიძულა. ერთი წამით მისი შეხებისგან მთელს სხეულში ელექტროობამ დამიარა შევკრთი, ჰარიც შეკრთა და,
როდესაც ჩემს გაოგნებულ სახის გამომეტყველებას წააწყდა ხელი მიშვა, უკან დაიხია და ნერვიულად შეიშმუშნა.
- მაგ გზით ვერ წახვალ გარეთ ჟურნალისტების ამალაა, და არამგონია თავი დააღწიო, მართალია ჟურნალისტმა, რომელმაც ის სცენა დააფიქსირა შენი სახის აღბეჭვდა ვერ მოახერხა, მაგრამ მაინც აჯობებს უკანა გასასვლელით თუ გავალთ სასტუმროში კი მე მიგიყვან. ამით საკუთარი დანაშაულის გამოსყიდვას ვცდილობ რა თქმა უნდა.

BodyGuardWhere stories live. Discover now