ის დაბრუნდა

316 46 36
                                    

4 თვის შემდეგ
იმაზე ადვილი ყოფილა მოდის სამყაროდან გაქრობა, ვიდრე მე მეგონა.

მთელი 2 თვე პაპარაცები და ჟურნალისტები ყველგან დამეძებდნენ და ჩემს პირად ცხოვრებაში ჩარევას განაგრძობდნენ, მაგრამ ლუციანას დახმარებით ეს ყველაფერიც დასრულდა.

მან განცხადება გააკეთა თითქოს მე მოდის სამყაროდან წავედი და აღარ დავბრუნდებოდი.
რა თქმა უნდა ამით არ შემწყდარა ეს ყველაფერი, მაგრამ დროთა განმავლობაში და ჩემმა საზოგადოებაში არ გამოჩენამ ნაყოფი გამოიღო და ახლა უკვე ყველას გადაავიწყდა ერთდროს ცნობილი ტოპ მოდელი კენდალ ჯენერი.

გაურკვეველ გრძნობებში ვიყავი ჩაფლული: მონატრება, ნოსტალგია და დანაკარგის მწარე შეგრძნება არ მაძლევდა უფლებას მშვიდად გამეტარებინა დრო ჰარისთან ანასთან და ლაქისთან ერთად.

რა თქმა უნდა ჯიჯი და ზეინიც არ მაკლებდნენ ყურადღება მათი ჩამოსვლა მაბედნიერებდა.

მაგრამ თავს მივიწყებულად ვგრძნობდი მენატრებოდა ფოტოაპარატების წინ პოზირება, მენატრებოდა ჩვენებებზე გასვლა და ამით გამოწვეული ბედნიერება და აღტაცება, რომელიც გულს წამიერად მიჩერებდა შემდეგ კი ადრენალინის მომატებისაგან ერთიანად და ძლიერად აგრძელებდა ფეთქვას ნეკნების ბარიკადების მიღმა.

ამ მონატრებას დანაკარგის მტკივნეული შეგრძნება კიდევ უფრო აღრმავებდა.
ყველაფერზე მეტად მენატრებოდა მამა, რომელის გაცნობაც არ დამცალდა.

ის იყო პიროვნება, რომელიც საკუთარ გრძნობებს გულში იმარხავადა და არავის ენდობოდა.
ეხლა უკვე ვაცნობიერებდი მისი ამ საქციელის რეალურ მიზეზებს.
ვხვდებოდი, რატომ მიშორებდა ყოველთვის თავიდან და რატომ მექცეოდა ცივად.
მას ეშინოდა მეც ისევე არ დავეკარგე, როგორც დედა დაკარგა.
მასზე ვბრაზობდი, რომ არაფრის მომცემ შურისძიებას შესწირა საკუთარი სიცოცხლე ისე, რომ არც კი უცდია ყველაფერი მიეტოვებინა და ის დრო აენაზღაურებინა რასაც ჩემგან მოშორებით ატარებდა.

BodyGuardWhere stories live. Discover now