თავი 1

434 16 8
                                    

სახლში შევდივარ, პარკებს იქვე მდგარ კარადაზე ვყრი და მოწყვეტით ვეშვები სავარძელში.
-უჰჰ...დამღლელი დღე იყო.-ამოვიოხრე.
-კარგი რაა...ჯერ არ მინახავს ქალი,რომელსაც შოპინგი ასე ღლიდეს.-გაეცინა იქვე, სამზარეულოში მოფუსფუსე დეიდაჩემს, რომელთან ერთადაც ახლახანს გადმოვედი საცხოვრებლად.-აბა, როგორი განწყობა გაქვს? ხომ არ ნერვიულობ სკოლის გამო? ახალი სასწავლო წელი, ახალი სკოლა და ახალი ბიჭები...მე ვინერვიულებდი.-სიცილით მითხრა დეიდა სტელამ და გვერძე მომიჯდა.ღმერთო ის ისეთი კარგია.მალე 40 წლის გახდება, თუმცა რომ განახათ როგორ გამოიყურება...მგონი ის უფრო ახალგაზრდაა, ვიდრე მე. მაღალი, ქერა, ცისფერთვალება ქალია. მის სახეზე ერთ ნაოჭსაც ვერ ნახავთ.ხო, თავის მოვლა ყველაფერზე მეტად უყვარს. ყოველთვის გლამურულად გამოიყურება და არასდროს აკლია თაყვანისმცემლები, თუმცა დღემდე გაუთხოვარია. როცა მიზეზს ვეკითხები, თუ რატომ არ მიყვება ვინმეს, მპასუხობს: ,,ძვირფასო, გვერძე უნდა გყავდეს მამაკაცი, რომელიც დაგიცავს, შენზე იზრუნებს, სიყვარულს არ მოგაკლებს და შენ ნდობას დაიმსახურებს...მე კი, ასეთი ჯერ არავინ შემხვედრია. ჩემგან ან სექსი უნდათ, ან ფული." უი ჰო, დამავიწყდა მეთქვა, ის დიზაინერია და თან საკმაოდ მოთხოვნადი, ასე რომ, მისი შემოსავალი საკმარისია, იმისათვის, რომ კარგად იცხოვროს.
-არა,დეიდა.-ვპასუხობ.-სანერვიულო რა მაქვს? აქაც ისეთივე უჩინარი ვიქნები, როგორც ჩემ წინა სკოლაში. ვივლი, ვისწავლი და მორჩა. ჩემს არსებობას ვერავინ შეამჩნევს.-გავხედე დეის, რომელიც ნაღვლიანი თვალებით მიყურებდა. ფეხზე წამოვდექი და და დავემშვიდობე.-ძილინებისა სტელა.-შუბლზე ვაკოცე და საძინებელში შევედი.
მე ივი სქაი მქვია. 17 წლის ვარ. მშობლები ძალიან ადრე გარდამეცვალა.მითხრეს რომ ავტოკატასტროფაში დაიღუპნენ. ბებია ამაზე ლაპარაკს ყოველთვის არიდებდა თავს.ამიტომ გამიჩნდა ეჭვი, რომ მათი სიკვდილის უკან რაღაც სხვა იმალება.ვცდილობდი ბებიასთვის რაიმე დამეცდინა,თუმცა ის მეუბნებოდა,რომ ეს უბედური შემთხვევა იყო და შემეწყვიტა ამაზე ფიქრი.ეს თავსატეხი ვერ ამოვხსენი, ამიტომაც, შევეში იმის ძიებას, რასაც ვერასდროს გავიგებდი.ბებიამ გამზარდა.ქალი, რომელიც მთელი ჩემი ცხოვრება მივლიდა. ჩიკაგოს ერთ პატარა გარეუბანში ვცხოვრობდით. მიყვარდა ის ადგილი. დაქალები არასდროს მყოლია. მეგობრები ერთი-ორი, ისიც ჩემი თანაკლასელი იყო და სხვა თუ არაფერი, ჩემს არსებობას იმჩნევდნენ. არადა, სარკეში რომ ვიყურები მახინჯი არ ვარ...წითური კულულა თმა, მწვანე თვალები და სქელი ტუჩები მაქვს. ჭორფლებიც, რომელიც ,ჩემი,ძალიან თეთრი კანის გამო კარგად მეტყობა. სიმაღლით 1.70 ვარ, ჩემზე გამხდარი არ ითქმის. საკმაოდ გამოყვანილი წელი მაქვს.თეძოებიც ნორმალურად მეტყობა. ჩემი ტანით დიდად კმაყოფილი ვერასდროს ვიყავი და ვცდილობდი ჩემი ფორმები ვარჯიშით გამეუმჯობესებინა, თუმცა სულით მკვდარ ადამიანს, მოგეხსენებათ, ვარჯიში კი არა, სუნთქვაც კი მეზარებოდა ხოლმე. ყოველთვის სახლში ჯდომა და წიგნების კითხვა მერჩივნა, გარეთ გასვლას და თანაკლასელებთან ერთდ დროის გატარებას. ერთ დღესაც ბებიამ გამომიცხადა,რომ დეიდაჩემთან გამგზავნიდა ნიუ-იორკში.წამოსვლა არ მინდოდა. ბებომ კი მიპასუხა: ,,სკოლაში მაღალი ქულები გაქვს. იქ ბევრად მეტს მიაღწევ, ვიდრე აქ. იქნებ იქ, ხალხმრავლობაში ახლო მეგობრებიც გაიჩინო.შენი მომავალი იქ არის და არა აქ." მეც დიზაინერობა მინდოდა, ასე რომ, ვიფიქრე, ეს შანსი უნდა გამომეყენებინა და წამოვედი. ბებო უკვე ძალიან მენატრება, მაგრამ არდადეგებზე ვნახავ. ღმერთო ხვალ ჩემი ბოლო სასწავლო წელი იწყება, ახალ ხალხთან ერთად.იქნებ, მართლა შევძლო მეგობრების გაჩენა...იქნებ აღარ ვიყო ესეთი მარტოსული...

მკვლელიWhere stories live. Discover now