თავი 5

132 12 2
                                    

  ,,ძილინებისა, მეგობარო"
  ძნელი მისახვედრი არ იყო ეს შეტყობინება ვის ეკუთნოდა. გამეღიმა. ეს ბიჭი გადამრევს.პასუხი არ დამიბრუნებია. მობილური გვერძე გადავდე და კომფორტულად მოვეწყე.
    სკოლამ, ჩვეულებრივ ჩაიარა. ისევე, როგორც მთელმა კვირამ. ერთი-ორჯერ ბრენანმა დაგვიბარა, მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა. ლუკასი სადღაც აიორთქლდა. მთელი კვირა არ მინახავს. ეხლა სახლში ვზივარ და ტელევიზორს ვუყურებ. მალე 10 გახდება. სტელა მეგობართან ერთად წავიდა გასართობად. კარებზე კაკუნია. ვხტები. კარებთან ნელა მივდივარ და გლაზოკიდან ვიყურები. არაფერი ჩანს. მეშინია...
-ვინ არის?
  სიჩუმე...ხმას არავინ იღებს. კარების გაღებას არ ვაპირებ. გამოვბრუნდი როდესაც ხმა გავიგონე:
-ივ...
  ლუკასია... კარები ფართოდ გავაღე, და მას შევხედე. ფეხზე ძლივს იდგა,მაიკა მთლიანად სისხლში ქონდა ამოსვრილი, ტუჩი და წარბი გახეთქვოდა და მარჯველა ხელი მთლიანად გადაყვლეფილი ჰქონდა.
-ლუკას...
   ამომხედა, მის შავი თვალები უფრო გაშავებოდა.
-შემომიშვებ?
    კარებიდან გავიწიე,რომ მისთვის გზა დამეთმო. გაშტერებული ვუყურებდი. რა ჯანდაბა მოხდა? თუმცა ჯერ მის დაკითხვას არ ვაპირებდი.
-წამოდი.-ხელი დავავლე და სააბაზანოში შევათრიე. კარადიდან პირველადი დახმარების ყუთი გამოვიღე და შევხედე. იქვე ჩამოჯდა.
-მაიკა გაიხადე.-თვალები გაუფართოვდა.-ასე ნუ მიყურებ, უნდა შევამოწმო სადმე ჭრილობა ხომ არ გაქვს.-მაიკა გაიხადა. მოვკვდი...ნავარჯიშები, მკვრივი სხეული ჰქონდა, ზუსტად ისეთი როგორიც წარმომედგინა. არა იმას კი არ ვამბობ, რომ ვინტერესდები, თუ რა ხდება მისი ტანსაცმლის შიგნით, უბრალოდ...ვითომ ეს არ მითქვამს. კარგად შევათვალიერე. მცირეოდენი ჩალურჯება ჰქონდა, თუმცა ჭრილობა-არა. ანუ ეს სხვისი სისხლია...ამის ახსნა აუცილებლად მოგიწევს ვაჟბატონო! გავიფიქრე და მისი ხელი ავიღე.ჭრილობის ფრთხილად დამუშავება დავიწყე. არ გატოკებულა. ვგრძნობდი მიყურებდა და ვცდილობდი ის აღელვება დამემალა, რომელსაც მისი მზერა მგვრიდა. ფრთხილად ბინტით გადავუხვიე და მის ფეხებს შორის ჩავდექი. სახე ავაწევინე და წარბი შევუმოწმე. სისხლი, რომ მოვწმინდე პატარა პლასტირი დავაკარი. ტუჩებთან ჩავედი. ოთხაში ტემპერატურამ უეცრად მოიმატა. არც კი მჯერა, რომ ის ჩემს სააბაზანოში ნახევრად შიშველი ზის, მე კი მას ჭრილობებს ვუმუშავე, უფროსწორად ტუჩზე არსებულ ჭრილობას. არა, ნამდვილად ჩამოცხა. თვალებში მიყურებდა. ქვედა ტუჩს ვუმუშავებდი და ვეცადე მისი მზერისაგან ყურადღება სხვაგან გადამეტანა, ამიტომ ვკითხე:
-აბა, მომიყვები?
-ვიჩხუბე.
-კაი რას მეუბნები, არ გადამრიო.-ვუთხარი ირონიულად. გაეღიმა.
-ვისთან იჩხუბე.
-არ აქვს მნიშვნელობა.
-რა მოხდა?-შევეცადე მკაცრი ვყოფილიყავი.
-ამდენი კითხვას რატომ სვამ?
  თვალებში ჩამაშტერდა.
-უკაცრავად, სისხლიანი და ნაბეგვი მომადაქი და მე იმის უფლებაც არ მაქ ვიკითხო რა მოხდა?-ტონს ავუწიე.
-ჯონი მენატრება.- მითხრა. ამ სიტყვების გაგონებაზე ხელი ჰაერში გამიშეშდა.-უმისოდ ძალიან მიჭირს ივ... მინდა ვხედავდე, სადღაც ჩემს ირგვლივ და ვამწარებდე. ღმერთო ყველაფერს ვაპატიებდი, ოღონდ ახლა ცოცხალი ყოფილიყო.- ხმაში სისუსტე შეეპარა. მივხვდი, საბოლოოდ გატყდა.
   არ ვიცოდი რა უნდა მეთქვა, ამიტომ ჩავეხუტე. ხელები წელზე შემომხვია და თავი მკერდზე დამადო. უჭირდა, სტკიოდა და მე ვერაფრით ვეხმარებოდი. ეს მაგიჟებდა.
-რითი დაგეხმარო, ლუკ...რა შემიძლია გავაკეთო.
-უბრალოდ ჩემთან იყავი, არ დამტოვო. ქვემოთ დამქაჩა და თავის მარჯვენა ფეხზე დამსვა. სახე გამისწორა და მითხრა სიტყვები, რომელმაც აზროვნების უნარი დამაკარგინა:
-ჩემთან იყავი, ჩემი იყავი ივ... მჭირდები...-ჩურჩულით მითხრა და მაკოცა. ამჯერად თავი არ გამიწევია. კოცნაში ავყევი და ხელები კისერზე შემოვხვიე.
-ჩემი რატომ გჯერა?-მკითხა, როდესაც მომცილდა,თან ორივე ვცდილობდით სუნთქვა დაგვერეგულირბინა.
-არ ვიცი.
-მე მკვლელი არ ვარ ივ...
-ვიცი.-ვუთხარი და ტუჩზეც პატარა ლეიკო დავაკარი.
-მორჩა.-მას მოვშორდი.- შენი წასვლის დროა. მალე დეიდაჩემი მოვა.-ვუთხარი ისე, რომ თვალებში არ შემიხედავს. მრცხვენოდა.
-შემომხედე.
-არა. უნდა წახვიდე ლუკას.
-გასაგებია. მახსოვს. ჩვენ მეგობრები ვართ და ასე შემდეგ, მაგრამ რატომღაც მეგობრული დამოკიდებულება ვერ შეგატყე ჩემი კოცნის დროს.
-ეს...უბრალოდ...შეცდომა იყო.- შევხედე. მისთვალებში რაღაც დავინახე. იმედგაცრუება. ის იმედგაცრუებული იყო ჩემით, ისევე როგორც,მე, საკუთარი თავით.
-წადი.-ვუთხარი ჩურჩულით და ხელი კარებისკენ გავიშვირე.
-კაი.-მითხრა, ერთხელ კიდევ შემომხედა არაფრის მთქმელი თვალებით,მაიკას ხელი დაავლო და გვერდი ამიარა. გასასვლელში გაჩერდა და მოტრიალდა:
-მადლობა დახმარებისთვის.- მითხრა და კარები გაიჯახუნა. მეტის ღირსი ვარ. ასე არ უნდა მეთქვა. ჯანდაბა. ყიველთვის ყველაფერს ვაფუჭებ.
    დილით თავის ტკივილი მაღვიძებს. ლუკის წასვლის შემდეგ წითელი ღვინის ბოთლი გავხსენი და გამოვცალე. ამან დამამშვიდა მაშინ. თუმცა დღეს თავი გასკდომაზე მაქ. ლოგინიდან გადმოვბობღდი და პიჟამოს ამარა გავლასლასდი სამზარეულოში.დეიდა დივანზე იჯდა და რაღაცას კითხულობდა.
-სტელა, მიშველე...ლამისაა თავი გამისკდე.
-მძიმე ღამე გქონდა?
    პასუხი არ გამიცია. წამალი დავლიე და ისევ საწოლისკენ გავემართე.
    ორშაბათია, სკოლის დერეფანში ვარ, როდესაც უეცრად ზურგს უკან ხმაური მესმის და მეც იქით ვტრიალდები. გოგონა იატაკზე დამხობიკი წიგნებს კრეფს, 3 ბიჭი კი მას თავზე ადგას და ხელს უშლის. ნერვები მომეშალა და მათკენ ავემართე. გამბედაობით არასდროს გამოვირჩეოდი, თუმცა ამაზე თვალის დახუჭვას არ ვაპირებდი.
-ნორმალურები ხართ? შეეშვით მას.-ვუყვირი იდიოტებს და გოგონას დასახმარებლად ვიხრები.
-თორემ რას იზავ?-დამცინავად მიყურებენ. წინ ავეტუზე.
-ყველაფერი გადავიღე. თუ ეს ვიდეო დირექტორამდე მიაღწევს, კარგად იცით რაც მოხდება.- თვალებს ვუბრიალებ და ვცდილობ არ დამეტყოს, რომ ვიტყუები. გამომივიდა,სასტავი დაიშალა.
   გოგოს წიგნების აკრეფაში ვეხმარები და თავაზიანად ვუღიმი.
-ხომ კარგად ხარ?
-კი, მადლობა.
-მე ივი ვარ.
-მე ნენე მქვია.-დაბალი, კულულა და პუტკუნა იყო. სიცილი კი ძალიან საყვარელი ქონდა.
-სასიამივნოა ნენე. დამამთავრებელ კლასში ხარ?
-კი, საბუთები გუშინ მოვიტანე. ახლა მათემატიკაზე მივდივარ.
-გაგიმართლა, ერთი გზა გვქონია.
    დღის ბოლომდე ნენე კარგად გავიცანი. მას ლილი, ლუი და თინაც წარვუდგინე. მგონი კარგად შეეწყვნენ ერთმანეთს.
   დამღლელი სკოლის შემდეგ სახლში ვბრუნდები. უკვე მოსაღამოვებულია, როდესაც ტელეფონზე შეტყობინება მომდის. ნეტავ ლუკასი იყოს, ვფიქრობ და ვხსნი, თუმცა სისხლი  მეყინება, როდესაც წაკითხვას ვასრულებ.
-,,გახსოვდეს, გაკვირდები... შეცდომა არ დაუშვა, თორემ დამერწმუნე, არ გამიჭირდება ჯონის გვერძე შენი ადგილის პოვნა, ძვირფასო."

  

მკვლელიWhere stories live. Discover now