თავი 6

142 12 13
                                    

ბნელა. ფეხის ხმა მესმის. მიახლობდება. გავრბივარ. ძალიან ბნელა, გზას ვერ ვხედავ, მაინც გავრბივარ. მეშინია. სიკვდილის მეშინია. სიცივის მეშინია. მარტოობის მეშინია. გავრბივარ. ახლოსაა. მის სუნთქვას ვგრძნობ. მემუქრება. მისი ხმა ექოდ ჩამესმის. გავრბივარ. მტკივა, ფეხები მტკივა.არ ვჩერდები. გავრბივარ. მინდა დავიყვირო. დახმარება ვითხოვო. ხმა არ ამომდის. გავრბივარ.მეწევა.ძალიან ახლოსაა. მის სიცივეს ვგრძნობ. მეხება.მიჭერს. ვეცემი.
შეშინებულს და ოფლიანს მეღვიძება. უკვე ორი კვირაა ერთი და იგივე მესიზმრება. ეს კოშმარი იმ შეტყობინების შემდეგ დამჩემდა, რომელიც წარმოდგენა არ მაქვს ვინ გამომიგზავნა. არავისთვის მითქვამს მისი არსებობის შესახებ. ვიფიქრე, რომ უკბილო ხუმრობაა, თუმცა როგორც ჩანს ჩემი ქვეცნობიერი ამას ხუმრობად ვერ აღიქვამს და მეც ვიცი, რომ მეშინია. არ ვიმჩნევ, მაგრამ მეშინია...
ორი კვირაა ვარიდებ სახლიდან გასვლას თავს. სკოლაშიც ჩავაგდე რამდენიმე დღე. კვირა,მე კი კიდევ ერთ მარტოობის დღეს გავატარებ ტელევიზორთან. სტელამ ვიღაც გაიცნო და პაემანზეა. მიხარია მის გამო. იქნებ მოვესწრო მაგის ქორწილს.
მოსაღამოვდა.ტელევიზორთან კომფორტულად მოვეწყე და კარზე ზარის ხმაც გაისმა.
-ჯანდაბა,კარგად რომ მოვეწყობი, მაშინ მოუნდება ყველას ყველაფერი.-ამოვიბუზღუნე და კარის გასაღებად წავედი,როცა შეტყობინება გამახსენდა და გავშრი. იქნებ მანიაკია? ან ქურდი?მაგრამ ქურდები ხომ არ აკაკუნებენ ხოლმე...მე ფიქრში გავერთე,თუმცა ძლიერმა კაკუნმა ისევ უკან დამაბრუნა.
-ვინ არის?-ვეცადე სიმშვიდე არ დამეკარგა.
-ისედაც ორი კვირაა ვერ გცნობ, ახლა კარებსაც აღარ მიღებ?- გავიგე ლილის ხმა. ამოვისუნთქე.
-ლიილიი.-მოვეხვიე კარების გაღების თანავე.
-მეც მომენატრე.-მომშორდა და ამათვალიერა.-ეს რა გაცვია?
-ამ...პიჟამა?-კითხვასავით გაიჟღერა ჩემმა პასუხმა.
-დროზე გამოიცვალე, კლუბში მივდივართ.
თმა ყალყზე დამიდგა.
-რა?არა. მე ვერ წამოვალ. პაემანი მაქვს ტელევიზორთან.
-მორჩი ცანცარს და ჩაიცვი.
-არა ლილი.არ მინდა წამოსვლა.
-გინდა!ორი კვირის მანძილზე ტრაკი ვერ გაგატევინე ამ სახლიდან. მორჩა შენი სიმუდოვე. ახლა გართობის დროა.
კლუბში შევედით თუ არა მაღალმა მუსიკამ ტვინში დამარტყა. ჩაბნელებულ,არც თუ ისე დიდ სივრცეში ახალგაზრდები მთელი აღგზნებით ცეკვავდნენ და მათ სილუეტებს მოციმციმე შუქზე თუ მოჰკრავდით თვალს. თავს ძალიან არაკომფორტულად ვგრძნობ. ლილი კი გადამეკიდა კაბა ჩაიცვიო,თუმცა მე გავიმარჯვე და ჯინსით წამოვედი. ზემოდან თავისუფალი ბრეტელებიანი მაისური და ტყავი მაცვია. ოქტომბერია და აგრილდა კიდეც. მისვლის თანავე ლილი მოცეკვავეთა ბრბოს შეუერთდა და მასში ჩაიკარგა,მე კი ბართან მივედი და სასმელი შევუკვეთე.
-აბა,აქ მარტო ხარ ლამაზო?-მომიახლოვდა ვიღაც ბიჭი. თვალები ავატრიალე. ესღა მაკლდა.
-შემეშვი.-მოკლედ მოვუჭერი და ისევ ბარისკენ მივტრიალდი,როცა გვერძე ვიღაც დამიდგა. ისევ ის ბიჭი მეგონა და ჩემში თავდასხმითი რეჟიმი გავააქტიურე,როცა ნაცნობი სურნელი ვიგრძენი. არა ეს ვიღაც მთვრალი ბიჭი კი არა,ლუკასი იყო...
-გამარჯობა,მეგობარო.-მითხრა ისე,რომ ზედ არ შემოუხედავს.
-გამარჯობა.-მეც ავარიდე თვალი.
-მე მეგონა მიწამ ჩაგყლაპა. სად იყავი ბოლო ორი კვირა.
-სახლში.
-და რატო?
-ალბათ,მქონდა მიზეზი.
-გასაგებია.
ბარმენმა სასმელი მომაწოდა. ხელი დავავლე და დავლიე. ვიგრძენი როგორ მოედო მთელ სხეულს სიმხურვალე. ეს მომეწონა. იქნებ მთვრალი, რომვიქნები შევძლო მშვიდად დაძინება. 4 ჭიქა დავლიე. თავბრუ მეხვევა. მეხუთეც მიმაქ პირთან მაგრამ ლუკასი მაჩერებს და სასმელს ხელიდან მგლეჯს.
-გეყოფა.
-ოოო, შენ ვინ გეკითხება, ნუ იქცევი მკაცრი დედიკოსავით.
-საკმარისად მთვრალი ხარ.
ზურგი ვაქციე და წამოვედი.
-სად მიდიხარ?-ძლივს გავიგონე რა მკითხა.
-უნდა ვიცეკვო.
დარბაზის შუაგულში აღმოვჩნდი. ყველას ყველაფერი ეკიდა. მეც ასე მოვიქეცი, დღეს არაფერზე ვინერვიულებ. ხელები მაღლა ავწიე და ტანი მუსიკას ავაყოლე. თეძოებს ვიქნევდი და ვგრძნობდი, რომ ვთავისუფლდებოდი.არავინ და არაფერი მახსოვდა. უეცრად ვიგრძენი, როგორ მომეხვია წელზე ხელები.
-რატო მაგიჟებ?-ჩამჩურჩულა ყურში.ისევ ეს ხმა და ისევ ჟრუანტელი მთელს ტანში. მისკენ ვტრიალდები და ხელებს კისერზე ვხვევ.
-მე?როგორ გეკადრება.
-მწყობილებიდან ნუ გამომიყვან.-ცუდი ღიმილით მითხრა.
-ჩვენ მეგობრები ვართ. ნუ მეფლირტავები.
-არა.ჩვენ მეგობრები არ ვართ და შენც კარგად იცი,რომ ვერც ვერასდროს ვიქნებით.
-ლუკას დამღალე იცი? ყოველთვის ჩემი სიტყვის საპირისპიროდ მიდიხარ. ბოლო-ბოლო გამაგებინე ჩემგან რას ითხოვ? რა გინდა?
-შენ...
ვიგრძენი სუნთქვა როგორ შემეკრა.მან კი გააგრძელა.
-შენ მინდიხარ ივ...მარტო შენ... არასდროს არავინ მდომებია ისე, როგორც შენ. გიყურებ...მინდა მოგიახლოვდე, შეგეხო, გაკოცო, შე კი ახლოს არ მიშვებ. შენი შეხების უფლებას არ მაძლევ და ეს ჭკუიდან მშლის.
აღარც მაღალი მუსიკის ხმა ჩამესმოდა, ვეღარც მოცეკვავე ახალგაზრდებს ვხედავდი. თითქოს იმ დარბაზში მხოლოდ მე და ის დავრჩით.
-მომწონხარ ივ...გთხოვ...-ამოიხვნეშა და შუბლი შუბლზე მომადო.
მომეცი უფლება ახლოს მოვიდე, მომეცი უფლება დაგანახო, რომ არც ისე ცუდი ადამიანი ვარ, როგორიც ერთი შეხედვით, მომეცი უფლება ჩემი დაგარქვა, დაგიჭირო და აღარ გაგიშვა. არ ვიცი, შენ რას ფიქრობ ან რას გრძნობ ჩემს მიმართ. შეიძლება არ მოგწონ...
სათქმელი არ დავამთავრებინე. თითისწვერებზე ავიწიე და მის ბაგეებს შევეხე. ახლა ვხვდები, თურმე როგორ მომნატრებია მისი ვნებიანი და აღმგზნები,თუმცა ამავდროულად ნაზი და ალერსიანი კოცნა.
-ეს კის ნიშნავს?-მკითხა სიცილით,როცა ჰაერის უკმარისობის გამო კოცნა შევწყვიტეთ.
-ნუუ, რაღაც მაგდაგვარი.-გავიღიმე და ძლიერად მოვეხვიე.
კიდევ ბევრი ვიცეკვეთ, თითქოს ყველა პრობლემა დამავიწყდა.
-მეტი აღარ შემიძლია.-ვუთხარი ქოშინით ლუკასს და ბარისკენ წავათრიე.
-რამეს დალევ?-მკითხა.
-არა. უბრალოდ დაჯდომა მინდა.-ვუპასუხე და ბარის სკამზე შემოვხტი. უცებ ჯიბეში ვიბრირება ვიგრძენი. ტელეფონი ამოვიღე და დავხედე. სტელაა. ჯანდაბა, მისი გაფრთხილება დამავიწყდა.
-ორ წუთში დავბრუნდები.-ვეუბნები ლუკს და გარეთ გავდივარ, რადგან ხმაურში ვერაფერს ვერ გავიგებდი.
-ქალბატონო, არ უნდა გაგეფრთხილებინე?-მითხრა, როგორც კი ვუპასუხე.
-დეიდააააა.-სიტყვა გავწელე.-მაპატიე. არ მინდოდა ხელი შემეშალა შენთვის რომანტიულ მომენტში.
-მიხარია, რომ გასართობად წასვლა გადაწყვიტე. კარგად მოიქეცი.
-ხო,რავი...
-ის ბიჭიც მანდაა?
-ვინ ბიჭი?-თავი გამოვიშტერე.არადა მშვენივრად მივხვდი ვის გულისხმობდა.
-აი, ის.სახლამდე რომ მოგიყვანა.მაღალი, შავგვრემანი, დაკუნთული, სექსუალური...
-აქ არის, აქ.-სიცილით გავაწყვეტინე.
-ყველაფერს მომიყვები იცოდე.
-წავედი, გაკოცეე.-ვითომ ვერ გავიგე და ტელეფონი გავთიშე.
  უკან უნდა შევბრუნებულიყავი, როცა შენობის გვერძე, ჩიხიდან ხმა გავიგე. შემეშინდა, თუმცა ცნობისმოყვარეობა უფრო ძლიერი აღმოჩნდა. ფანარი ავანთე, ნელა და ჩუმად მივუახლოვდი.გავშეშდი. ბოლოებში ვარდისფრად შეხებილი თმა დავლანე. რებეკა იყო...სისხლში ცურავდა. მის გვერდით ვიღაც ჩაცუცქულიყო, ჩემსკენ ზურგით, თუმცა მის სისხლიან ხელებს მაინც ვხედავდი.კარგად ვერ ვარჩევ... თვალები მოვჭუტე და მას დავაკვირდი...ღმერთო,არა...ეს... ეს შეუძლებელია...ის მკვლელი ვერ იქნება...ის ხომ...ის...

აბაა, რას ფიქრობთ...ვინაა მკვლელი??😈😈

მკვლელიWhere stories live. Discover now