თავი 2

171 12 9
                                    

-სად გეჩქარება?!- დამბურძგლა...ბოხი და სექსუალური ხმა ქონდა. ივი,თავი ხელში აიყვანე, არ გიხდება ასეთი ქცევები.გამბედაობა მოვიკრიბე და ვუთხარი:
-გამიშვი. მეგობრები უნდა ვიპოვნო და სახლში წავიდე.-უხეშად გამომივიდა.
-წეღან ასეთი უხეში არ ჩანდი.-ვიგრძენი წელზე ხელი როგორ შემომხვია.-ვფიქრობ, უნდა დარჩე. მე და შენ კარგად გავერთობოთ.-თქვა და ენა ტუჩებზე გადაიტარა. ვაღიარებ ძალიან სექსუალური და მიმზიდველია, მაგრამ მისმა ასეთმა ქცევამ გამაღიზიანა. ხელი ვკარი და მოვიშორე. ჩქარი ნაბიჯით შევედი ოთახში, სადაც ლუი მეგულებოდა და სახლში წაყვანა ვთხოვე.რამდენჯერმე მკითხა თუ რატომ ვიყავი ასეთი ანერვიულებული, თუმცა არაფერი მითქვამს.სახლამდე მიყვანისთვის მადლობა გადავუხადე და მანქანიდან გადმოვედი.
-აბა, როგორი იყო შენი პირველი წვეულება, ქალბატონო?-მკითხა დეიდამ როგორც კი სახლში შევედი.
-არ მკითხო.იქაურობა საჩემო ნამდვილად არაა.ძალიან დავიღალე. დავწვები კარგი?- თვალებით ვევედრებოდი,რომ არ ჩამძიებოდა.
-კარგი.ტკბილი ძილი საყვარელო.
   საწოლში ჩავწექი და დაძინება ვცადე,თუმცა მომხდარი თავიდან არ ამომდიოდა.
-თავხედი!-ვთქვი ჩემთვის და მეორე მხარეს გადავბრუნდი, თუმცა მისი თვალები...არა ივი, მან შენ სექსი შემოგთავაზა და შეგაშინა.არ უნდა ფიქრობდე ასეთ იდიოტზე. ჩემს რაღაც ნაწილს ძალიან იზიდავდა ეს შავბნელი ბიჭი,რომელსაც სულ ორი საათია ვიცნობ. მეორე ნაწილს კი, აშინებდა და გაქცევისკენ მოუწოდებდა. მგონი ჯობს მეორეს დავუჯერო და მისგან თავი შორს დავიჭირო. ამ ფიქრებში ჩამეძინა.
    თვალს აუჩქარებლად ვახელ. მიყვარს შაბათ-კვირა. არსად არ ვარ წასასვლელი, არანაირი საქმე. შემიძლია მთელი დღე ვიკითხო.საუზმისას ლილიმ მომწერა:
-,,სად გაქრი გოგო ასე უცებ, დამმშვიდობებოდი მაინც😠"
-,,მაპატიე,ლი, უბრალოდ თავი შეუძლოდ ვიგრძენი და არ მინდოდა გენერვიულა."
-,,ოჰ, ძვირფასო, ეგ არაფერი, გაპატიებ თუ დღეს ჯონის დაბადების დღეზე წამოხვალ. შენ რომ ვერსად გნახა მე მთხოვა მეთქვა,რომ შენც გეპატიჟებოდა."-ჯანდაბა.არ მინდა იქ წასვლა.
-,,მე არ ვიცი, იქნებ არ ღირს ჩემი მანდ წამოსვლა, ხომ იცი დიდად არ მიზიდავს ეს წვეულებები."
-,,ოო კარგი რა, ნუ ხარ მუდო. ხო ხედავ ბიჭს მაგრად დაევასე. დავინახე, როგორ გეკურკურებოდა გუშინ😉"-გამეცინა.ამას ხომ ვერაფერს გამოაპარებს კაცი.
-,,კარგი, მაგრამ იცოდე გვერდიდან არ მომცილდები"
-,,თანახმა ვარ,სერ. ერთ საათში მოგაკითხავ და ტანსაცმელს აგარჩევინებ."-აი,აქ დავიღუპე. კაბის ჩაცმას მაიძულებს. ღმერთო შენ მიშველიდე ახლა.
-,,გელი"-დავუბრუნე პასუხი და ყავის სმა გავაგრძელე. არ ვიცი, მის გარეშე რა მეშველებოდა.
ლილი ჩემს საწოლზეა გათხლეშილი და მიხსნის, რომ მოტკეცილი კაბა ძალიან მომიხდება:
-ივი, ნეტა იცოდე რა სექსუალური ტანი გაქვს და ამას უკეთესად გამოაჩენდა მოტკეცილი კაბა, რომელიც ასე ხელუხლებლად გიკიდია გარდერობში. იცოდე თუ არ ჩაიცვამ,მაგ კაბას მივისაკუთრებ.- არასდროს მიყვარდა კაბები. ესეც დეიდაჩემის თხოვნით ვიყიდე, აქ ჩამოსვლისას.ვფიქრობდი, რომ არასდროს მომიწევდა მისი ჩაცმა, როგორც ჩანს შევცდი...
-ლილი,კარგი რა, ძალიან მოტკეცილია...ამაში როგორ უნდა ვისუნთქო? ჩემი სიკვდილი გინდა არა?-ვცადე თავი შემეცოდებინა გოგოსთვის, რომელსაც სახეზე ეწერა: ,,ივი ან ამ კაბას ჩაიცმევ, ან გითრევ თმებითო". ბოლოს დავნებდი, კაბას ხელი მოვკიდე და გასახდელში შევიკეტე. ჩემი ოთახი პატარა და მყუდრო იყო, სადაც პატარა სააბაზანო, პატარა გარდერობი და გარდერობის გვერძე, პატარა გამოსაცვლელი მქონდა. ძლივს ჩავეტენე კაბაში. ძალიან მოტკეცილი და მოკლე აღმოჩნდა. დუნდულებს ოდნავ ქვემოთ იყო, ზურგი მთლიანად ამოღებული და ღრმა დეკოლტე ქონდა. თავი მეტროს ბოზი მეგონა. ღრმად ჩავისუნთქე და ლილის დავენახე. თვალები გაუბრწყინდა.ლოგინიდან წამოხტა და მომვარდა.
-ძალიან სექსუალური ხარ გოგონავ.ცოტა ოდენი მაკიაჟი და თვალს ვერ მოგწყვეტს კაცი.- თვალები ვჭყიტე.
-აბა აქ დაატორმუზე. ცოვრებაში არ მსმია მაკიაჟი და არც ახლა ვაპირებ. ისედაც დაგიჯერე და ამ სულელურ კაბაში ჩავეტენე.-ეს რომ ვუთხარი ისეთი თვალებით შემომხედა, მეგონა იქვე მითრევდა თმებით. ამ ბრძოლაში მე გავიმარჯე და უმაკიაჟოდ წასვლაზე დავითანხმე. ჩემი ხვეული თმა ავიწიე და მაღლები ჩავიცვი, რომელიც სტელამ მათხოვა.ლილიც ჩემთან გაემზადა. მას მოკლე ქვედაბოლო,ტოპი და მაღლები ეცვა.  ნაზი მაკიაჟი გაეკეთებინა, რაც ნამდვილად უხდებოდა. ამასობაში ლუიმაც მოგვაკითხა, თინა გვერძე ეჯდა.ძალიან ჩაკეტილი გოგო იყო, ბევრს არასდროს ლაპარაკობდა, თუმცა მგონი შევძელი და მისი კარგი დამოკიდებულება დავიმსახურე, ნუ მე ამის იმედი მაქვს.
ლუი მანქანიდან გადმოვიდა და გაგვიღიმა:
-შესანიშნავად გამოიყურებით ქალბატონებო.-გვითხრა და მანქანის უკანა კარები გამოაღო.
-მეგონა ჯენტლმენები გადაშენდნენ.-ვუთხარი სიცილით და სავარძელზე მოვთავსდი.
     ისევ ამ სახლში აღმოვჩნდი და გულმა სწრაფად ფეთქვა დამიწყო. დღეს უფრო ცოტა ხალხი იყო,თან ყველა ძალიან გამოპრანჭული. წინ ჯონი შემოგვეგება.
-გილოცავ ჯონი.-ვუთხარი ღიმილით და მოვეხვიე.
-მადლობა ლამაზო.-მითხრა, თვალი ჩამიკრა და ყურადღება სხვებზე გადაიტანა, თუმცა ჩემი შიშველი ზურგიდან ხელი არ აუღია. ვაპირებდი მისგან გავწეულიყავი, როცა ის დავინახე.  შავი ჯინსი, ამავე ფერი მაისური და თეთრძირიანი ბოტასები ეცვა. ხელში ლუდის ბოთლი ეჭირა და ვიღაც ბიჭს ელაპარაკებოდა. არვიცი, ალბათ იგრძნო, რომ ვიღაც უყურებდა და ჩემსკენ გამოიხედა. მისი შავი თვალები უფრო ჩაუმუქდა, ამათვალიერ-ჩამათვალიერა და მზერა ჩემს წელზე შეაჩერა, სადაც ჯონის ხელი იყო შემოხვეული. ბიჭს უფრო მივეკარი და ისევ ლუკასს გავხედე. შემიძლია დავიფიცო, რომ დავინახე,როგორ დაეჭიმა ყბა.ჩემს თავს ვერ ვცნობდი, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცოდი,რომ მისი ეს რეაქცია სიგიჟემდე მომწონდა.
    მისაღებ ოთახში ვიჯექი, ლუის გვერდით და თავბრუ მეხვეოდა. სულ ორი ჭიქა დავლიე, მაგრამ ეს საკმარისი აღმოჩნდა დასათრობად. ჰაერზე გასვლა მომინდა და ფეხზე წამოვდექი, თუმცა თითქმის ყველას ეზოში მოეყარა თავი, ამიტომ მეორე სართულისაკენ დავიძარი. იმედი მქონდა, აივანს ვიპოვნიდი. გამიმართლა. აქ არავინ იყო, ასე რომ მარტოობით ტკბობის შანსი მომეცა. ცოტახანში ფეხის ხმა გავიგონე. გვერდით ჯონი დამიდგა, ეტყობოდა საკმაოდ მთვრალი იყო.
-აბა, ლამაზო ერთობი?
-სიმართლე გითხრა, სახლში უფრო მინდა წასვლა.
-კარგი რა...რა დროს სახლია.-ვიგრძენი მისი ხელი როგორ შემომიცურა წელზე.მოვშორდი.
-იცი,მე უნდა წავიდე.
-მოიცადე...-კედელზე ამაკრა და თვალებში ჩამხედა.- ძალიან  კარგად გამოიყურები დღეს.
-მადლობა, ჯონი. ახლა გამიშვი კარგი?
-ჯერ მაკოცე.
-რა?
-მაკოცე, ივი.
-არა ჯონი. გამიშვი.მთვრალი ხარ და შენთვითონ ვერ იაზრებ რას ამბობ.
-რაც გითხარი გააკეთე, ივი.- მითხრა მკაცრი ხმით და ხელი ხელზე მომიჭირა. ცრემლები მომაწვა.
-ჯონი გამიშვი რა.-აკანკალებული ხმით ვუთხარი და მისგან გათავისუფლება ვცადე.
-მაკო...
-მგონი გითხრა,რომ შენი კოცნა არ უნდა.-გაისმა ლუკასის ბოხი ხმა, რომელიც მოგვიახლოვდა.
-შენ არავინ გეკითხება, ძმაო, დამტოვე ამ გოგოსთან მარტო.
-ჯონი, მოშორდი ივის, სანამ ძალით მოგაშორე მას.-მკაცრი სახე ჰქონდა. ჯონი მომშორდა და მას წინ აესვეტა. გული ცუდს მიგრძნობდა.
-ლუკას, ყოველთვის იქ ყოფ  ტრაკს, სადაც  შენი ადგილი არაა.
-მთვრალი ხარ, ხვალ ვილაპარაკოთ.
-ყოველთვის ცდილობდი ჩემთვის სიცოცხლე გაგემწარებინა. ყოველთვის,როცა ვიღაც მომეწონებოდა შენ მართმევდი. ასე რატომ გეზიზღები. ასეთი რა დაგიშავე.-ვგრძნობდი, ლუკასი მდგომარეობიდან გამოდიოდა. რამე უნდა გამეკეთებინა, თუმცა ადგილიდან ვერ ვიძვროდი.
-შენ ყოველთვის ხელს მიშლიდი.-აგრძელებდა ჯონი.-ჯერაც ვერ მაპატიე, ის რაც შენ დასთან მოხდა,ხომ ასეა?
  უცებ ლუკასმა ჯონი კარებზე მიახეთქა და შუშა თავით გაატეხინა. შემეშინდა და სახლში შევვარდი. კიბეებზე გიჟივით დავეშვი და გარეთ გავვარდი, როცა სახლის უკნიდან კივილი გავიგონე. გავშრი... ყველა იქით გარბოდა, მეც მათ გავყევი. დაბლა სისხლიანი ჯონი ეგდო, შუშის ნატეხი გულში ჰქონდა ჩარჭობილი და თვალები გახელილი. ერთ-ერთი თანატოლი დაიხარა და პულსი შეუმოწმა.
-მკვდარია...-თქვა და ზემოთ აიხედა. ყველამ მის მზერას გავაყოლეთ თვალი. აივანზე ლუკასი გადმომდგარიყო და გაფითრებული სახით გადმოჰყურებდა მკვდარ სხეულს.
პირზე ხელის გული ავიფარე. ლუკასმა ჯონი მოკლა...
     

მკვლელიWhere stories live. Discover now