თავი 8

119 9 3
                                    

  ბნელა. ფეხის ხმა მესმის. მიახლობდება. გავრბივარ. ძალიან ბნელა, გზას ვერ ვხედავ, მაინც გავრბივარ. მეშინია. სიკვდილის მეშინია. სიცივის მეშინია. მარტოობის მეშინია. გავრბივარ. ახლოსაა. მის სუნთქვას ვგრძნობ. მემუქრება. მისი ხმა ექოდ ჩამესმის. გავრბივარ. მტკივა, ფეხები მტკივა.არ ვჩერდები. გავრბივარ. მინდა დავიყვირო. დახმარება ვითხოვო. ხმა არ ამომდის. გავრბივარ.მეწევა.ძალიან ახლოსაა. მის სიცივეს ვგრძნობ. მეხება.მიჭერს. ვეცემი.
   იგივე და ისევ იგივე.  რამდენიმე დღე გავიდა,რაც ის შეტყობინება მივიღე. ლუკს ვუთხარი. გვერდიდან არ მშორდება. არ ვიცი რა მოხდება, მაგრამ გული ცუდს მიგრძნობს.თითქმის  სახლიდან არ გავდივარ. მეშინია... ძალიან მეშინია.
   ჯერ კიდევ პიჟამოების ამარა ვდგავარ და ყავას ვსვავ. ლუკი რეკავს.
-აბა, როგორ ხარ?
-კარგად,შენ?
-მეც. მომენატრე.
-გუშინ საღამოს მნახე.
-ხო, ვიცი...მარა მაინც მომენატრე.
  გამეცინა. დღითიდღე ვეჯაჭვები მას. ვგრძნობ ჩემში რაღაც ხდება, რაღაც იცვლება. მგონი შემიყვარდა. თუმცა ამას არც ჩემს თავთან და არც მასთან არ ვაღიარებ.
-შენ არ მოგენატრე?-მკითხა როცა პასუხი დავუგვიანე.
-ნუ, ხო რავიცი.-სიტყვა გავწელე და გავიტრუნე.
-გველო.
-რას აპირებ შენს დაბადების დღეზე?-სიცილით ვკითხე.
-ჯერ არ ვიცი. არ მინდა ბევრი ხალხი. იქნებ სადმე წავიდეთ? მხოლოდ მე და შენ. რას იტყვი?
-წინ ერთი კვირაა, თუ ეს კვირაც მშვიდობით ჩავამთავრე, თანახმა ვარ.
-კიდევ მოგივიდა ესემესი?
-არა.
-ყველაფერი კარგად იქნება,ივ.
-მეშინია.
-მეც მეშინია. შენი დაკარგვის მეშინია...
   ორივე გავჩუმდით. ერთმანეთის სუნთქვას ვუსმენდით. ან იქნებ,  ვიცოდით, რომ ეს დასასრული იყო, მაგრამ ამის აღიარება არცერთს გვინდოდა.
-მოდი დღეს სადმე წავიდეთ.- შემომთავაზა ლუკასმა.
-ფიქრობ, რომ ეს კარგი იდეაა?
-რატომაც არა?სულ სახლში ხო ვერ იჯდები. გვერდიდან არ მომშორდები და ყველაფერი კარგად იქნება.
-და სად მეპატიჟები?
-მაგას გაიგებ.
-მოიცადე, ესე არ შეიძლება. ხო უნდა ვიცოდე რა ჩავიცვა?
-ის, რაშიც თავს კომფორტულად იგრძნობ.საღამოს გამოგივლი.-მითხრა და გამითიშა. იდიოტი.
    მთელი დღე სახლსი ვიყავი. ცოტახნით ლილი და თინა მესტუმრნენ.
-მოდი დღეს პიჟამა ფართი მოვაწყოთ.-თქვა ლილიმ და ხელები ერთმანეთს შემოარტყა.
-კარგი იდეაა.-აყვა თინაც.
-გოგოებო,იცით დღეს არ მცალია. ჩემ გარეშე გაერთეთ.-ვუთხარი უხერხული ღიმილით.
-სად მიბრძანდები ქალბატონო?- ლილიმ თვალები დააწვრილა და ისე შემომხედა, მეგონა მომკლავდა.-არ მითხრა. მე თვითონ მივხვდები. მისტერ სიმპათიურობასთან გაქვს პაემანი, ხო?
-ნუ...ეგრე გამოდის.
-საყვარელი,რა ყურადღებიანია.
-გვერდიდან არ მშორდება, ყოველდღე ჩემთანაა და თუ არაა, მირეკავს,მწერს. ის...ის, ძალიან კარგია.
-ხომ გთხოვე მისგან თავი შორს დაიჭირე-მეთქი?-ჩაგვერთო თინა. მისი ტონი არ მომეწონა.
-რატომ ხარ ასე ცუდად მის მიმართ განწყობილი?
-რატო არ მიჯერებ? ვცდილობ თვალი აგიხილო, გადაგარჩინო, შენ კი იმის მაგივრად, რომ დამიჯერო მასთან უფრო და უფრო ახლო ურთიერთობაში ეფლობი. რატომ არ მიჯერებ, ივი?- გაბრაზებული ხმა ქონდა. მე და ლილი გაკვირვებულები ვუყურებდით.
-იმიტომ, რომ ლუკი შემიყვარდა.-თავი დავხარე.-თინა, ის არც ისეთი ცუდია, როგორიც შენ გგონია, დამიჯერე.
-ჩემო ლამაზო, მე გაგაფრთხილე, უბრალოდ შენთვის კარგი მინდა, არ მინდა გულნატკენი დარჩე.- ხმა დაურბილდა და მომეხვია.
-ვიცი, ვიცი,მაგრამ, ვფიქრობ, ეს სწორედ ისაა რაც მე მჭირდება.-ვუთხარი ღიმილით.
-გოგონი, სიყვარულის ცეცხლში იწვი.-დამცინა ლილიმ.
-შემეშვი რა.-ვუთხარი და სიცილში ავყევი.
    
     გოგონებს ვაცილებ, როდესაც  ჩემს სახლთან მანქანა ჩერდება და იქიდან ლუკასი გადმოდის.
-მოგესალმებით ქალბატონებო.- ღიმილით უკრავს თავს გოგოებს და ჩემსკენ ბრუნდება. ხელს წელზე მხვევს, მკერდზე მიკრავს და ვნებიანად მკოცნის.
-გართობის დროა.-მეუბნება და მანქანის კარს მიღებს. ლილის და თინას ხელს ვუქნევ და მანქანაში ვჯდები.
-სად მივდივართ?-ვეკითხები და თან ღვედს ვიმაგრებ.
-მოგეწონება.
    მთელი გზა იმაზე ვეწუწუნებოდი, რომ არ ვიცოდი სად მივყავდი, თუმცა მაშინვე გავჩუმდი, როგორც კი მანქანა დიდი გასართობი პარკის წინ გააჩერა.
-მეხუმრები?-ღიმილით გავხედე და სასწრაფოდ გადავხტი მისი ჯიპიდან.
-აბა, გავარტყი?-მეკითხება.
-ათიანში.-ვიცინი, ხელს ვკიდებ და პარკში მივათრევ.
    თითქმის ყველა ატრაქციონზე ვისხედით. ბევრი ვიცინეთ. ეს ნამდვილად მჭირდებოდა. არ დამავიწყდება მისი სახე, როცა ამერიკულ მთებზე დავსხედით. მეგონა ხელებში ჩამაკვდებოდა.
-არა, რა. რას ვიფიქრებდი, რომ თვით ლუკას კავინსკის, გოგოების გულთა მპყრობელს, ერთი პატარა ატრაქციონი თუ შეგაშინებდა.- ვეუბნები სიცილით და თან ბამბის ნაყინის კიდევ ერთ ლუკმას ვჭამ.
-პატარა? შეხედე რამსიმაღლეზე ადის. არ უნდა დაგთანხმებოდი იქ დაჯდომაზე რა.-ამოიბუზღუნა.
-ეშმაკის ბორბალზეც არ გამომყვები?
-ეგ ნელა მოძრაობს, ამიტომ თანახმა ვარ.
    ჩვენს ადგილებზე მოვთავსდით და მაღლა სვლა დავიწყეთ. საოცარი სანახავი იყო. ყველაფერი ნელ-ნელა პატარავდებოდა და, თითქოს, უსასრულობის სივრცეში ვიკარგებოდით. მხოლოდ მე და ლუკი.
     როდესაც ზუსტად სიმაღლის ზენიტში მოვხვდით, ლუკასი ჩემსკენ გადმოიწია და ჩამჩურჩულა:
-შენ ხარ ის მიზეზი, თუ რატომაც ვდგები დილით საწოლიდან. შენ ხარ ჩემი იმედი, რომ ყველაფერი კარგად იქნება. შენ ხარ ჩემი... და ამის შეცვლას არ ვაპირებ.- მითხრა და მაკოცა. გეფიცებით, ეს ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო მომენტია.
    მის ვნებით სავსე კოცნაში იმდენად ჩავიკარგე, ვერც კი შევამჩნიე, რომ დაბლა დავეშვით. სწრაფად მოვშორდი მას და ატრაქციონიდან გადმოვედი. ცოტა შემრცხვა, რადგან დავინახე რამდენიმე წყვილი თვალი როგორ გვიყურებდა, თუმცა შევნიშნე ერთი, რომელიც სხვებს არ გავდა. მოშორებით იდგა. სახეს ვერ ვხედავდი, თუმცა ვამჩნევდი მის გამოხედვაში სიძულვილს და ბოროტებას. დაჟინებით გვიყურებდა.
-მგონი ერთი კოცნის გამო ცნობილები გავხდით.-მითხრა სიცილით ლუკმა და გვერძე მომიდგა. მას შევხედე და შემდეგ სწრაფადვე იმ უცნობისკენ გავიხედე, რომელმაც ასე შემაშინა, თუმცა იქ აღარავინ იდგა. მომეჩვენა. ნამდვილად მომეჩვენა. სტრესის ბრალია. ვუთხარი ჩემს თავს და შეყვარებულს დავუბრუნდი, თუმცა ყურადღება ჩემმა ტელეფონმა მიიქცია.
-რა ხდება?-ლუკასმა ჩემს ტელეფონს დახედა.
-შეტყობინება უცხო ნომრისგანაა.-შიშმა და პანიკამ ერთდროულად მომიცვა.
-მე შენთან ვარ, ივ. გახსენი.
   შეტყობინება გავხსენი:

,,ივი, გამომძიებელი ბრენანი ვარ. საიმონი უდანაშაულოა, თუმცა ვიცი ვინ არის ნამდვილი მკვლელი. სასწრაფოდ განყოფილებაში მოდი. ვფიქრობ, ის შენთან ახლოსაა, რადგან მისი შემდეგი მსხვერპლი შენ ხარ."

ველ, ველ, ველ
აბა, რას იტყვით?
   

მკვლელიWhere stories live. Discover now