თავი 1

99 9 2
                                    

ფანჯრის რაფიდან ოთახში თავმომწონედ იყურებოდა ლამაზი
მზესუმზირა. მისი ყვითელი
ფურცლები მზის სხივებს
მოგაგონებდათ.
ფანჯარა ღია იყო და წვიმის ნაზი
წვეთების დაცემის ხმა ისმოდა.
ოთახი წვიმის სურნელით გაჟღენთილიყო.
ყოველ დღეს თვალების გახელისას
პირველად მზესუმზირებს
ვხედავ და პოზიტივით ვივსები.
ფანჯარაში გავიხედე... დავინახე
მოქუფრული ცა, საიდანაც
სწრაფ-სწრაფად ცვიოდნენ წვიმის წვეთები
და თბილისის ქუჩებს ასველებდნენ.
დავინახე ხალხი რომელიც
სწრაფად მიიჩქაროდა სამსახურისკენ ან თუნდაც სკოლისკენ.
საათს ავხედე და გავაანალიზე რომ
სულ რაღაც ერთ საათში ჩემს
მომავალ სახლს ვნახავდი.
სასწრაფოდ აბაზანა მივიღე. ჯინსი და ჩემი საყვარელი ნაქსოვი, ვარდისფერი სვიტერი ჩავიცვი.
თითქოს ეს სვიტერი ბავშვობაში
მაბრუნებდა.
მაგრამ, აბა როგორ... მე ხომ ბავშვობა არც მქონია.

"ცუდი ფიქრებისგან თავი
გაინთავისუფლე ლილე!"

ვუთხარი საკუთარ თავს და სარკეში ჩავიხედე.
სარკიდან თითქოს უცხო ადამიანი
მიცქერდა. ჩემი თავი სამუდამოდ
ბავშვად დამამახსოვრდა. სარკეში
ჩახედვისას ყოველთვის მეგონა რომ
პატარა მაგრამ დიდ მწვანე თვალებიან შავგვრემან გოგონას დავინახავდი დახეული დათუნიით ხელში.
მე, ერთი ობოლი გოგონა ყოველთვის ვოცნებობდი
მოსიყვარულე ოჯახზე...
დედიკოზე რომელიც გულში
ჩამიკრავდა როდესაც შემცივდებოდა და გამათბობდა, მამიკოზე რომელიც ყველაზე მეტად მეყვარებოდა, უმცროს დაიკოზე
რომელსაც თვალისჩინისავით
გავუფრთხილდებოდი და დიდ ძმაზე რომელიც ყველგან და
ყოველთვის დამიცავდა.

ახლა სხვა კუთხით შევავლე თვალი
მეორე, უკვე ზრდასრულ "მეს".
ყველაფერს ორი მხარე აქვს - კარგი და ცუდიო - რომ ამბობენ,
ასეცაა. გრძელი, კუპრივით შავი, სწორი თმა ზურგზე ნაზად
მეფინებოდა. დიდი, მწვანე თვალებით ვუცქერდი ჩემს თავს სარკეში. ბუნებრივი მაკიაჟი გავიკეთე. მბზინავი ტუჩსაცხი წავისვი.
ბავშვთა სახლში
გაზრდილი, ახლა ჩემი მომავალი სახლის დასათვალიერებლად
მივდივარ.

წარსულის აჩრდილებიWhere stories live. Discover now