- ვიღაცის დღიურია... - ისევ ლიზას ავხედე და შემდეგ გვერდზე გადავშალე."გამარჯობა ძვირფასო დღიურო!
აი! სულ გადავირიე! თინეიჯერი მეოცნებესავით დავიწყე დღიურის წერა... იდიოტური გზა პრობლემებისგან თავის განსათავისუფლებლად და ყველაფრის დასავიწყებლად. მოკლედ ჩემო "მესაიდუმლევ" - როგორც ჩემი შვილი იტყოდა, მინდა ჩემს ცხოვრებაზე გიამბო. შეცდომაზე რომელმაც ცხოვრება დამინგრია და გამაუბედურა. რომელმაც ათასი ცოდვა ჩამადენინა. მინდა მოგიყვე სიბნელეზე რომელმაც ჩემში ჰპოვა ბინა.
სიტყვების ვერ აღვწერ ამ ყველაფრის შემდეგ როგორ მეზიზღება ჩემი თავი.
"დრო ყველაფრის მკურნალიაო" - ამბობენ. 5 წელია ამ "დროს" ველი. ველი დროს რომელიც მიმკურნალებს. იცი დღიურო, რომ ჯერ კიდევ ველი? "
30.07.2008წავიკითხე და ლიზას მივეცი რადგან მასაც გადაევლო თვალი.
- ეს რა არის? - მკითხა ლიზამ - ნეტავ აქ რა უნდა?
- ბოლოს აქ მცხოვრების პირადი დღიურია... - ვთქვი.
- ხო... სხვა შემთხვევაში აქ არ იქნებოდა.
- მაგრამ რაზეა ლაპარაკი? რა მოხდა? - მუშები აღარ გვიყურებდნენ და სამუშაოს აგრძელებდნენ.
ამას მარტო წაკითხვის შემდეგ თუ გავიგებთ. - მითხრა ხმადაბლა ლიზამ.
კი მაგრამ იქნებ არ ღირს წაკითხვა? იქნებ მას არ უნდოდა რომ ეს ვინმეს წაეკითხა?
- იქნებ უნდოდა? - კითხვა შემომიბრუნა ლიზამ.
- არვიცი... - ვთქვი და დავიხარე რათა ტელევიზორის ნამტვრევები შემეგროვებინა.
ლიზაც დამეხმარა.
სიჩუმეში გავიტანეთ მთელი იატაკზე დაყრილი ნარჩენები, გადავყარეთ და სახლში დავბრუნდით.
- ჩემი წასვლის დროა ლილე. - მთხრა - გამაგებინე რას იზავ - დღიურს დახედა რომელიც იატაკზე იდო - აბა კარგად - თქვა და გადამეხვია.
- მეც წავალ, სასტუმროში დავბრუნდები, ტანსაცმლის ჩალაგებას დავიწყებ. საღამოს დაგირეკავ. - ვუთხარი, ჩანთა და დღიური ავიღე, მუშებს ვუთხარი რომ ისევ დავბრუნდებოდი რამდენიმე საათში და გარეთ გავედი ლიზასთან ერთად. მეგობარს დავემშვიდობე.
რამდენიმე წუთში უკვე სასტუმროს ოთახში, საწოლში ვიწექი და ხელში ნაპოვნი დღიური მეჭირა.
YOU ARE READING
წარსულის აჩრდილები
Teen Fiction"ყველაფერს ორი მხარე აქვს -კარგი და ცუდიო - რომ ამბობენ, ასეცაა." ლილე ერთი ობოლი, ბავშვთა სახლში გაზრდილი გოგონაა. მაგრამ ამავდროულად ძალიან ნიჭიერი და წარმატებული ჟურნალისტი. მისი ცხოვრება თავდაყირა დადგება მას შემდეგ რაც 12 წლის განმავლობაში მ...