პროლოგი

274 14 4
                                    

ძველებურ სახლში ერთი დაზიანებული ტელევიზორის გარდა ვერაფერს
იპოვიდით. ვერც მაგიდას, ვერც სკამს.
მხოლოდ ერთი ძველი, შავი ტელევიზორი იდგა რომელიც 
გაჰყურებდა მის წინ მდგარ წითელი აგურით ნაშენებ კედელს.
კედელს აქა - იქ რამდენიმე აგურში ხვრელები ჰქონდა, მათგან კი შემოდგომის სუსხიანი ქარი იღვრებოდა ოთახში.
ამ მიტოვებულ სახლს აივანიც ჰქონდა რომელიც ერთ დროს
ყვავილებით იყო მორთული. მოჩუქურთმებულ მოაჯირზე მტვერს ბინა დაედო და მშვიდად
წამოწოლილიყო. თითქოს გადავარდნის არ ეშინიაო. გაგიკვირდებათ და არც
იქ იყო არაფერი.
აივნიდან თვალისმომჭრელი ხედი იშლებოდა, ხეები გაშიშვლებულიყვნენ და მათ ფეხქვეშ ფოთლების ხალიჩა გაფენილიყო. ხისგან ლამაზად
გამოყვანილი სკამები ერთ რიგად გამწკრივებულიყვნენ. გვერდზე სხვა და სხვა ფერის სახლები ერთმანეთს ისე იყვნენ მიბჯენილნი, ეხუტებიანო - იფიქრებდით. ლამაზ სახლებს ლამაზი აივნები
ამშვენებდათ. წელიწადის ყოველ სეზონზე ულამაზესი ხედი იშლებოდა ამ სახლის აივნიდან!
მხოლოდ ეს მიტოვებული სახლი იყო შავი ღრუბელივით პირქუში.
ხვალ თორმეტი წელი ხდება რაც ეს სახლი მიტოვებულია.
ოდესღაც ამ სახლის სახურავს რომ ახედავდით, დაინახავდით საკვამურიდან ლაღად ამომავალ კვამლს რომელიც ნელ-ნელა უჩინარდებოდა ჰაერში. ამ სახლის აივანზეც დაინახავდით მოკისკისე ბავშვებს.
დაინახავდით ამ სახლს და მიხვდებოდით რომ ერთდროს ულამაზეს სახლში, ცხოვრობდნენ ადამიანები-თავიანთი ლამაზი ისტორიებით.
მაგრამ ის დრო წარსულს ჩაჰბარდა.
ამ სახლში მცხოვრები ოჯახისგან აღარაფერი დარჩა გარდა უბანში
მცხოვრების შეთხზული ლეგენდებისა და ერთი გაუბედურებული
ტელევიზორისა.
ტელევიზორისა რომელზეც მტვერს და ჭუჭყს დაედო ბინა.
სახლი თორმეტ გაზაფხულს, ზაფხულს, შემოდგომასა და ზამთარს შეხვდა მარტოობაში.
ყოველ ახალ გაზაფხულს უფრო მეტი მტვრით დაფარული ხვდებოდა. ყოველ ახალ
გაზაფხულს სახლს არსებობის თითო წელი აკლდებოდა.
თორმეტმა წელმა ისე განვლო, ამ სახლში ფეხი არავის დაუდგამს, მაგრამ აი
დღეს, თორმეტი წლის განმავლობაში მიტოვებულ სახლში ხალიჩად გაფენილ მტვერზე
ფეხსაცმლის ნაკვალევი გამოჩნდა.

წარსულის აჩრდილებიWhere stories live. Discover now