თავი 2

53 6 2
                                    

- გისმენთ? - ზარს სწრაფად ვუპასუხე.
- ლილე გაგაღვიძე? ლიზა ვარ.
- არა, არ მეძინა, მაგრამ ვაპირებდი. ეკრანისთვის არ დამიხედავს. ხომ კარგად ხარ? - ლიზას გვიან დარეკვა არ სჩვევია.
- კი, კი კარგად ვარ. - დავმშვიდდი. - ვიცი გვიან გირეკავ, მაგრამ ხვალამდე ვეღარ მოვიცდიდი...
- რა მოხდა? - დავვინტერესდი.
- ხომ გახსოვს ის მკვლელობა წერეთლის ქუჩაზე?
- კი, სტატია დავწერე მაგის შესახებ.
- ხოდა... - დამაინტრიგა.
მიდი თქვი! - ახლა უკვე სრულიად გამოვფხიზლდი.
- ბატონმა ნიკოლოზმა ეს საქმე მე გადმომაბარა! - მითხრა სწრაფად მაგრამ ბედნიერი ხმით.
- გილოცავ ლიზა! ძალიან გამიხარდა!
- მადლობა! ეს ჩემი პირველი სერიოზული საქმეა! - ლიზა დამწყები გამომძიებელი იყო. აქამდე მხოლოდ ქურდობებს იძიებდა, მაგრამ გული ყოველთვის მკვლელობების გამოძიებისკენ მიუწევდა. - ვგრძნობ რომ ეს საქმე ადვილი არ იქნება, მაგრამ მისი გახსნის შემდეგ კარიერული წინსვლა მექნება! მერე ოფისსაც გავხსნი და კერძო დეტექტივადაც დავიწყებ მუშაობას!
- მე შენი მჯერა! - ლიზას ყოველთვის, ყველაფერში მხარს ვუჭერდი, მისი ბედნიერება - ჩემი ბედნიერება იყო, მისი გასაჭირი ჩემი გასაჭირიც იყო.
- ვიცი ლილე და დიდი მადლობა. ახლა გავთიშავ, დაიძინე.
რისი მადლობა... აბა ხვალამდე!
- ხვალამდე.

ტელეფონი ისევ გვერდზე, ტუმბოზე დავდე.
საწოლში კომფორტულად მოვკალათდი და თვალები დავხუჭე. ნელ-ნელა ყველაფერი სიბნელეში გაუჩინარდა.

•••
შავი, ძველი ტელევიზორის წინ ვდგავარ... ტელევიზორის უკან კედლები დაზიანებულია. ყველაფერი ძალიან ძველია. მოულოდნელად სახლი რყევას იწყებს და ჩერდება. ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. ტელევიზორი იგივეა, მაგრამ ახალივითაა. ჩართულია და მუშაობს. მის უკან კედლებზე ლამაზი სურათები და საათი ჰკიდია. ასევე მის უკან მაგიდა მოჩანს რომლის ერთ კიდესთან ორი სკამი დგას. ერთზე პატარა გოგონა ზის და ხატავს. მეორე კი ოდნავ გაწეულია. ეტყობოდა რომ ვიღაც იმ სკამიდან ადგა.
დედი, მამი, მოგწონთ ჩემი ნახატი? - მომესმის მეორე პატარა გოგონას ხმა უკნიდან.
ჩემს ზურგს უკან შებრუნება ვცადე მაგრამ უშედეგოდ. თითქოს კამერა ვარ რომელიც ტელევიზორის წინ დგას და არ შეუძლია გაინძრეს. მხოლოდ იმას ვხედავ რაც ჩემს წინ ხდება. მაგრამ მესმის ხმები რომლებიც ჩემს ზურგს უკნიდან მოდის.
ყოჩაღ ძალიან ლამაზია! - მესმის ქალის ხმა რომელიც ასევე უკნიდან მოდის.
ძალიან კარგია! - აღარ აყოვნებს კაცის ხმაც.
მოულოდნელად სახლმა ხელახლა იწყებს რყევას და ყველაფერი ქრება. მათ ადგილას ისევ დაზიანებული კედლები და ძველი ტელევიზორი ჩნდება.
უცებ შუქი ქრება. ზუსტად ისე როგორც თეატრში, სპექტაკლის შემდეგ.
და ყველაფერი ბნელდება.
•••

წარსულის აჩრდილებიWhere stories live. Discover now