[♡] 5 [♡]

1.6K 122 28
                                    

                         თავი მეხუთე
                            სანაყინე

თეჰიონი_

"ღმერთო ჩემო, მადლობა ჯიმინ! ბოდიში, რაღაც მნიშვნელოვანი იყო, თორემ არ დავაგვიანებდი." ვთქვი და ბიჭს ჩავეხუტე. მან გამიღიმა.

"არაუშავს თეჰიონ. ალბათ იმ პორნო ვარსკვლავს უყურებდი შენ რომ მოგწონს." თქვა და წარბები აათამაშა.

"ჰეი! ცოტა ჩუმად!" დავუყვირე.

'ვუყურებდი კი არა შევხვდი' გავიფიქრე.

"რას აკეთებთ თქვენ ორნი?! საქმეს დაუბრუნდით!" დაიყვირა ჯინმა ჩვენი მიმართულებით.

აქ მუშაობით მხოლოდ სტრესი მემატება და მიუარესდება, მაგრამ რა ვქნა, ფული მჭირდება  კოლეჯისთვის და გადასახადებებისთვის. სიმართლე რომ ვთქვა, ჩვეულებრივი სანაყინეს ფონზე მშვენიერი ხელფასი მაქ. მგონი ცოტა ზედმეტიც კი.

მუშაობა გავაგრძელეთ. ბევრი ხალხი გვყავდა. როგორც კი შენობაში ფეხს შედგამ, იმ წუთას იგრძნობ ნაყინის და ათასი სხვა გემრიელობების სუნს. სწორედ, ესაა ერთ-ერთი მიზეზი, ფულის შემდეგ აქ რატომაც ვრჩები სამუშაოდ.

ფული გადავითვალე და კასაში ჩავაწყვე. ზარის ხმა გავიგონე, რომელიც კარზე კიდია.

"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯინის სანაყ-....ინეში" დავინახე როგორ შემოვიდა ჯონგუკი. ნერვიულობა დავიწყე. აქ რატომ არის?

"რა? არ ხარ ბედნიერი შენი უფროს კლასელები რომ ნახე?" მკითხა იუნგიმ უემოციო სახით.

"არა, ეგრე არ არის."

"ეგრე ჩანს."

"შეკვეთას ჩავიწერ, ჯობს."

"ეს უპატივცემულობაა!" დაიყვირა იუნგიმ.

"მე შევუკვეთავ." თქვა ჯონგუკმა და ჩემი ტრაკი იუნგისგან გადაარჩინა. იუნგი კი ჯიმინისკენ შეტრიალდა, ახლა მაგას მოაბეზრებს ალბათ თავს.

"კარგი, რას ინებებთ?" ვკითხე და პატარა ბლოკნოტი გადავშალე ჩასაწერად.

ძალიან სიმპატიურია. ჯონგუკის სახე უბრალოდ საოცრებაა.

მან და მისმა მეგობრებმა შეკვეთა ჩამაწერიეს. მე ჯონგუკს პატარა ზარის დასარეკი მივეცი, მან კი ხელიდან გამომგლიჯა.

"თქვენ მაგიდა ნახეთ და მეც მალე მოვალ." ჯონგუკი.

"კარგი."

"ჯონგუკ, რატომ გამომგლიჯე ხელიდან?" გაკვირვებული და იმედგაცრუებული ვიყავი.

"მისმინე, თეჰიონ, არ მინდა გრძნობები გაგიჩნდეს ჩემს მიმართ. გუშინდელი ღამე მნიშვნელოვანი არ იყო და საერთოდ დაივიწყე. არ მომწონხარ, ეგრე არა. თანაც ცოტათი ნასვამი ვიყავი და მაგიტო მოხდა ეგ ყველაფერი."

მისი სიტყვების შემდეგ მე არაფერი მითქვამს. ვიცოდი, რომ ეგრე მოხდებოდა. ჩემნაირი ჯონგუკს საერთოდ რატომ მოეწონებოდა?

"კარგი. გასაგებია..."

"მშვენიერია. ხო კიდევ, საიდუმლო შეინახე, თორემ..." მკაცრად გამომხედა.

ვინ იფიქრებდა ქეი-ჯეი ასეთი ბიპოლარული ადამიანი თუ იყო. ნეტავ, რომელი პიროვნებაა ნამდვილი?

ჯონგუკი დავტოვე და უკან დავბრუნდი შეკვეთის მოსამზადებლად. დასალევი ლანგარზე დავაწყე და მათი მაგიდისკენ წავედი. ჯონგუკმა კიდევ ერთხელ გამომგლიჯა უხეშად. თავს ცუდად ვგრძნობ. არარაობად.

ალბათ, გიჟი ვგონივარ, რომ გამოვიცანი ვინც იყო, მაგრამ მე ხომ ის მიყვარს;

როგორ შევაჩერო ეს გრძნობები?

მეტი მინდა. მისი მეტი მინდა. მისი შეხება, მისი სხეული... ყველაფერი.

ჯონგუკი ამ სამყაროში ყველაფერზე მეტად მინდა. როგორ გავაკეთო ეს ჯონგუკ? როგორ გაგხადო ჩემი?

ტირილი მინდა.

              
                           [♡][♡][♡]

ჯონგუკი_

'ძალიან უხეში ვიყავი? ვის ადარდებს. არც კი მომწონს.'

მეგობრებთან ერთად ვიყავი. ნაყინს ვჭამდით და ზოგჯერ უბრალოდ ვითიშებოდი. ესეთი საქციელი მე არ მგავს. თავს დამნაშავედ ვგრძნობ.

'მისი გრძნობები რატომ მადარდებს?'

შევტრიალდი, თუმცა თეჰიონი ვეღარ დავინახე. იქ აღარ იყო.

   /_/_/_/_
შემდეგ თავში რა ხდება რომ იცოდეთ ხალხნო🙃😉😏

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის დღეს გილოცავთ 💜

გუშინ DNA ის კლიპმა 1 ბილიონ ნახვას მიაღწია🎊🎊

   თასუ [♡]

1 მილიონი ნახვა | თეგუკიWhere stories live. Discover now