[♡] 24 [♡]

970 94 7
                                    

                      თავი ოცდამეოთხე
                          პატივისცემა?

თეჰიონი_

ამ ბიჭს სახლში გოგოები და ბიჭები მოყავს. ყოველ დღე ჟიმაობენ. სმას არ წყვეტს და ყველაფერს არეულს ტოვებს. ჯონგუკი ამას საერთოდ ან როგორ ეგუებოდა ან როგორ უძლება? 

დინგ დონგ

კარი გამოვაღე და მოხუცი კაცი და ქალი დავინახე.

"უკაცრავად მაგრამ თქვენი სახლიდან ყოველ დღე ხმაური ისმის." თქვა ქალმა.

"დიახ, ბოდიში. ჩემი ახალი მეგობარი, ვინც აქ ჩემთან ერთად ცხოვრობს, ისე არ იქცევა როგორც ვეუბნები. ყველანაირად ვცდილობ, რომ გამოვასწორო. ხმაურისთვის ბოდიში."
ვუპასუხე. თავს უკვე დამნაშავედ ვგრძნობ.

"კარგი არაუშავს. უბრალოდ ძალიან ნუ იხმაურებთ, ჩემი ცოლი ვერ იძინებს, ვერც მე."

"კარგი. ბოდიში და მადლობა, რომ მითხარით."

კარი ნაზად მივხურე და ბოთლები ავიღე, რომელიც მაგიდაზე ეყარა.

'ამდენს რატომ სვამს?'

"ბოგუმ, გაიღვიძე! მეზობლები მოვიდნენ. კიდევ. მითხრეს, რომ ძალიან ვხმაურობთ და ეს აწუხებთ. ჩემ სახლში რჩები და ის მაინც ეცადე, რომ სხვებიც არ შეაწუხო." ვთქვი უხეშად.

"ნუ მაღვიძებ როდესაც მძინავს. პატივი უნდა მცე."

"საკმარისია."

"მისმინე, ვიცი შენ და შენ ძმას უთანხმოება გაქვთ, თუმცა დამტანჯე უკვე. თქვენ ორს შორის კონფლიქტში მე რატომ ვარ შუაში?!"

"რადგან შენ მინდიხარ თეჰიონ." თქვა. თვალები გაუშავდა და ნაგლური ღიმილით გამომხედა.

სახეზე ზიზღის მეტი არაფერი მეწერა.

ისევ მთვრალია.

"იოცნებე. დასუფთავებაში მომეხმარე და არა, არ უნდა გცე პატივი, როდესაც შენ არც მე და არ  ჯონგუკს პატივს არ გვცემ."

მან სარკასტულად ჩაიცინა.

"არ დაგეხმარები. მეგობრებთან მივდივარ."

'არაუშავს თეჰიონ. ცოტაც და წავა. ყველაფერი დასრულდება. მოითმინე.'

კარის ჯერ გაღების, შემდეგ დახურვის ხმა გავიგონე.

დივანზე ჩამოვჯექი და ლეპტოპი ჩავრთე.

ჯონგუკის ლაივი მალე უნდა დაიწყოს.

ტუჩეზე ვიკბინე.

ამ დღეებში ლაივში ადრე გადის ხოლმე.

ალბათ ახალი განრიგი აქვს.

    /_/_/_/_
უკვე ვთქვი რომ თეჰიონი სულელია?!

არაუშავს კიდევ გავიმეორებ.

სულელია!!! შტერია!!!

   თასუ [♡]

1 მილიონი ნახვა | თეგუკიWhere stories live. Discover now