[♡] 2 [♡]

1.8K 137 73
                                    


"დარწმუნებული ხარ, რომ არ ხარ? რადგან, იგივე ხმა გაქ. თმების სტრუქტურაც იგივეა...და ორი ხალი ფეხზე." ვთქვი და როდესაც, მას გავხედე მის თვალებში იმხელა ბრაზი იკითხებოდა, რომ აღწერაც კი შეუძლებელია.

თავი მეორე
ქეი-ჯეი

მთხრობელი_

ჯონგუკმა თეჰიონი კედელზე ააკრო. მას სულაც არ ეხატებოდა გულზე, რომ თეჰიონმა იცნო. მთელი ეს დრო ფიქრობდა, რომ "ქეი-ჯეიდ" ყოფნა მარტივი იყო, რადგან ნიღაბი ეკეთა, რომელიც სახეს უფარავდა. მაგრამ, ფაქტი, რომ თეჰიონმა მისი პატარა დეტალებიც კი კარგად იცოდა, თან ისე რომ მისი იდენტობა გამოეცნო და შესაძლოა გაემჟღავნებინა კიდეც, მას ძალიან აბრაზებდა.

"როგორ მიხვდი?" იყვირა ჯონგუკმა ბოხი, ხრიწიანი ხმით.

"ერთ-ერთი ლ-ლაივის დროს ა-ახსენე." თეჰიონი დაბნეული იყო. ძალიან დაბნეული. შოკი კი, რომელსაც იმ დროს განიცდიდა, ნამდვილად არ შველოდა.

"ჯანდაბა!" ამოიგმინა ჯონგუკმა და მის წინ მდგომ ბიჭს დააკვირდა. თეჰიონის ასეთ მდგომარეობაში ნახვა, შეიძლება ითქვას, სიამოვნებდა კიდეც.

"შე-შეგიძლია გ-გამიშვა?" ენა დაება თეჰიონს.

"იმ შემთხვევაში, თუ ერთ რაღაცას დამპირდები." ჯონგუკმა ბიჭს კიდევ უფრო მოუჭირა ხელი.

"კ-კარგი." თეჰიონს ეტკინა, თუმცა მის ბაგეებს მაინც დასცდა მცირედი კვნესა. ამგვარ ქცევამ ჯონგუკი დააბნია, მაგრამ მაინც განაგრძო ის, რასაც აკეთებდა.

"ეს საიდუმლოდ უნდა შეინახო."

თეჰიონმა თავი დააქნია.

"სიტყვები გამოიყენე!" თქვა ჯონგუკმა.

"კარგი, შევინახავ! გავიგე. ა-ახლა კი გამიშვი. მ-მტკივა."

ჯონგუკმაც განათავისუფლა და დივანზე ჩამოჯდა ტელევიზორის საყურებლად. თეჰიონი კი ნატკენ მაჯას იზელდა.

"მანდ უნდა იდგე თუ მოხვალ და ბარემ რადგან აქ ხარ დაჯდები და უყურებ ტელევიზორს?" ჯონგუკი.

1 მილიონი ნახვა | თეგუკიWhere stories live. Discover now