[♡] 22 [♡]

1K 95 25
                                    

                     თავი ოცდამეორე
                პაემანი/ სიურპრიზი

თეჰიონი_

ცას გავხედე. არა მგონია იწვიმოს ან ცუდი ამინდი იყოს, ამიტომ ძალიან ჩვეულებრივად ჩავიცვი.

შავი ჯინსები და დიდი ჰუდი. სახლიდან გამოვედი, კარი ჩავკეტე და გარეთ გავედი.

'ძალიან სწრაფად ხომ არ მოვემზადე? პაემანი დიდი ხანია არ გვქონია. ჯონგუკი რაზეა გახარებული?'

ჯონგუკის მანქანა დავინახე. მან დაასიგანალა, რომ შემემჩნია. გამეღიმა და მისკენ წავედი.

ფანჯარა ჩამოწია.

"მზად ხარ პატარავ?"

"არა მგონია. არ ვიცი სად მიგყავარ."

"ფილმზე?"

ქვედა ტუჩზე ვიკბინე ღიმილის შესაკავებლად. "მშვენიერია."

"კარგი, ახლა ჩაჯექი." თქვა უხეშად და ფანჯარა აწია.

ტუჩები მოვკუმე და მძღოლის გვერდით ადგილი დავიკავე.

"როგორი უზრდელური საქციელია..." ვთქვი და ჯონგუკს ხელი ვკარი.

"ეი, მანქანას ვატარებ."

"ის მაინც მითხარი რა ფილმს ვუყურებთ..."

"შენ ხომ იმ ფილმის ყურება გინდოდა. სუპერ გმირზე რომ იყ-"

"ხო. "სუპერ ოჯახი 2"." წამოიყვირე და ადგილზე ხტუნვა დავიწყე.

ჩემს ქცევებზე დავინახე ჯონგუკმა როგორ თავმომწონედ გაიღიმა.

"ხომ იცი რომ პირველი არ მინახავს?" მკითხა ჯონგუკმა.

"მეორეს ვერ ნახავს, სანამ პირველს არ უყურებ."

"შეგიძლია უბრალოდ მითხრა პირველში რა მოხდა."

"როგორი ზარმაცი ხარ."

"ხო, მაგრამ შენ მაინც გიყვარვარ." ლოყაზე მაკოცა, სანამ შუქნიშანზე მწვანე შუქი აინთებოდა.

გავწითლდი.

                          [♡][♡][♡]

ჯონგუკი_

1 მილიონი ნახვა | თეგუკიWhere stories live. Discover now