ეს დღეც დადგა.დღეს ტესტირებაა,ბოლო დაბრკოლება რომელიც სკოლის დამთავრებამდე გვაშორებს.ძალიან ვნერვიულობ,ჩემს თავზე იმდენად არ ვფიქრობ რამდენადაც ბიჭებზე.ყველაზე მეტად კი ქუქიზე ვნერვიულობ,რადგან მთელი ერთი თვე ჩემზე იყო დამოკიდებული.მე ვუხსნიდი და მე ვამეცადინებდი.თუ ამ ტესტირებას ვერ გაივლის თავს დამნაშავედ ვიგრძნობ...დღეს ვიცოდით რომ ყველა დაძაბულები ვიქნებოდით,ამიტომ იუნგისთან და თეჰიონთან შევიკრიბეთ სახლში.ერთმანეთი გავამხნევეთ და ერთად წავედით სკოლაში.ახლა ვზივართ დერეფანში და ველოდებით ვინ იქნება ჩვენიდან პირველი ოთხეული ვინც შევა ტესტირებაზე .ამასობაში მასწავლებელიც გამოვიდა.
-იუნგი,ჯიმინ,ნანი,ჯინ გთხოვთ შემობრძანდეთ.
გული ამიჩქარდა.ბავშვებმა გაგვამხნევეს,წარმატებები გვისურვეს და შევედით.თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი,მაგრამ ვცდილობდი ყურადღება არ გამემახვილებინა ამაზე.როგორც იქნა მოვრჩი.ბოლო კითხვას გავეცი პასუხი და მონიტორი გამწვანდა.ზედ კი ეწერა(გილოცავთ თქვენ წარმატებით გაიარეთ ტესტირება)ისე გამიხარდა ემოციებს ძლივს ვიკავებდი.გავხედე ჯიმინის მონიტორს და რას ვხედავ,ისიც მწვანედ განათდა.ისე გამიხარდა თავი ვეღარ შევიკავე,სკამიდან წამოვხტი და ჩავეხუტე.
-გილოცავთ ბავშვებო,შეგიძლიათ გახვიდეთ.გვითხრა მასწავლებელმა.ჩვენც გამოვედით.ისეთი გახარებული სახეები გვქონდა ყველა მიხვდა რომ ჩავაბარეთ.მაშინვე ყველა ჩვენსკენ წამოვიდა,ჩაგვეხუტნენ გვილოცავდნენ,მალევე იუნგი და ჯინიც გამოვიდა.გავხედე და მათი სახეები ისეთი დამძიმებული იყო გული გამისკდა.
YOU ARE READING
♡See you again♡✔
Romanceღმერთო რა საშინელი გრძნობაა როცა ხედავ, როგორ ეხუტება შენს საყვარელ ადამიანს შენი ბავშვობის მეგობარი.ასე უნდა მოხდეს?გოგოს გამო უნდა დაინგრეს ჩვენი მეგობრობა?არ ვიცი,მაგრამ ეს თუ მოხდება ნანი აუცილებლად ჩემთან დარჩება...