《15თავი🤔👀》

227 40 3
                                    

სკოლაში რომ მივედით სანი კლასამდე მივაცილე.როდესაც უკან ვბრუნდებოდი გავიგონე ხმა,
-ნანი მოიცადე.მივტრიალდი და დავინახე ქუქის და.
-სუჯი როგორ ხარ.ვკითხე და თბილად გავუღიმე.ის კი მომეხვია და მითხრა:
-კარგად შენ როგორ ხარ,დიდიხანია არ შევხვედრილვართ.
-ხო მაპატიე ვერ მოვახერხე.ვუპასუხე უხერხულად.
-არაუშავს,ახლა სანი ჩამოვიდა და ისევ ხშირად შევხვდებით.
-ხომ.ვუთხარი და გავუღიმე.
-იცი შენთან რაღაცაზე მინდა ლაპარაკი.მითხრა სუჯიმ შეწუხებული სახით.
-კარგი გაკვეთილების მერე შემოგივლი,სასადილოში ჩავიდეთ და ვისაუბროთ.
-კარგი შეხვედრამდე.სუჯი უკვე წასვლას აპირებდა რა დროსაც ქუქი მოვიდა,ის შეაჩერა და უთხრა:
-სუჯი დღეს მე წაგიყვან,გაკვეთილები რომ დაგიმთავრდება დამელოდე.და რაზე ლაპარაკობთ თქვენ ორი?
შევატყე  რომ სუჯის ახლა ეს სიტყვები აშკარად არ უნდოდა რომ გაეგო...მშვენიერია,მე ისევ მომიწევს მოვიტყუო.ჯერ დედა ახლა ქუქი.გილოცავ ნანი დილა მშვენივრად დაიწყე.
-იცი სუჯისთან საქმე მაქვს,მინდოდა სანისთვის ბოლო ერთი კვირის დავალებები ამომეწერა რომ არ ჩამორჩეს.სწორედ ამაზე ვლაპარაკობდით.ვუპასუხე ქუქის.
-მართლა?კარგი მაშინ დაგელოდებით და ერთად წაგიყვანთ.
-არაა საჭირო მას მე მოვაცილებ სახლამდე.ვუთხარი ქუქის და გავუღიმე.შევამჩნიე რომ ქუქი რაღაცაში დაეჭვდა,მაგრამ არ შემეწინააღმდეგა და დამეთანხმა.
-კარგით მე წავალ გაკვეთილი მეწყება.თქვა სუჯიმ დაგვემშვიდობა და წავიდა.
-ჩვენც წავიდეთ.მითხრა ქუქიმ.
-ხო.ალბათ ბიჭები გელოდებიან.ვუთხარი და ლაპარაკ-ლაპარაკში საკლასო ოთახში შევედით.ჰოსოკი უკვე იქ იყო.ყურადღება არც მიმიქცევია ისე ჩავუარე გვერდით.გაკვეთილი დაიწყო.მასწავლებელი ლაპარაკის დაწყებას აპირებდა როცა კაკუნის ხმა გაისმა.ოთახის კარები გაიღო,ყველას ყურადღება ამ კარისკენ იყო მიმართული.და შემოვიდა გოგონა.ისე გამოიყურებოდა თითქოს სკოლაში კი არა სადმე კლუბში მოვიდა.ზედმეტად გაპრანჭული და თამამი ჩაცმულობა ჰქონდა.ლამაზი იყო,მაგრამ ეტყობოდა მისი სილამაზე თავში ქონდა ავარდნილი.

♡See you again♡✔Hikayelerin yaşadığı yer. Şimdi keşfedin