თვალს ვახელ და ვუყურებ ჭერს.სიჩუმეა,საღამო,სადღაც 19:00 საათია ალბათ.აივნის კარი ღია იყო,ნიავი ფარდას აფრიალებდა.ხელებით საწოლს დავეყრდენი და წამოვჯექი.დავინახე ქუქი რომელსაც ეძინა.
მას პლედი მივაფარე და ფრთხილად ავდექი,არ მინდოდა გამეღვიძებინა.ოთახიდან გამოვედი,მინდოდა ჰოსოკი მენახა.კიბეებზე რომ ჩავდიოდი მივხვდი დაბლა არავინ იყო ამიტომ ოთახებში დავუწყე ძებნა,მაგრამ ამაოდ.სახლში არავინ იყო მე და ქუქის გარდა.ოთახში დავბრუნდი და ტელეფონი ავიღე რომ ჰოსოკისთვის დამერეკა,მაგრამ არ იჭერდა.ჯერ აივანზე გავედი,მერე ოთახებში დავდიოდი,მერე გარეთ გავედი....ვერანაირად რომ ვერ დავუკავშირდი ისევ ოთახში დავბრუნდი.ნერვიულობისგან აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა ამიტომ აქეთ-იქით სიარული დავიწყე.თან გულში ვიმეორებდი ჯონგქუქ მალე გაიღვიძე...უეცრად ძლიერმა ქარმა დაუბერა და აივნის კარი მიაჯახუნა.შიშისგან ვიკივლე და მაშინვე ქუქისთან მივარდი.ის კი შეშინებული წამოხტა.
-რა ხდება.გაოგნებული სახით მკითხა მან.
-მაპატიე არ მინდოდა შენი გაღვიძება,უბრალოდ ძალიან შემეშინდა.
-არა არაფერია,ძილს არ ვაპირებდი.ალბათ ჩამეძინა.მითხრა და ქურთუკი მოიცვა.
-სად არიან დანარჩენები?ვკითხე მე.
-რა დროს ესაა,შენ როგორ გრძნობ თავს.მითხრა და შუბლზე ხელი მომადო.
-მე კარგად ვარ,ჰოსოკი სად არის.
-რა კარგად იწვი,სიცხე გაქვს,ახლავე საავადმყოფოში უნდა წავიდეთ.
-ჯონგქუქ არ გესმის რას გეუბნები?სად არის ჰოსოკი.
-არ არის!ხო ხედავ რო არ არის.სიკვდილს ძლივს გადაურჩი და პირველი კითხვა ეს გაქვს?არ ვიცი სად არის წავიდა...როცა დაინახა რომ გონზე მოხვედი ადგა და წავიდა.მითხრა უხეში და ხმამაღალი ტონით.მეც არ დავუხვალიე და ყვირილი დავუწყე.
-ხო არ გაგიჟდი რანაირად ლაპარაკობ, ის ასე უბრალოდ არ მიმატოვებდა,ვიცი რაღაც დაემართა,ამ მდგომარეობაში არ დამტოვებდა.ლაპარაკი დავასრულე თუ არა მაშინვე ტირილი ამივარდა და ლოგინზე დავჯექი.ქუქიმ ასეთ მდგომარეობაში რომ დამინახა ვეღარ გაუძლო მოვიდა და მომეხვია.მე კი გაღიზიანებული ტონით ვუთხარი:
-მომშორდი ყველაფერი შენი ბრალია.
-კარგი მაპატიე,არ უნდა მეთქვა ასე.მითხრა და ისევ მომეხვია.მეც ძალა გამოცლილი დავნებდი და ტირილი გავაგრძელე.ჩემთან ერთად ქუქიც ტიროდა.როდესაც ცოტა დავწყნარდი და მივხვდი ისიც ტიროდა ვკითხე:
-შენ რაღა გატირებს.
-არ ვტირი.მიპასუხა მან.მე კი თვალებში შევხედე რომლებიც ცრემლით ჰქონდა სავსე.
-ხო ალბათ მომეჩვენა.ვუთხარი და ცრემლები მოვწმინდე.ამაზე კი მას გაეღიმა.
BINABASA MO ANG
♡See you again♡✔
Romanceღმერთო რა საშინელი გრძნობაა როცა ხედავ, როგორ ეხუტება შენს საყვარელ ადამიანს შენი ბავშვობის მეგობარი.ასე უნდა მოხდეს?გოგოს გამო უნდა დაინგრეს ჩვენი მეგობრობა?არ ვიცი,მაგრამ ეს თუ მოხდება ნანი აუცილებლად ჩემთან დარჩება...