თავი 1

3.1K 185 22
                                    

Author's POV

ყველაზე რთულია ცალმხრივი სიყვარული.

როცა გიყვარს, ის კი ყურადღებასაც არ გაქცევს თითქოს არც არსებობ.

ყველაზე მტკივნეულია, როცა მას სხვასთან ერთად ხედავ.

როცა ხედავ როგორ ეხება ის ვიღაც შენს სიყვარულს.

მტკივნეულია, როცა იცი რომ შენ არ შეგიძლია მის ადგილას იყო. არ შეგიძლია შეეხო, მოეფერო, აკოცო.

მითუმეტეს მაშინ როცა ის შენთან ერთად ცხოვრობს სახლში. ყოველდღე გიწევს მისი დანახვა, მაგრამ არ შეგიძლია მიახლოვება. თითქოს თქვენს შორის დიდი ყინულია, რომელიც სულაც არ ჩქარობს დადნობას და მყარად დგას.

ზუსტად ამას გრძნობდა ჯიმინი, რომელიც სიგიჟემდე იყო შეყვარებული მის მეგობარ იუნგიზე. ისინი ერთ სახლში ცხოვრობდნენ, მაგრამ მარტონი არა. მათთან ერთად კიდევ 5 ბიჭი ცხოვრობდა. ყველამ კარგად იცოდა ჯიმინის გრძნობების შესახებ. ისინი წუხდნენ მის გამო. ცდილობდნენ რომ როგორმე დაევიწყებინა ჯიმინს იუნგი, თუმცა უშედეგოდ. მას მაინც ჯიუტად უყვარდა. მაინც ჯიუტად ეტრფოდა და ცდილობდა მასთან ახლოს მისვლას. თუმცა რამდენჯერაც ამას გააკეთებდა იუნგი არ აძლევდა ამის უფლებას. ის ყოველთვის იშორებდა ბიჭს თავიდან.

იუნგი იცოდა ჯიმინის გრძნობების შესახებ, მაგრამ მას ეს არ აინტერესებდა. ის უბრალოდ პატარა პარაზიტს ეძახდა ჯიმინს  და ყოველთვის უხეშად იცილებდა თავიდან. მას აღიზიანებდა ის, თუ როგორ ზრუნავდა ჯიმინი მასზე და აღიზიანებდა მისი უზომო სიყვარული.

თუმცა ჯიმინი არ ნებდებოდა. ყველა მხრიდან ცდილობდა მისვლას. ზრუნავდა მასზე. იუნგის უხეშობის მიუხედავად ის მაინც უღიმოდა მას და სიყვარულით სავსე თვალებით უყურებდა.

თუმცა როცა მარტო დარჩებოდა, ყველა ემოცია ერთიანად დაატყდებოდა თავს და ცრემლების შეკავება უკვე შეუძლებელი ხდებოდა.

მას გული სტკიოდა იმ სიცივის გამო რაც იუნგისგან მოდიოდა. მას უბრალოდ სიყვარული და სითბო სჭირდებოდა, როგორც პატარა კნუტს.

მაინც რა დააშავა ასეთი, რომ ასეთი სიცივე დაიმსახურა?
მითუმეტეს იმ ადამიანისგან ვინც სიცოცხლეზე მეტად უყვარს.
რატომ არის ის ასეთი უხეში ჯიმინის მიმართ?

ეს კითხვები მოსვენებას არ აძლევდნენ ჯიმინს.

თუმცა არავინ იცის რას გიმზადებს ცხოვრება. შეიძლება ერთ დღეს შენც გაგიმართლდეს.

ღმერთი ბოლომდე არასდროს გაგწირავს. ამის იმედი ქონდა ჯიმინს. მას სჯეროდა, რომ ერთხელ იუნგის უხეშ მზერას, თბილი ღიმილი და სიყვარულით სავსე თვალები ჩაანაცვლებს.

მხოლოდ ისღა დარჩენოდა, რომ დაეცადა. ყოფილიყო ერთგული და შეეყვარა მისი ყველა მხარე.

Hope -Yoonmin Where stories live. Discover now