თავი 9

1.8K 151 11
                                    

ღამის 3 საათი იყო, თუმცა ჯიმინს ძილი არ ეკარება. საწოლში წოლა ბეზრდება, თან წყალი სწყურია და ოთახში არ უდევს, რომ დალიოს. ამიტომაც ვეღარ ჩერდება და ფეხზე დგება.  ოთახის კარებს აღებს და ცდილობს ჩუმად ჩავიდეს კიბეებზე რადგან არ უნდა ვინმე გააღვიძოს. ის სამზარეულოსკენ მიდის თუმცა როცა სინათლეს ხედავს ჩერდება. ცოტა არ იყოს შეეშინდა, თუმცა იფიქრა ალბათ ვინმე მისავით ვერ იძინებს. სამზარეულოს კარები უფრო ფართოდ შეაღო და შევიდა. თუმცა ადგილზე გაშეშდა როცა იუნგი დაინახა წელსზემოთ შიშველი და პიჟამა შარვლით იდგა და წყალს სვამდა. ბიჭმა მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი და მის დაკუნთულ სხეულს თვალი შეავლო.

- აპირებ ეგრე იდგე და მიყურო? - იუნგის ხმამ გამოაფხიზლა და როცა გაიაზრა რომ მას აშტერდებოდა. შერცხვა. თუმცა შემდეგ გაახსენდა მომხდარი. შეუბღვირა, თავი სწრაფად შეაბრუნა სხვა მხარეს, მაგიდასთან მივიდა და წყალი ჭიქაში დაისხა.

- ვერ იძინებ? - კვლავ იუნგის ხმამ დაარღვია სიჩუმე. ჯიმინს ხმა არ ამოუღია და წყალი მოსვა.

- შენ რა ახლა მებუტები? - მის ხმაში ნათლად ჩანდა გამხიარულება.  ჯიმინმა ჭიქა მაგიდაზე დადო და დააპირა სამზარეულოდან გასვლა, თუმცა ვიღაცის ხელებმა ამის უფლება არ მისცეს და წამებში კარებზე აღმოჩნდა ზურგით მიკრული.  ხოლო წინ იუნგის თვალებს შეეჩეხა. 

- შენ რა ახლა მართლა ცდილობ ჩემს დაიგნორებას?

- გამიშვი. - სცადა წყნარად ეთქვა ჯიმინს და ხმა არ გასტყომოდა, რადგან ის წელს ზემოთ შიშველ იუნგის კარებთან ყავდა მიმწყვდეული. 

- თურმე გცოდნია ლაპარაკი.

- იმის შემდეგ რაც მითხარი, ელოდები ჩემგან რაიმე სიტყვას?

- მე არაფერი მითქვამს ტყუილი. - ამ სიტყვებზე ბიჭს კვლავ აუცრემლიანდა თვალები. იუნგი მას იმდენად მიუახლოვდა, რომ მის სუნთქავს სახეზე გრძნობდა ჯიმინი. - რა ასე არ არის? - ამბობს და ყელზე სისველეს გრძნობს ჯიმინი. იუნგიმ მას ყელზე ენა აუსვა და ძლიერად აკოცა. - ხედავ? არც კი მეწინააღმდეგები და სხვას რატომ უნდა შეეწინააღმდეგო?

Hope -Yoonmin Where stories live. Discover now